ცნობილი გახდა ახალგაზრდული ნაკრების იმ 18 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც ესტონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მოემზადებიან
სამწუხაროდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს - მართალია, ოთარ კორღალიძის გაწვრთნილებმა ელიტრაუნდის ბოლო მატჩში ავსტრიის ძლიერი გუნდი დაამარცხეს (2:1), თუმცა პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ხორვატებმა ბოსნიას 2:0 სძლიეს, 7 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ და შემოდგომაზე ესტონეთში გასამართ ფინალურ ეტაპზეც გაემგზავრებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 19-წლამდელები სამშობლოში 1 ივნისს, გამთენიისას დაბრუნდებიან. ჯერ მინსკში, ხოლო შემდეგ ესტონეთში გაემგზავრებიან ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა და გიორგი ჯგერენაია, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდებიან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ 19-წლამდელთა ნაკრების 2 ფეხბურთელი, დავით სხირტლაძე და ვაკო ყაზაიშვილი თავად გაათავისუფლა და თბილისში გამგზავრების ნება დართო. ჩივაძის თქმით, ამ ფეხბურთელებს მომქანცველი სეზონი ჰქონდათ და ახლა დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროებათ.

ამგვარად, ცნობილი გახდა იმ 18 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც ესტონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მოემზადებიან:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი ბეგაშვილი ("გაგრა").

მცველები: გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), არჩილ ტვილდიანი, ნიკა კვეკვესკირი ("დინამო" თბილისი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი")

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური ("დინამო" თბილისი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), თეიმურაზ შარაშენიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ლევან ყენია (უგუნდო), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი).

თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ნიკოლოზ საბანაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლაშა კუკავა ("ბაია", ზუგდიდი).

მოულოდნელი იყო სიაში გიორგი ჭანტურიას არყოფნა: აღსანიშნავია, რომ ავსტრიელ ტონი ვასტიჩთან და ხორვატ მარკო დუგანჯიჩთან ერთად, ჭანტურია 3 გოლით ელიტრაუნდის მე-6 ჯგუფის ბომბარდირი გახდა.

რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, მისი საკითხი ახლა წყება. საქმე ისაა, რომ მჭედლიძის ამჟამინდელ გუნდს "ემპოლის" 3 და 8 ივნისს "ვიჩენცასთან" იტალიის სერია "ბ"-ში დასარჩენად პლეი ოფის ფინალური მატჩები ელის, გუნდი კი ქართველ თავდამსხმელს არ უშვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

საქართველო-ავსტრია 2:1 - ევროფინალს გამარჯვებით დავემშვიდობეთ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

საქართველო-ბოსნია 4:2 - "პატარა ჯვაროსნებმა" ბოსნიელები დაიბრიყვეს

WARNING!
თქვენც და მსოფლიო სპორიტს ჟურნალისტებიც ორთავე სირები ხართ, რა ვერ გამოიკვლიეთ დაგერეკათ ჩივაძეზე და ახსნა მოგეთხოვათ, თუ თქვენ საშა ჩივაძე რადგან 81 წელს თასების თასი მოიგო ხელ-შეუხებელი გონიათ? თუ გერიდებათ ბატონო და ფედსერაციაში გეკითხათ რატომ არ თამაშოპბს ჭანტურია, მაგრამ ვინ მოგცათ მაგისი ტრაკი, ტფუიიიიი თქვენს ჟურნაილსტობას! მერე მოდიხართ და მწვრთნელთა არაკვალიფიციურობაზე საუბრობთ!
zangura
ყაზაიშვილს რა მომქანცველი სეზონი ქონდა ერთი?! :))
dato
რატოო არაა ჭანტურია???? მაგაზე კარგად დღეს ვერავინ თამაშობს
kz
რატომ იყო მოლსალოდნელი? დაგეწერათ ბარემ რა ხდება?
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა