ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევრო 2012. რუსეთმა იტალიას გადაურბინა

ევრო 2012. რუსეთმა იტალიას გადაურბინა

თუ ციურიხში გამართული ამხანაგური მატჩით ვიმსჯელებთ, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი რუსეთის ეროვნული ნაკრებია
რუსეთი-იტალია 3:0

რუსეთი (4-3-2-1): მალაფეევი (46. აკინფეევი) - ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, ჟირკოვი - შიროკოვი, ზირიანოვი, დენისოვი - არშავინი, ძაგოევი (85. კოკორინი) - კერჟაკოვი (63. პავლიუჩენკო).

იტალია (4-4-2): ბუფონი (46. დე სანკტისი) - მაჯო, ბარცალი, ბონუჩი, ბალცარეტი (54. ოგბონა) - პირლო (69. დი ნატალე), დე როსი (61. მოტა), მონტოლივო (61. ნოჩერინო), მარკიზიო - კასანო (68. ჯოვინკო), ბალოტელი.

გოლები: 1:0 კერჟაკოვი (60), 2:0 შიროკოვი (75), 3:0 შიროკოვი (89).

თუ ციურიხში გამართული ამხანაგური მატჩით ვიმსჯელებთ, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი რუსეთის ეროვნული ნაკრებია და არა იტალიის. მარტო შედეგში არაა საქმე, სლავებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს ფავორიტად შერაცხული მეტოქე და სრულიად სამართლიანად გაიმარჯვეს, თანაც, გამანადგურებელი ანგარიშით.

დიკ ადვოკაატის შეგირდებმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, თუმცა პირველშიც ჯობდნენ მეტოქეს და რომ არა ჯანლუიჯი ბუფონის თავგამოდებული თამაში, ანგარიში ანტრაქტამდეც გაიხსნებოდა. ამასთან, რუსებიც სცოდავდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და მომენტებიც უხვად გააფუჭეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ადვოკაატმა ახალი სქემა გამოსცადა და შეგირდები 4-3-2-1 ტაქტიკით ათამაშა.

ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი 63-ე წუთამდე ალეკსანდრ კერჟაკოვი იყო, შემდეგ კი რომან პავლიუჩენკო ჩაერთო თამაშში; სიღრმიდან ირჯებოდნენ ალან ძაგოევი და ანდრეი არშავინი; საყრდენი ხაზი კი შიროკოვმა, დენისოვმა და ზირიანოვმა გაამაგრეს. საგულისხმოა, რომ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა მხოლოდ სამი ცვლილება გამოიყენა და იქიდან ერთ-ერთი მალაფეევის აკინფეევით ჩანაცვლება გახლდათ.

როგორც ჩანს, ადვოკაატისთვის იტალიასთან თამაში უკვე გენერალური რეპეტიცია იყო.

ჩეზარე პრანდელიმ თამაში 4-4-2 სქემით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო... რეალურად, არც ერთმა გაამართლა და არც მეორემ - თუმცა, ტაქტიკა რა შუაშია, როდესაც ფეხბურთელებმა ვერ ივარგეს და, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში დაიჩაგრნენ.

განსაკუთრებულად მძიმე გამოდგა მეორე ტაიმი, რომელშიც აპენინელებმა სამი გოლი გაუშვეს და იქიდან ორი კურიოზული - გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ კურიოზული გოლები კრისტიან მაჯოსა და მორგან დე სანკტისის შეუთანხმებელ ქმედებებს მოჰყვა - არადა, ორივე ნეაპოლელია და მათი ასეთი შეუთამაშებლობა მით უფრო გასაკვირი გახლდათ.

მართალია, ასეთი თვალშისაცემი შეცდომები სხვებს არ დაუშვიათ, მაგრამ არც ბევრი დააკლეს... მაგალითად, ლეონარდო ბონუჩი მთელი თამაში დაბნეული დარბოდა, ანჯელო ოგბონამ კი სულ ორ-სამჯერ მიიღო ბურთი და ისე უხეშად მოეპყრა, რომ ვგონებთ, ევროპის ჩემპიონატზე მისი მოედანზე შეშვება ცოტა სარისკოა.

მოკლედ, იტალიამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ ამ გუნდისგან კონტინენტის პირველობაზე.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩეზარე პრანდელიმ შეგვახსენა, რომ იტალიის ნაკრებისთვის ეს მიჯრით მესამე მარცხი იყო.

მოვუსმინოთ "სკუადრა აძურას" დამრიგებელს: "ბოლო რვა თვეში მხოლოდ მესამე მატჩი გავმართეთ და მესამე მარცხი ვიწვნიეთ. იმედი მაქვს, რომ წაგებათა ლიმიტი ამოვწურეთ და ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა იტალიას ვიხილავთ.

მცველებმა მართლაც ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ პრობლემები ყოველთვის თავდასხმიდან იწყება - თუ ფორვარდები ნახევარმცველებს არ დაეხმარებიან, შემდეგ მცველებს უდიდესი ჯაფა ადგებათ, რასაც ვერ უძლებენ.

უამრავი ხარვეზი გვქონდა, რომლებიც აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ. შესაძლოა, დიდი ანგარიშით მარცხი წაგვადგეს კიდეც, რადგან მიწაზე დავეშვებით და არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ".

რთული სათქმელია, როდის აფრინდნენ იტალიელები ცაში, მაგრამ თუ ეს მარცხი მათ ობიექტურ რეალობაში დააბრუნებთ, შეგვიძლია დავეთანხმოთ კიდეც პრანდელის. ამხანაგურ შეხვედრაში შედეგი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარია, როგორ "აძურას" ვიხილავთ ევროპის ჩემპიონატზე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე