ფრანგული "მონპელიეს" ქართველი მესამეხაზელი კარდიფში უელსის ეროვნული ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე 2 ივნისს "ბარბაროსების" შემადგენლობაში მეორე მატჩს გამართავს.

შეხვედრა ამჯერად კარდიფში, "მილენიუმზე" ჩატარდება. გორგოძესა და კომპანიას უელსის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდება.

"ბარბაროსების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ჯონ ქირვანმა "წითელ ურჩხულებთან" სათამაშოდ უელსური და მსოფლიოს რაგბის ლეგენდა შეინ ვილიამსი მიიწვია, რომელიც თავის კარიერაში ბოლო მატჩს გამართავს და სამწვრთნელო ასპარეზზე გადავა.

ამავე შეხევდრაში მე-100 კეპს მოიხვეჭს უელსის ნაკრების ვეტერანი მორაგბე მარტინ ვილიამსი.

ირლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, ქირვანმა სამი ცვლილება განახორციელა. ცხრა ნომრის პოზიციაზე რიჩი რისი ითამაშებს, შერკინების მარცხენა ბურჯი კი დანკან ჯოუნზი იქნება, გუნდის კაპიტნობა სამხრეთაფრიკელ ჯონ სმიტს ანდეს.

ბარბაროსები: 15. მალილი მულიაინა, 14. ისა ნაკევა, 13. მაიკ თინდოლი, 12. კესი ლაულალა, 11. შეინ ვილიამსი, 10. სტივენ დონალდი, 9. რიჩი რისი. 1. დანკან ჯოუნზი, 2. ბენუა ოგუსტი, 3. ჯონ სმიტი, 4. მაიკ ოდრისკოლი, 5. მარკ ჩისლომი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. მამუკა გორგოძე, 8. ჯონი ბითი.

16. ალედ დე მალმანჩი, 17. ნეემია ტიალატა, 18. ენტონი ფან ზილი, 19. აკაპუსი ქერა, 20. რორი ლაუსონი, 21. საილოსი ტაგიკაკიბაუ, 22. სედრიკ ემონსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა