ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, აგნიეშკა რადვანსკა ყოფილმა ჩემპიონმა სვეტლანა კუზნეცოვამ გაანადგურა
როლან გაროსზე ქალთა შორის უფრო საინტერესოდ მიმდინარეობდა მოვლენები, რომელთაგანაც მთავარი ის იყო, რომ ბრძოლას გამოეთიშა ერთ-ერთი ფავორიტი, მესამე ნომერი აგნიეშკა რადვანსკა.

ის როლან გაროსის ყოფილმა ჩემპიონმა სვეტლანა კუზნეცოვამ დაამარცხა.

თითქოს ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსი კარგა ხანია ვეღარ აჩვენებს მაღალ დონეს და კლასიფიკაციაში 28-ე ადგილამდე დაქვეითდა. წელს ის დუბაის, მაიამის, მადრიდისა და რომის ტურნირებში პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას. აგნიეშკა კი პირიქით, ამ სეზონის ერთ-ერთი ლიდერია და თავისი კარგი ფორმა წინა წრეში ვენუს უილიამსის განადგურებით დაადასტურა.

1 ივნისს გამართულ შეხვედრაში ყველაზე მეტად გასაკვირი საბოლოო ანგარიში გახლდათ. კუზნეცოვამ 6:1, 6:2 გაანადგურა პოლონელი და რადვანსკასთან ურთიერთშეხვედრებში 9:3 გახადა ანგარიში.

კლასიფიკაციაში კუზნეცოვას მეზობლად მყოფმა კიდევ ერთმა რუსმა ნადია პეტროვამ კი დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ავსტრალიელ სამანტა სტოსურს. არადა, პეტროვა ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს უგებდა სემს და წელს ის ინდიან უელსში დაამარცხა.

მაგრამ სტოსური ამ როლან გაროსს ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა. 1 ივნისს გამართულ შეხვედრაში ის კარგად თამაშობდა გადამწყვეტ მომენტებში - ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო მეტოქეს ოთხიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოაყენებინა.

მორიგი ტურნირი ჩააგდო როლან გაროსის 2008 წლის ჩემპიონმა ანა ივანოვიჩმა. არადა, მან ისე დაიწყო იტალიელ სარა ერანისთან მატჩი, რომ სერბის საბოლოო წარმატებაში რთული იყო ეჭვის შეტანა.

პირველი სეტი ანამ 25 წუთში 6:1 მოიგო. მაგრამ ერანიმ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მეორე სეტში 3:1 დაწინაურდა. ივანოვიჩმა დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი და 5:5-მდე თანაბარი თამაში მიდიოდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-11 გეიმი, როცა აპენინელმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. მესამე სეტში ისევ იყო ანგარიში 3:1, ანას მიერ დაბრუნებული ბრეიკი და კვლავ წაგებული სეტი და მასთან ერთად მატჩი.

ერანი აშკარად თავის საუკეთესო სეზონს თამაშობს კარიერაში. შეგახსენებთ, რომ მინიატურული იტალიელი (სიმაღლე: 1,64 მეტრი) წელს ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში თამაშობდა.

როლან გაროსი. VI დღე

ქალები

II წრე

მარია შარაპოვა (რუს, 2)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:1, 6:1.

III წრე

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:4, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 15)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 6:2, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ)-მატილდ იოჰანსონი (საფ) 6:3, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-ნადია პეტროვა (რუს, 27) 6:3, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 26)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3) 6:1, 6:2; სერა ერანი (იტა, 21)-ანა ივანოვიჩი (სერ, 13) 1:6, 7:5, 6:3; ანჟელიკ კერბერი (გერ, 10)-ფლავია პენეტა (იტა, 18) 4:6, 6:3, 6:2; პეტრა მარტიჩი (ხორ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 29) 6:2, 6:1.

ანამ ისევ ჩააგდო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

როლან გაროსი. VI დღე: ცუდი ნიშანი როჯერ ფედერერისთვის

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა