ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი გუშინწინ საფრანგეთიდან თელ-ავივში ჩაფრინდა. ებრაული ვებგვერდების ინფორმაციით, ფრანგი მწვრთნელი უკვე შეუდგა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის მუშაობას...

ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი გუშინწინ საფრანგეთიდან თელ-ავივში ჩაფრინდა. ებრაული ვებგვერდების ინფორმაციით, ფრანგი მწვრთნელი უკვე შეუდგა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის მუშაობას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჯგუფის მეტოქე ისრაელი 9 ოქტომბერს ხორვატიას უმასპინძლებს, 12-ში კი საბერძნეთს სტუმრად ეთამაშება. ფერნანდესი ადგილობრივ თანაშემწეებს შეხვდა და საჭირო ინფორმაცია მიიღო. ფერნანდესი მასმედიასაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. პრესამ მას რამდენიმე კითხვით მიმართა.

როგორც ირკვევა, გასულ კვირას ისრაელის ნაკრები კინაღამ უთავკაცოდ დარჩა. პრესასთან საუბარში ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავარ ლიგაში აღზევებული "არლის" ხელმძღვანელობამ მას გუნდის ჩაბარება შესთავაზა...

"დიახ, მართალია, "არლის" ხელმძღვანელობამ გუნდის ჩაბარება შემომთავაზა. ამ გუნდმა მთავარ ლიგაში ასპარეზობის უფლება გასულ სეზონში მოიპოვა და დღეს ცხრილის ფსკერზეა. "არლის" ხელმძღვანელობა იმაზეც თანახმა იყო, რომ მათ გუნდში ნაკრების პარალელურად მემუშავა, მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი. ამ წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი, კლუბში ყოველდღიურად ვერ ვიქნებოდი. სპეციალური გრაფიკის შემუშავებაზეც თანახმანი იყვნენ, მაგრამ ორი გუნდის გაძღოლა გამიჭირდებოდა და უარი ვთქვი...

უკვე ვესაუბრე ნაკრებში ჩემს თანაშემწეებს. ჩემპიონატის მატჩებს დავესწრები და თვის ბოლო რიცხვებში ნაკრების შემადგენლობას დავასახელებ. მალტასთან მოგება და საქართველოში მოპოვებული ქულა კარგია, მაგრამ პოზიციების განმტკიცებისთვის კიდევ გვჭირდება ქულები. ხორვატიასთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ", - თქვა ფერნანდესმა.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა