ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საფრანგეთში ჩემპიონი ყველა შემთხვევაში ქართველია

საფრანგეთში ჩემპიონი ყველა შემთხვევაში ქართველია

წელს რომელიმე ან სულაც რამდენიმე ქართველი ლეგიონერი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს მოიხვეჭს
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშების ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა ოთხი კლუბია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს რომელიმე ან სულაც რამდენიმე ჩვენებური საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს მოიხვეჭს.

ქვეყნის ამჟამინდელი ჩემპიონი აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზი" ნახევარფინალში შინ მიიღებს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".

შეგახსენებთ, რომ ტულუზელებმა რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და პირდაპირ ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. "კასტრმა" კი ნახევარფინალის შესარჩევში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეს" სძლია.

მიუხედავად იმისა, რომ "ტულუზი" დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, რეგულარული გათამაშების მიწურულს გუნდს დაღლილობა დეტყო, რასაც ხშირი ტრავმიანობა დაერთო. ტულუზელებს განსაკუთრებით შერკინების კვაჭის პოზიციაზე გაუჭირდათ, იმდენად რომ ორი "სამედიცინო ჯოკერის" გამოყენებამ მოუწიათ და ორივეჯერ გუნდში ქართველი მორაგბეები, ჯერ აქვსენტი გიორგაძე, მერე ჯაბა ბრეგვაძე მიიწვიეს.

ძნელი სათქმელია, "ტულუზის" შერკინების კვაჭები ვინ დაწყევლა, მაგრამ ფაქტია, წინამორბედების მსგავსად ორივე დაშავდა.

ტრავმირებულია ასევე "კასტრის" შერკინების ქართველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილიც. ნახევარფინალში ამ გუნდისთვის ეს ლამის ერთადერთი დანაკლისია. მწყობრში არიან კასტრელების მთავარი დამრტყმელი ძალა, ფეხჩუბინობით გამორჩეულები რომენ ტულე და პიერ ბერნარი.

"ამ დღეს წელიწადია ველოდებით. შარშანდლი შეცდომები გამოვასწორეთ, მიღებული გამოცდილება გამოვიყენეთ და ნახევარფინალში გასვლა მოვახერხეთ. გუნდი საბრძოლველად მზად არის.

ყველანაირად ვეცდებით უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიოთ და "ტულუზს" მისსავე მოედანზე მოვუგოთ", - თქვა "კასტრის" მთავარმა მწვრთნელმა ლორან ლაბიტმა.

აღსანიშნავია, რომ "კასტრმა" ბოლოს ტულუზში 1979 წელს მოიგო. საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში კი ეს გუნდები 11 წლის წინათ შეხვდნენ და გამარჯვება "ტულუზს" დარჩა.

რეგულარული გათამაშების პირველ წრეში "კასტრმა" შინ 24:3 მოიგო, მეორე წრეში კი, სტუმრად 27:34 დამარცხდა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" შინ ეთამაშება დავით ქუბრიაშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს".

შეგახსენებთ, რომ "ვულკანები" რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდნენ და ნახევრფინალში პირდაპირ მოხვდნენ. "ტულონმა" კი შესარჩევ მატჩში პარიზულ "მეტრო რასინგს" მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ეს გუნდები 2010 წელსაც დაუპირისპირდნენ და, მაშინ, დამატებით დროში "კლერმონმა" სადავო ლელოთი გაიმარჯვა, რომელიც დავით ზირაქაშვილმა გაიტანა. ამას, ცხადია, სკანდალი მოჰყვა.

არანაკლები აურზაური გამოიწვია ამ გუნდების შეხვედრის შედეგმა წლევანდელ გათამაშებაში.

ორივე შემთხვევაში "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა მსაჯები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ამჯერადაც "კომიკი პრეზიდენტი" აცხადებს, რომ ისეთი მსაჯობის პირობებში, როგორიც საფრანგეთშია, მის გუნდს გამარჯვების შანსი არ აქვს.

"კლერმონში გამარჯვება გაცილებით მეტი იქნება ვიდრე გმირობა. "ტულონი" ნამდვილად არ არის კარგ სათამაშო ფორმაში, მაშინ, როცა "ვულკანები" მთელის სეზონის განმავლობაში ბრწყინავდნენ.

მოდით თამაშზე, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს", - თქვა "ტულონის" პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.

ცხადია, რომ მულტიმილიონერი პრეზიდენტი ხუმრობს. არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ზეამბიციური ბურჯელალი პრესას "ეთამაშება".

ვარსკვლავებით მოჭედილი მისი გუნდი მზადაა, ჩემპიონისთვის განკუთვნილი ფარი ტულონში ჩაიტანოს და საამისოდ ყველაფერს იღონებს. შეგახსენებთ, რომ "ტულონი" საფრანგეთის საუკეთესო გუნდის ტიტულს ბოლოს 1992 წელს დაეუფლა.

ცხადია, შინაურ კედლებში გულხელდაკრეფილნი არც კლერმონელები ისხდებიან. მათ, შარშანდელი სეზონის გამოკლებით, ბოლო ოთხი ჩემპიონატის ფინალში იასპარეზეს და ერთხელ ჩემპიონებიც გახდნენ.

"ტულონს" დიდი სიფრთხილით ვეკიდებით. ამ გუნდს რეალურად შესწევს ძალა დაგვამარცხოს. ტულონელები აგრესიულად თამაშობენ კონტაქტისას, ძლირები არიან როგორც შერკინებაში, ისე ღია თამაშშიდაც.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ წაუვათ თამაში "ტულონის" ლიდერებს" ჯონი ვილკინსონს, მეთ გიტოსა და ბაკის ბოთას. ისინი დიდი ოსტატები არიან, ფინალურ სტადიებზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და ამჯერადაც ყველაზე მეტ საფრთხეს მათგან უნდა ველოდოთ", - თქვა "კლერმონისა" და საფრანგეთის ნაკრების ცხრა ნომერმა მორგან პარამ.

"ვულკანებს" გადამწყვეტი მატჩების წინ საკადრო პრობლემები მოეძალა. ახლახან ოპერაცია გაიკეთა მგეზავმა დავიდ სკრელამ, ტრავმების გამო საეჭვოა შოტლანდიელი მეორეხაზელის ნათან ჰაინის და საფრანგეთის ნაკრების უკანახაზელის ჟულიენ მალზიოს თამაში. დანამდვილებით ვერ ითამაშებს მესამეხაზელი ჟულიენ ბონერი.

პირველ წრეში "კლერმონმა" შინ მშრალი ანგარიშით 17:0 მოიგო, სტუმრად კი 19:25 წააგო.

I დივიზიონი

ნახევარფინალი

კლერმონი-ტულონი, ტულუზი-კასტრი.

ყველა შემთხვევაში ქართველი ჩემპიონია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა