ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ნაკრებსა და კლუბში მისი პარტნიორის თამაში ძალიან მოეწონა
ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ნაკრებსა და კლუბში მისი პარტნიორის დენი უელბეკის თამაში ძალიან მოეწონა.

ინგლისის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბელგიის ნაკრები 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი კი 34-ე წუთზე უელბეკმა გაიტანა.

"უელბეკის თამაში ძალიან მომეწონა. მოედანზე მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო. მას ინგლისის ნაკრების მაისურით პირველ გატანილ გოლს ვულოცავ. მასზე "სანდერლენდში" იჯარით ყოფნამ დადებითად იმოქმედა. იქიდან უფრო ძლიერ მოთამაშედ დაგვიბრუნდა.

დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის და შვედეთის დამარცხება შეგვიძლია. საკუთარი ძალების უნდა გვჯეროდეს. მოედანზე გამოსვლისას გამარჯვების თუ არ გჯერა, თამაშს საერთოდ არ აქვს აზრი.

მწვრთნელმა ერთი კვირა დამატებითი დასვენება შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. როდესაც სხვა ფეხბურთელები მუშაობენ, დასვენება სამართლიანი არ იქნებოდა. მინდა მათთან ერთად ვიყო და გუნდის ნაწილად მივიჩნეოდე", - თქვა რუნიმ.

ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების პირველ ორ შეხვედრას საფრანგეთთან და შვედეთთან, რუნი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა