ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჯაბა ლიპარტიაა. "ვიტ ჯორჯიამ" დაძაბულ ბრძოლაში "სპარტაკი" 2:1 დაამარცხა, ლიპარტიამ კი თავი დუბლით გამოიჩინა...

ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჯაბა ლიპარტიაა. "ვიტ ჯორჯიამ" დაძაბულ ბრძოლაში "სპარტაკი" 2:1 დაამარცხა, ლიპარტიამ კი თავი დუბლით გამოიჩინა. მას განვლილი მატჩის შესახებ გავესაუბრეთ და "ვიტ ჯორჯიას" პერსპექტივასაც შევეხეთ.

- საკმაოდ მძიმე თამაში გამოდგა. გამარჯვებას ულაპარაკოდ ვიმსახურებდით, მაგრამ თავიდან შებოჭილები ვიყავით და საკუთარი უპირატესობის რეალიზება მოგვიანებით მოვახდინეთ. მხოლოდ "სპარტაკის" მიერ გატანილმა გოლის შემდეგ გამოვცოცხლდით და დიდი მონდომებით შევძელით სამი ქულის მოპოვება.

- ორივე გოლი ირაკლი კლიმიაშვილის პასით გაიტანეთ.

- ირაკლიმ ეს მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და არაერთი სახიფათო გადაცემა შეასრულა. ჩვენ დიდი ხანია, გვერდიგვერდ ვთამაშობთ და ერთმანეთისა უსიტყვოდ გვესმის. ახლაც ჩვენმა შეთამაშებამ გამოიღო შედეგი.

- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებთ?

- რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა გოლებმა "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვება მოიტანა, მაგრამ ჩემი წარმატება თანაგუნდელების დამსახურებაა. გამარჯვებაში მთელმა გუნდმა შეიტანა წვლილი. ჩემს ფორმას რაც შეეხება, სულაც არ მიმაჩნია, რომ ოპტიმალურ კონდიციებში ვარ. სეზონის მსვლელობისას კიდევ უფრო შედეგიანად ავთამაშდები.

- აქამდე ბევრი გოლი არ გაგქონდათ, ახლა კი ბომბარდირობისთვის იბრძვით.

- სიმართლე გითხრათ, აქამდე ბომბარდირობაზე არასოდეს მიფიქრია, რადგან ცენტრფორვარდი არ ვარ და გატანა ჩემი მთავარი ფუნქცია არაა. თუმცა ახლა, როცა ლიდერებს შორის ვარ, მეც გამიჩნდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლის სურვილი. ამ ტიტულს ყოველთვის ცენტრალური თავდამსხმელები ხომ არ იგებენ. ზოგჯერ საუკეთესო ბომბარდირები ნახევარმცველებიც კი ხდებიან.

- "ვიტ ჯორჯიადან" არაერთი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა და ძირითად შემადგენლობაში ჭაბუკები დამკვიდრნენ. როდის გახდება გუნდი ძველებურად ძლიერი?

- ვიტ ჯორჯიას შესანიშნავი თაობა ეზრდება და არცთუ დიდი ხნის შემდეგ "ვიტ ჯორჯია" კვლავ იქნება საქართველოს ჩემპიონობის რეალური პრეტენდენტი. ამ ბიჭებს გარკვეული დრო სჭირდებათ მთავარ გუნდთან ადაპტაციისთვის და ამის შემდეგ ძალიან ბევრს მიაღწევენ.

- გუნდის მიზანი ალბათ, ევროთასების საგზურის მოპოვებაა.

- უპირველეს ყოვლისა, შევეცდებით, ბოლომდე ვიბრძოლოთ საქართველოს ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად, ჩვენი პროგრამა-მინიმუმი კი მართლაც ევროტურნირებზე თამაშის უფლების მოპოვებაა. ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. გასული ტურის შედეგად, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავინაცვლეთ. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიციასაც შევინარჩუნეთ და ლიდერებსაც დიდ კონკურენციას გავუწევთ.

- განვლილი მატჩებიდან რომელი იყო "ვიტ ჯორჯიასთვის" საუკეთესო და ყველაზე ცუდი?

- ფოთში ცუდად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც დავმარცხდით. ეს დიდწილად, იმის ბრალი იყო, რომ მეტოქე სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ყველაზე კარგი თამაში კი ჯერჯერობით, "სამტრედიას" წინააღმდეგ ჩავატარეთ. თავიდან მეტოქე სოლიდურად დაწინაურდა, მაგრამ მატჩში გარდატეხის შეტანა შევძელით. ისე კი, ეს ჩემპიონატი წინაზე გაცილებით ძლიერია და ნებისმიერ მეტოქესთან ქულების მოპოვება ურთულესი საქმეა.

- თავად რამდენ ხანს აპირებთ "ვიტ ჯორჯიაში" თამაშს?

- აქ არაერთი წელიწადი გამიტარებია და ვფიქრობ, "ვიტ ჯორჯიას" წინაშე ჩემი ვალი მოვიხადე. გუნდში მინიმუმ ზამთრამდე კიდევ დავრჩები, მერე კი ვნახოთ, თუ საინტერესო წინადადება მივიღე, კარიერას სხგან გავაგრძელებ. კლუბის შეცვლა გასულ ზაფხულსაც შემეძლო, მაგრამ ხელსაყრელი ვარიანტი არ მქონია და "ვიტ ჯორჯიაში" დარჩენა ვამჯობინე.

- ექტორ კუპერის მწვრთნელობისას ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარეთ. თუ გაქვთ იქ დაბრუნების იმედი?

- ნაკრებში თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელიც ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. ბევრს ვიშრომებ და ცდას არ დავაკლებ, რომ თემურ ქეცბაიამ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მომცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა