ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში "ოკლაჰომამ" "სან ანტონიო" 102:82 დაამარცხა
პირველ ორ მატჩში "სან ანტონიოს" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ბევრმა ექსპერტმა პირდაპირ მიანიჭა გრეგ პოპოვიჩის გუნდს ფინალის საგზური. მათი აზრით, დღევანდელი "ოკლაჰომა" გამოცდილ მეტოქეს ბევრ რამეში ჩამორჩება.

თუმცა "თანდერის" დამრიგებელი სკოტ ბრუქსი ოპტიმიზმს არ კარგავდა. ის თავის შეგირდებს მუდმივად უმეორებდა, რომ "სან ანტონიოს" დასამარცხებლად დაცვაში კარგი თამაშია საჭირო და რომ ერთ მატჩში 120 ქულის გაშვება - მიუღებელი შედეგია.

რთული სათქმელია, რა მეთოდებით მიიტანა მწვრთნელმა ეს მოწოდება გუნდამდე, მაგრამ ფაქტია, რომ მესამე შეხვედრაში სულ სხვა "ოკლაჰომა" ვიხილეთ.

მასპინძლები მაქსიმალურად აგრესიულები იყვნენ, განსაკუთრებით დაცვაში. სტუმრები ჩაიკარგნენ მეტოქის მჭიდრო პრესინგში, მათ შორის "სან ანტონიოს" ლიდერები. პარკერის, ჯინობილისა და დანკანის ტრიომ 32 ტყორცნიდან მხოლოდ 12 გამოიყენა.

მთლიანად ჩააგდო შეხვედრა ნილმა, რომელმაც 11 ნასროლიდან 8 ააცილა მიზანს, ვერცერთხელ ვერ გამოიჩინეს თავი ბონერმა და დიაომ. 21 შეცდომა ერთ-ერთი საუკეთესო კონტრშეტევის მქონე გუნდთან, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელი შედეგია.

"ჩვენ შესანიშნავად ვუგებდით ერთმანეთს დაცვაში. აქტიურად ვმოძრაობდით და მეტოქეს თავისუფლად ტყორცნის საშუალებას არ ვაძლევდით. სწორედ ასე უნდა ითამაშო საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ", - თქმა მატჩის შემდეგ ბრუქსმა.

გარდა ამისა, მასპინძლები მეტოქის ნახევარზეც კარგად გამოიყურებოდნენ. თანაც დატვირთვა შეტევაში თითქმის ყველაზე თანაბრად გადანაწილდა. მაგალითად, უესტბრუკმა მხოლოდ 10 ქულა დააგროვა, მაგრამ შედეგზე ამას გავლენა არ ჰქონია. მცველმა უამრავი შავი სამუშაო შეასრულა, ოთხი ჩაჭრა დააგროვა და სამმაგ დუბლამდეც ახლოს იყო.

გარდა ამისა, საუკეთესო გახლდათ სარგებლიანობის კონფიციენტით. მაგრამ მატჩის ნამდვილ გმირად არა უესტბრუკი ან თუნდაც დურანტი, არამედ ტაბო სეფოლოშა უნდა მოვნათლოთ. შვეიცარიელმა 36 წუთი სათამაშო დრო მიიღო. შედეგად, ჩვეულებრივ დაცვაში ბრწყინვალედ მოთამაშე სეფოლოშა (ექვსი ჩაჭრა მიითვალა) შეტევაშიც ძალიან შედეგიანი იყო. მან 19 ქულა დააგროვა და სამი ქულა დააკლდა შედეგიანობის პირად რეკორდამდე. სამაგიეროდ, ინდივიდუალური რეკორდი გაიმეორა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით - ოთხი.

ცუდი შედეგი არ არის კალათბურთელისთვის, რომლის საშუალო შედეგიანობა პლეი ოფში ოთხ ქულას შეადგენს.

"გვინდოდა დურანტისა და უესტბრუკის შეჩერება და საბოლოოდ, სეფოლოშას მივეცით თავისუფლად სროლის საშუალება", - ამბობდა ტონი პარკერი.

შესაბამისად, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ "თანდერმა" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა. დებიუტში სტუმრებმა თამაშიდან პირველი სამი ტყორცნა ააცილეს და ოთხჯერ დაკარგეს ბურთი, რასაც პოპოვიჩის ტაიმ-აუტი მოჰყვა. ამ პაუზამ დანკანსა და მის პარტნიორებს ცოტა ხნით უშველა. მეორე მეოთხედის დასაწყისში სტუმრები ბოლოჯერ გავიდნენ წინ. სწორედ მაშინ, პირველი და ერთადერთი ზუსტი ტყორცნა შეასრულა თამაშიდან ჯინობილიმ. ამას მოჰყვა დურანტისა და კომპანიის მიერ ორგანიზებული სპურტი - 13:1. დიდი შესვენებისთვის "ოკლაჰომას" უპირატესობა 13 ქულას უდრიდა.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მესამე მეოთხედის მსვლელობისას ბრუქსის შეგირდები მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას. მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ფიშერის სამქულიანის შემდეგ სხვაობა უკვე 22 ქულას შეადგენდა.

ასე თუ ისე ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას ჯექსონი, რომელიც კინაღამ "სპურსის" საუკეთესო მოთამაშე გახდა. ვეტერანმა შვიდიდან ექვსი ტყორცნა გამოიყენა, მათ შორის - ხუთიდან ოთხი სამქულიანი. სტივენის ეს მონდომება მხოლოდ სხვაობის შესამცირებლად აღმოჩნდა საკმარისი, ისიც ცოტა ხნით. ბოლო მეოთხედის შუაში მასპინძლების უპირატესობამ 27 ქულასაც კი მიაღწია.

"სან ანტონიოს" აქტივში მხოლოდ ის შეიძლება ჩაიწეროს, რომ დანკანი პლეი ოფის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა დაფარებების რაოდენობით. წინა რეკორდი ქარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა და ახლა მას ტიმი ერთი ბლოკ-შოტით უსწრებს. თუმცა მატჩის ბოლო 15 წუთი დანკანი და პარკერი მოედანზე არ გამოჩენილან.

ეჭვგარეშეა, რომ ასეთი სამარცხვინო წაგების შემდეგ, პოპოვიჩი სერიოზულად დაელაპარაკება თავის შეგირდებს და მომდენვო მატჩში მოედანზე სულ სხვა "სპურსს" ვნახავთ. მიუხედავად ამისა, 1 ივნისს გამართული მატჩის ანგარიში ნეიტრალურ გულშემატკივარს იმის იმედს უტოვებს, რომ ჩემპიონის ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის და ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.

ოკლაჰომა-სან ანტონიო 102:82

22:24, 32:17, 24:19, 24:22

ო: დურანტი (22+6 მოხსნა+5 პასი), სეფოლოშა (19+6 ჩაჭრა+6 მოხსნა), ჰარდენი (15+3 პასი), იბაკა (14+3 დაფარება), უესტბრუკი (10+9 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა+2 დაფარება), კოლისონი (6), ფიშერი (5+4 პასი), პერკინსი (4+8 მოხსნა+3 დაფარება), აივი (2), კუკი (2), ჰეივორდი (2), ოლდრიჩი (1).

ს-ა: პარკერი (16+4 პასი), ჯექსონი (16), დანკანი (11+5 დაფარება), ბლეირი (10+6 მოხსნა), ჯინობილი (8+6 მოხსნა), ნილი (7+5 პასი), ანდერსონი (4), გრინი (3), მილსი (3), ლეონარდი (2+6 მოხსნა), დიაო (1), სპლიტერი (1).

(44.6/49.4), სამქულიანები (38.5/31.3), (66/89.7).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45.5/39.5), სამქულიანები (27.3/42.3), საჯარიმოები (94.1/73.3).

სერია: 1-2

სპურსის პირველი გაჩერება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა