"ფლორას" ბომბარდირმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე დაახასიათა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 5 ივნისს ესტონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა ჩაატაროს და გუნდს სწორედ ტალინში შეუერთდება "ფლორას" ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელიც წლევანდელ სეზონს მაღალ დონეზე ატარებს.

ესტონეთის ჩემპიონატის 9 მატჩში ბეგლარიშვილმა 7 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირია, 14 ტურის შემდეგ კი მეისტრილიიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ "კალიუს" თავდამსხმელ ტარნო ნეემელოს ჩამორჩება. მაგრამ ამ უკანასკნელმა 9 გოლი 12 შეხვედრაში გაიტანა.

ბეგლარიშვილის ამჟამინდელი კლუბი "ფლორა" ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდია და ცხადია, ბალტიისპირელებთან მოახლოებული შეხვედრის წინ დავინტერესდით, მოწინააღმდეგის ბანაკში რა განწყობაა.

- რა შეგიძლია გვითხრა ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებზე?

- ეს არის საკმაოდ ორგანიზებული ნაკრები, რომელიც ნებისმიერ გუნდთან ბოლო წუთამდე იბრძვის. მაგრამ რასაც ვამჩნევ, საქართველოს ნაკრების ძალიან ეშინიათ. ჩვენები იმპროვიზაციითა და ტექნიკით გამოირჩევიან, წინა ციკლში კი საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა და ეს კარგად დაიმახსოვრეს.

აქვე მადლობა მსურს მოვახსენო ალექსანდრე ჩივაძეს, რომელიც მენდო და ახალგაზრდულში გამომიძახა. ნაკრებში თამაში ყოველთვის მიხაროდა, მით უფრო ახლა, როდესაც ესტონეთს ვხვდებით.

- ცხადია, თქვენს თამაშებს ვერ ვუყურებთ, მაგრამ მაღალი შედეგიანობა მეტყველებს, რომ სეზონი კარგად დაიწყე.

- საწყისი 5 ტური გამოვტოვე, რადგან მუხლის ტრავმა მქონდა და ვმკურნალობდი. ბოლო 9 მატჩში კი 7 გოლი გავიტანე, აქედან 6 - ბოლოსწინა ორ თამაშში, ორჯერ ჰეთ-თრიქი შევასრულე, "პაიდესთან" და "კალევთან", ბოლო სამი შეხვედრაში კი საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.

ტრაბახი არ მიყვარს, მაგრამ ვგრძნობ, ისეთ ფორმაში ვარ, როგორც არასოდეს. ესტონელები ყოველთვის მქომაგობენ, აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ, ხალხიც კარგია და ქვეყანაც, მაგრამ ახლა ვამჩნევ, ეს ამბავი აფრთხობთ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ნაკრებში ვარ გამოძახებული და კარგ ფორმაში მყოფი მოწინააღმდეგე არავის სიამოვნებს. უფრო კი იმის ეშინიათ, რომ მათზე თითქმის ყველაფერი ვიცი და ცხადია, ამ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გამოვიყენებ. თანაც ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი ვარ.

ბუნებრივია, ეს მეგობრულ ჩარჩოს არ სცილდებოდა და მეხუმრებიან, ჩვენც სამი გოლს ხომ არ შეგვიგდებო.

- "ფლორაში" ესტონეთის ახალგაზრდულის რამდენი ფეხბურთელია?

- ბევრს იწვევენ, მაგრამ სისტემატურად ხუთ მათგანს ენდობიან: მარცხენა მცველ მეელის პეიტრეს, ცენტრალურ მცველ კარლ მეტცს, მარცხენა ნახევარმცველ კარლ ერიკ ლუიგენტს, ცენტრალური ნახევრმცველ რეიო ლააბუსსა და თავდამსხმელ რაუნო ალიკუს.

კარგი ბიჭები არიან, შრომა არ ეზარებათ და მიმაჩნია, რომ ცუდი პერსპექტივა არ აქვთ, თანაც ყველასთან ვმეგობრობ. ესტონეთის ახალგაზრდულის სხვა მოთამაშეებსაც ახლოს ვიცნობ.

- შენი აზრით, ჩვენმა მოთამაშეებმა განსაკუთრებული ყურადღება ესტონელთა რომელ ფეხბურთელს უნდა მიაქციონ?

- კარგი ახალგაზრდული ნაკრები კი ჰყავთ, მაგრამ წამყვანი მოთამაშეები ეროვნულ გუნდში ბალტიის ქვყნების ეროვნული გუნდების ტურნირზე გამოიძახეს, ზოგიერთი ლიდერი კი ტრავმირებულია და ჩვენთან არ იქნებიან. მაგალითად, ჰენრი ანიერი, რომელიც წელს ნორვეგიის "ვიკინგში" გადავიდა. ანუ ჩვენთან დასუსტრებული შემადგენლობით ითამაშებენ და ისეთი გუნდი არ ეყოლებათ, რაც წინა თამაშებში.

- მეტოქის ძლიერ და სუსტ მხარეებზე რას გვეტყვი?

- ამათი უდიდესი პლუსი კარგი ფიზიკური მომზადება და სათამაშო დისციპლინაა. 90 წუთი დარბიან და არ იღლებიან. მაგრამ საფეხბურთო აზროვნებით და ტექნიკით ჩვენთან ახლოს ვერ მოვლენ და მჯერა, რომ მოვუგებთ.

- დაბოლოს, მართალია, რომ თბილისის "დინამოში" გიწვევდნენ?

- ეს ლაპარაკი ზამთარში იყო, მეც ძალიან მინდოდა დაბრუნება, მაგრამ "ფლორასთან" კონტრაქტი მხოლოდ შემოდგომაზე მიმთავრდება და გადმოსვლა აღარ გამოდიოდა. ახლაც არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ 100-პროცენტიანი წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა