31 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მაცარის დატოვება სურს
"ნაპოლისთვის" განვლილი სეზონი წარმატებული გამოდგა - გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად იასპარეზა და იტალიის თასი მოიგო. თუმცა იყო ერთი ფაქტორი, რომელმაც ნეაპოლელებს ხასიათი წაუხდინა - სერია A-ში ვალტერ მაცარის გუნდი სამეულს მიღმა დარჩა და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ვერ იასპარეზებს.

არადა, სამხრეთელებმა ჩემპიონთა ლიგას გემო გაუსინჯეს და სამეულს მიღმა დარჩენა მათთვის დიდი დარტყმა იყო. აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ მაცარი დატოვებს პოსტს და სამწვრთნელო კარიერას კიდევ უფრო ამბიციურ გუნდში გააგრძელებს.

არადა, თავად ვალტერმა ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ნეაპოლში თავს შესანიშნავად გრძნობს და კონტრაქტის ბოლომდე შესრულებას აპირებს...

მაცარის კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს კლუბთან და ამ ლოგიკით, მინიმუმ ერთი სეზონი ის "სან პაოლოზე" აუცილებლად დარჩება.

მეტიც, 31 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაინტერესებულია, რომ მაცარისთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს - მოვუსმინოთ სენიორ აურელიოს და ყველაფერი ნათელი გახდება: "განვლილი სეზონი შევაჯამეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ გუნდმა, არსებული რესურსის გათვალისწინებით, მაქსიმუმს მიაღწია.

გამომდინარე აქედან, ვალტერ მაცარის მუშაობა წარმატებულად შეფასდა და დიდი სურვილი გვაქვს, რომ მასთან ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით გავახანგრძლივოთ.

ამით სტაბილურობისა და განვითარებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ და მჯერა, რომ ასეც მოხდება. მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ვალტერთან საერთო ენის გამონახვა ძალიან იოლია და ვფიქრობ, შეთანხმებას უახლოეს დღეებში მივაღწევთ. იმედი მაქვს, ხელშეკრულების გახანგრძლივებით საბოლოოდ დავუსვამთ წერტილს ყველანაირ სპეკულაციას".

მოკლედ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ვალტერ მაცარი "ნაპოლიში" კიდევ მინიმუმ ორი სეზონით დარჩება. აი, ედინსონ კავანისთან დაკავშირებით კი ვითარება გაცილებით უფრო ბუნდოვანია.

ურუგვაელი ფირვარდი ნეაპოლში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ კლუბის მესვეურებთან გარკვეული შეკითხვები აქვს და ყველაფერს მათთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს - მოვუსმინოთ კავანის:

"არაერთხელ მითქვამს, რომ ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დარჩენის დიდი სურვილი მაქვს. თუმცა ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული და ამიტომ ვერავის ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ. კლუბის მესვეურებს რამდენიმე დღეში შევხვდები და ყველა კითხვას სწორედ იქ გაეცემა პასუხი.

მაინტერესებს, როგორი იქნება "ნაპოლის" სატრანსფერო კამპანია და საერთოდ, რას ვაპირებთ ზაფხულში... თუ გუნდი ესეკილ ლავეციმ და სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, მაშინ წარმატებაზე საუბარიც კი გაგვიჭირდება და შესაბამისად, ნეაპოლში დარჩენის სურვილიც გამინელდება. მოკლედ, შეხვედრაზე ყველაფერი გაცხადდება".

როგორც ჩანს, კავანის ნეაპოლში დარჩენა უნდა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ სამხრეთელები წამყვან ფეხბურთელებს შეინარჩუნებენ და კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

აქვე ვთქვათ, რომ 25 წლის ურუგვაელი ფორვარდის გადაბირება ევროპული ფეხბურთის გრანდებს სურთ, მათ შორის, ტურინის "იუვენტუსს", მადრიდის "რეალს", ლონდონის "ჩელსის" და უკანასკნელი ცნობების თანახმად, ფრანგულ პსჟ-ს. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა