ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევრო 2012. ინგლისის ნაკრები. მეოთხე მსხვერპლი - გარი კეჰილი

ევრო 2012. ინგლისის ნაკრები. მეოთხე მსხვერპლი - გარი კეჰილი

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2012-ისთვის მზადების პირველი ეტაპი ბელგიასთან დენი უელბეკის გოლით მოგებული შეხვედრით დაასრულა
ამხანაგური მატჩი

ინგლისი-ბელგია 1:0

ინგლისი: ჰარტი, ჯონსონი, კეჰილი (ლესკოტი 19), ტერი (იაგიელკა 70), კოული, პარკერი, მილნერი, ჯერარდი (ჰენდერსონი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (უოლკოტი 66), იანგი (დეფო 66), უელბეკი (რუნი 53)

ბელგია: მინიოლე, ჟიიე, ვერტონგენი, სიმონსი, ვერმალენი, ფელაინი, მერტენსი (ლუკაკუ 72), ვიტსელი, დემბელე, აზარი, მირალიაში (შადლი 59)

გოლი: 1:0 უელბეკი (36)

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2012-ისთვის მზადების პირველი ეტაპი ბელგიასთან დენი უელბეკის გოლით მოგებული შეხვედრით დაასრულა.

როი ჰოჯსონის გუნდს მეტი ამხანაგური მატჩი დაგეგმილი აღარ აქვს. მწვრთნელმა ნორვეგიასთან მოგებული შემადგენლობა სერიოზულად შეცვალა და არც უნანია, რადგან შედეგი მაინც მიიღო - ინგლისმა კარგად ითამაშა. თუმცა კუნძულელებს ერთი უბედურება მაინც შეემთხვათ: მე-13 წუთზე დრის მერტენსთან შეჯახების მერე გარი კეჰილი ჯო ჰარტს დაეტაკა და ყბა სერიოზულად იტკინა.

მცირე დაზიანება მიიღო ჯონ ტერიმაც, მაგრამ მას სერიოზული არაფერი სჭირს. აი, კეჰილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს. ის შესაძლოა, მეოთხე ინგლისელი აღმოჩნდეს, ვინც ნაკრებს გამოაკლდება. დაზიანებების გამო აქამდე შეკრება ფრენკ ლემპარდმა, გარეთ ბერიმ და ჯონ რადიმ დატოვეს.

თამაში ბელგიელთა უპირატესობით დაიწყო. ბურთს ისინი უკეთ აკონტროლებდნენ. პირველად ანგარიშის გახსნის შანსი მაინც ინგლისელებს მიეცათ, როცა მე-8 წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მილნერის პასის შემდეგ ერთი შეხებით ზუსტად ვერ დაარტყა.

რამდენიმე წუთში ისევ 18 წლის არსენალელს შეეძლო გატანა, მაგრამ კვლავ არაზუსტად დაარტყა. მე-13 წუთზე კი მოხდა ის, რაზეც უკვე მოგახსენეთ. კეჰილთან ბრძოლაში მერტენსმა წესები დაარღვია და გოლი ისე გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა. "ჩელსის" ცენტრალური მცველისთვის თამაში ამით დასრულდა. მოედანზე მის ნაცვლად ჯოლეონ ლესკოტი გამოვიდა. 36-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი გავიდა. მომენტის გმირები "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავები აღმოჩნდნენ - ეშლი იანგის პასით დენი უელბეკმა გაიტანა.

თამაშის ბოლომდე უპირატესობას ინგლისელები ფლობდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ მეტის გატანა ვერ მოახერხეს. ბელგიას გათანაბრება შეეძლო, მაგრამ გიიომ ჟიიეს დარტყმა ძელს მოხვდა. ძელს მოარტყა ჯერმეინ დეფომაც. პრინციპში, სულ ეს იყო. მეტი აღსანიშნავი არაფერი ყოფილა.

მატჩის შემდეგ

როი ჰოჯსონი: "გარი კეჰილის მდგომარეობა ბევრად უფრო მეტად მაშფოთებს, ვიდრე ტერისა. იმედს ვიტოვებ, რომ რენტგენის სურათი ყბის მოტეხილობას არ დაადასტურებს და მისი უბედურება მხოლოდ გასიებული სახით შემოიფარგლება. თუკი მხოლოდ ეს იქნება პრობლემა, გარი შეძლებს ჩემპიონატზე თამაშს.

რაც შეეხება ტერის, ის შევცვალე, მაგრამ არა რაიმე სერიოზული პრობლემის გამო. მას მაინც გავაგზავნით მუხლზე გამოსაკვლევად. ყველაფერი ეს შეიძლება დაღლილობის ბრალიც იყოს".

უეინ რუნი: "დღეს უელბეკის თამაში ძალიან მომეწონა. საერთოდაც, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. დენისთვის ეს პირველი გოლია ნაკრების შემადგენლობაში. აშკარაა, "სანდერლენდში" 1-წლიანი იჯარა მას დიდად წაადგა, რადგან იქიდან "იუნაიტედს" ის უკვე ბრძოლებში გამობრძმედილი დაუბრუნდა.

დარწმუნებული ვარ, ინგლისის ნაკრები საფრანგეთისა და შვედეთის დამარცხებას შეძლებს. აუცილებელია, რომ ჩვენი თავისა გვჯეროდეს. თუკი ეს რწმენა არ არსებობს, მოედანზე გამოსვლას აზრი არ აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს

"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა