რომის ეტაპზე ძალიან მაღალი შედეგები დაფიქსირდა და როგორც ჩანს, ოლიმპიადაზე მსოფლიოს რამდენიმე რეკორდს ვიხილავთ
რომში პრესტიჟული კომერციული სერიის - "ბრილიანტის ლიგის" მესამე ეტაპი გაიმართა. რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის უსაინ ბოლტის გამოსვლა.

გასულ კვირას იამაიკელმა სპრინტერმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა თავისი სპორტული ფორმის შესახებ, როცა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში 100 მეტრი 10 წამსა და 4 მეასედში გაირბინა.

უსაინის ძირითადი მეტოქე ასაფა პაუელი იყო, გარდა ამისა, გარბენში მონაწილეობდა ევროპული სპრინტის მეფე კრისტოფ ლემეტრი. ასაფას უკვე დიდი ხანია არ დაუმარცხებია ბოლტი პირად დუელში, ამიტომაც ინტრიგაზე ლაპარაკი რთული იყო.

ამჯერად, ბოლტს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა. მართალია, იამაიკელმა ისევ წააგო სტარტი და თავიდან ჩამორჩა, მაგრამ დისტანციის მეორე ნახევარში ჩვეული ტემპი განავითარა და საბოლოო შედეგი - 9 წამი და 76 მეასედი დააფიქსირა. ეს რომის ტურნირის რეკორდი გახლავთ.

მეორე მივიდა ფინიშთან ასაფა პაუელი, რომლის დრო იყო 9.91 წამი, მესამეზე ფრანგი კრისტოფ ლემეტრი გავიდა.

კენიელი პოლ კიპსელე კოეჩი ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ბოლტი, მაგრამ მთელი ოლიმპიური სტადიონი არანორმალურად უჭერდა მას მხარს 3000-მეტრიანი სტიპლჩეზის ბოლო წრეზე. კოეჩმა სერიოზულად განიზრახა მსოფლიოს რეკორდის დამხობა და მხოლოდ ბოლო მეტრებზე ვეღარ შეძლო ტემპის შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, ისტორიაში მესამე შედეგი აჩვენა - 7.54,31, რაც შვიდი მეათედი წამით უარესია მსოფლიოს რეკორდზე.

ძალიან მაღალი შედეგი დაფიქსირდა ქალებს შორის 1500 მეტრზე სირბილში. აქ რეკორდზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ 21 წლის აბება არეგავიმ სეზონის საუკეთესო დრო (3.56,54) აჩვენა და ტურნირის რეკორდიც გააუმჯობესა. ასევე საინტერესო იყო ქალებს შორის 5000 მეტრზე გარბენი ვივიან ჩერუიოტისა და მეზერეტ დეფარის ფანტასტიკური ფინიშით. ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო ვინ გაიმარჯვებდა. თავდაპირველად ყვავილები დეფარს გადასცეს, მაგრამ შემდეგ, ფოტოფინიშის მეშვეობით პირველობა ჩერუიოტს მიანიჭეს.

ბრწყინვალედ გამოვიდა მამაკაცებს შორის სიმაღლეზე ხტომის სექტორში ბრიტანელი ბობი გრაბარზი. ის პირველი ცდიდან იღებდა ყველა სიმაღლეს და საბოლოოდ, 2,33 მეტრზე გაჩერდა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია.

ჭოკით ხტომაში მორიგი სტარტი ჩააგდო ოლიმპიურმა ჩემპიონმა სტივენ ჰუკერმა - მხოლოდ 5.42 მეტრით დაკმაყოფილდა. დამაჯერებელი გამარჯვება კი ფრანგმა რენო ლავილენიემ მოიპოვა - ამისთვის 5.82 მეტრზე გადახტომაც საკმარისი აღმოჩნდა. ტურნირის კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა ქალებს შორის ბირთვის კვრაში. ვალერი ადამსმა 21.03 მეტრი დააფიქსირა და 27 წლის წინანდელი რეკორდი დაამხო.

მოკლედ, რომის ეტაპზე მართლაც ძალიან მაღალი შედეგები დაფიქსირდა და როგორც ჩანს, ოლიმპიადაზე მსოფლიოს რამდენიმე რეკორდს ვიხილავთ. რაც შეეხება "ბრილიანტის ლიგას", უახლოესი ეტაპი 2 ივნისს ამერიკის ქალაქ იუჯინში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო