მინსკში გამართულ ამხანაგურ მატჩში, ბელარუს 20-წლამდელებს თორნიკე ოქრიაშვილმა ლევან ყენიას პასით გაუტანა
1 ივნისს მინსკში, "დინამო - იუნის" სტადიონზე ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრემბა პირველი, ამხანაგური მატჩი ითამაშა ბელარუსის 20-წლამდელთა ნაკრებთან და 1:0 გაიმარჯვა.

გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა მე-17 წუთზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მანამდე ის ვიცოდით, რომ ჩვენი 21-წლამდელები ბელარუსის ასევე 21-წლმდელთა ნაკრებს ხვდებოდნენ და ცოტა არ იყოს, უცნაურია ასეთი უზუსტობა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ნადირაძე, ტვილდიანი, კობახიძე, კვერკველია, იოსელიანი, კვეკვესკირი, თარხნიშვილი (პარუნაშვილი 65), ჯიღაური, ყენია (შარაშენიძე 46), ოქრიაშვილი (ჩაფიძე 46, ჯგერენაია 90+1), საბანაძე (კუკავა 56).

თამაშის შემდეგ მინსკში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ გელა ინალიშვილს დავუკავშირდით.

"ორივე ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა, გოლი კი ასე გავიდა: შეტევა ლევან ყენიამ წამოიწყო, შემდეგ მარცხენა ფლანგზე თორნიკე ოქრიაშვილს გადააწოდა ბურთი, რომელმაც საჯარიმო მოედნის კუთხიდან დაბალი ბურთი გაიტანა შორეულ ძელთან.

რაც შეეხება ყენიას, ფიზიკურად ჯერ ვერ არის საუკეთესო ფორმაში და პირველი ტაიმის შემდეგ ამიტომაც შევცვალეთ. ბურთს კარგად აკონტროლებდა, მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვართ.

განლაგება ასეთი იყო - საყრდენებად ნიკა კვეკვესკირი და თორნიკე თარხნიშვილი ვათამაშეთ, გამოკვეთილი თავდამსხმელი ნიკა საბანაძე გახლდათ, ყენია მის უკან მოქმედებდა, ფლანგებზე - ჯაბა ჯიღაური და ოქრიაშვილი.

ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მეორე ტაიმში ოთხჯერ შეგვეძლო გატანა, ჩინებული შანსი ჰქონდა ლაშა ჩაფიძეს, კვეკვესკირს, კუკავას..."

ბელარუსული პრესისთვის ჩივაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"ბელარუსში წუხელ ჩამოვედი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ვიყავი ხორვატიაში, საიდანაც ნახევარი გუნდი ჩამოვიყვანე აქ.

საქართველოს 21-წლმდელთა ნაკრების მდგომარეობა ისეთია, რომ შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი აღარ აქვს, ამიტომაც გათვლას 1992-93 წლებში დაბადებულებზე ვაკეთებთ. დავინახე, რომ ჩვენთან არც თუ ურიგო კონკურენცია იქნება".

5 ივნისს ჩივაძის დამოძღვრილი გუნდი ტალინში ესტონეთის 21-წლამდელთა ნაკრებს გაეჯიბრება. ჩვენებს აქვთ იმის შანსი, რომ ჯგუფში უკეთეს ადგილზე გავიდნენ.

1 ივნისს კი ჩვენს ჯგუფში ესტონეთმა შინ ესპანეთთან 0:1 წააგო, გოლი "მალაგას" თავდამსხმელმა ისკომ გაიტანა.

სატურნირო მდგომარეობა

1. ესპანეთი 6 6 0 0 21-2 21

2. შვეიცარია 5 3 1 1 10-3 10

3.ხორვატია 5 2 0 3 5-7 6

4. საქართველო 5 1 0 4 3-15 3

5.ესტონეთი 5 0 1 4 0-12 1

ჯგუფის დარჩენილი მატჩები

5 ივნისი

ესტონეთი-საქართველო

15 აგვისტო

საქართველო-ხორვატია

6 სექტემბერი

საქართველო-ესტონეთი

6 სექტემბერი

შვეიცარია-ესპანეთი

10 სექტემბერი

ესპანეთი-ხორვატია

10 სექტემბერი

შვეიცარია-ესტონეთი

ჩივაძის წარმატებიული დებიუტი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

თემურ ქეცბაიაზე ნაწყენი ლევან ყენია ალექსანდრე ჩივაძემ შემოირიგა

ზაქარია ბეგლარიშვილი: მჯერა, ესტონეთის ნაკრებს მოვუგებთ!

dato
ეგ ოფიციალურად თუ შენი ვერსიაა?
Irakli
დათო მიტომ არ არის რომ 7-2 და 2-0 რო წავაგეთ ესპანეთთან მან თQვა თვითონ უარი ნაკრებში თამაშზე :)
dato
92-93 წლებზე თუ აკეთებთ გათვლას,რატომ არ არის მაშინ ნაკრებში ჭანტურია? ვინმემ შეიძლება თქვაას???? მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ არ უფასებენ მაგ ბიჭს გარჯას...
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა