საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა 2010-11 წლების სეზონში სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია გუშინ სლოვენიურმა გამოცემა "კოშარკამ" გაავრცელა...

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ ბოისა 2010-11 წლების სეზონში სლოვენიის "ოლიმპიას" ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია გუშინ სლოვენიურმა გამოცემა "კოშარკამ" გაავრცელა.

მართალია, ვოვას ლიუბლიანელებთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ კლუბის გენერელური მენეჯერის იანის რაიგელის თქმით, ბოისა "ოლიმპიას" ტრავმის მოშუშებისთანავე შეუერთდება. მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დეკემბრამდე გასტანს.

ვოვამ ფეხი ივნისში, ხორვატიის ჩემპიონატის ფინალური სერიისას "ციბონასთან" მატჩში დაიზიანა. სწორედ ამის გამო გამოტოვა აგვისტოს სანაკრებო შესარჩევი ტურნირი. იგი ამჟამადაც ხორვატიაშია...

- აქ თანამედრივე კლინიკაა, ყველა პირობაა სრულყოფილად აღდგენისთვის. რეაბილიტაციის პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, დეკემბერში სრულად გამოვჯანმრთელდები, - აცხადებს ქართველი ფორვარდი.

მას სლოვენიის "ოლიმპიადან" წინადადება 2009 წლის ზაფხულშიც ჰქონდა, თუმცა "ზადარმა" უკეთესი პირობები შესთავაზა და ხორვატიაში დარჩა. ვოვამ სწორედ მაშინ თქვა:

- "ოლიმპია" ჩემი მშობლიური გუნდია. კარიერას ისე არ დავასრულებ, ლიუბლიანაში არ ვითამაშო. ახლა კი "ზადარში" დავრჩები, სადაც უკეთესი კონტრაქტი შემომთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ბოისა რუსთავის "აზოტიდან" სლოვენიურ "პოსტოინაში" 1999 წელს გადავიდა, შემდეგ ითამაშა "სლოვანში", "ოლიმპიაში" და 2006 წელს იტალიურ "მონტეპასკიში" ჩაირიცხა. ამას მოჰყვა რუსეთის "სპარტაკ-პრიმორიე", საბერძნეთის "არისი", ესპანეთის "მენორკა"... ბოლო ორი სეზონი კი ხორვატიის "ზადარში" გაატარა, სადაც "ოლიმპიას" ყოფილმა მწვრთნელმა ზმაგო საგადინმა მიიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა