ქალებს შორის კიდევ უფრო საინტერესოდ მომდინარეობდა მოვლენები
ქალებს შორის კიდევ უფრო საინტერესოდ მომდინარეობდა მოვლენები. ისევე, როგორც მამაკაცები, შაბათს აქაც ბადის ქვედა ნაწილში მყოფი ჩოგბურთელები ასრულებდნენ მესამე წრეს.

აგრძელებს მეტოქეების განადგურებას მარია შარაპოვა, რომელიც ამ ეტაპზე მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

რუსმა სამ მატჩში მხოლოდ 5 (!) გეიმი წააგო. ამჯერად მისი მსხვერპლი გახდა ჩინელი შუაი პენგი, რომელსაც 2009 წელს პეკინში ჰყავს დამარცხებული მარია.

მაგრამ ამჯერად ბრძოლის არანაირი ნიშნები არ ჩანდა. რუსი ყველა კომპონენტში შესანიშნავი იყო - დაუშვა მხოლოდ რვა უნებლიე შეცდომა, დააგროვა 27 "ვინერსი" და 66 წუთში 6:2, 6:1 გაიმარჯვა.

რთული მატჩი ჩაატარა შაბათს მოქმედმა ჩემპიონმა ნა ლიმ. მანამდე ის შარაპოვას მსგავსად ანადგურებდა მეტოქეებს, კრისტინ მაკჰეილთან კი მოულოდნელად პრობლემები შეექმნა.

ჩინელმა პირველი სეტი, ძირითადად, საკუთარი შეცდომებით წააგო. მეორეში დაალაგა თამაში და ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი მესამე სეტმა გაარკვია, სადაც ლი უკვე ჩვეულ დონეზე თამაშობდა.

ამ დღეს ყველაზე საინტერესო მატჩი კაროლინ ვოზნიაცკისა და კაია კანეპის შორის გაიმართა. ესტონელმა აქტიურობის ხარჯზე თავიდანვე უპირატესობა მოიპოვა და პირველი პარტია ძალიან დამაჯერებლად მოიგო.

მეორე სეტის დასაწყისში ვოზნიაცკიმ ფსიქოლოგიური მდგომარეობა მსაჯებთან კამათით გაიუარესა.

კაროლინმა თამაში ბრეიკ-პოინტზე გააჩერა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მისმა მეტოქემ კორტს ააცილა ბურთი. მთავარმა მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა.

დანიელი დიდი ხანი კამათობდა მასთან და მიუთითებდა მცირე მანძილს ხაზსა და ბურთს შორის. ტელეგამეორებიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ ბურთი აუტში იყო, მაგრამ მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ვოზნიაცკიმ მას კვალიფიკაციის ამაღლება ურჩია.

მოშლილმა კაროლინმა ზედიზედ რამდენიმე გეიმი წააგო, მაგრამ, როცა კანეპის ერთი გეიმი აკლდა გამარჯვებამდე, მოულოდნელად ანერვიულდა. დანიელმა ორი მატჩბოლი მოიგერია, საბრძოლო განწყობაზე მოვიდა და ანგარიშის შემცირება დაიწყო. კარომ სამი ბრეიკი დაიბრუნა და სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო. როცა სეტებს შორის ანგარიში გათანაბრდა, კაიამ ისევ დაიწყო თავისი თამაშის ჩვენება და სწრაფად გაიჭრა წინ.

მაგრამ, როგორც კი გამარჯვებას მიუახლოვდა, ისევ აუკანკალდა ხელი. ესტონელმა მეოთხედ ვერ ჩააწოდა მატჩზე და მხოლოდ მეხუთე ცდასა და მეხუთე მატჩბოლზე გაიფორმა მერვედფინალში თამაში. ამ ეტაპზე ის არანჩა რუსს შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად დაამარცხა იულია გორგესი.

თუ მამაკაცთა ტურნირის აღმოჩენა დავიდ გოფენი გახდა, ქალებში ასეთია ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო. მან მესამე სეტის ბოლო გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 8:6 დაამარცხა ბოლო ორი როლან გაროსის ფინალისტი ფრანჩესკა სკიავონე.

სანამ მარია შარაპოვა დამაჯერებლად ანადგურებს თავის მეტოქეებს, მისი მთავარი კონკურენტები ნელ-ნელა ემშვიდობებიან როლან გაროსს.

სერენა უილიამსის მარცხის შემდეგ ტურნირის მეორე სენსაცია აღმოჩნდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ვიქტორია აზარენკას მარცხი დომინიკა ციბულკოვასთან - 2:6, 6:7(4).

სლოვაკს პირველ სეტში პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ მეორეში აზარენკას შეეძლო ანგარიშის გათანაბრება.

დაძაბულ ბრძოლაში ბელარუსი წინ გავიდა და 6:5-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ციბულკოვამ მორიგი ბრეიკით აღადგინა თანაფარდობა და ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა. ამ წაგებამ ვიქტორიას ერთი ჩოგანი შეიწირა.

ისე კი, ციბულკოვასთვის როლან გაროსზე წარმატებული გამოსვლა უცხო არ არის - 2009 წელს მან აქ ნახევარფინალში ითამაშა.

წინა წრეებში დამაჯერებელი თამაშის შემდეგ იტალიელ სარა ერანისთან ჩააგდო შეხვედრა როლან გაროსის 2009 წლის ჩემპიონმა სვეტლანა კუზნეცოვამ. რუსისთვის ეს მატჩი კატასტროფულად დაიწყო - მან საწყისი რვა გეიმი წააგო და 0:6, 0:2 ჩამორჩა.

მართალია, მეორე სეტში კუზნეცოვამ წინ გასვლა მოახერხა - 5:4, მაგრამ მორიგი გაქცევის საშუალება მისცა მეტოქეს.

იტალიელმა ზედიზედ სამი გეიმის აღებით მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა და მეოთხედფინალში გავიდა. არადა, აქამდე ერანი როლან გაროსზე მეორე წრეზე შორს არასოდეს გასულა. თან აქამდე კუზნეცოვასთან ექვსიდან ექვსი მატჩი ჰქონდა წაგებული. საინტერესოა, რომ წინა ეტაპზე სარამ როლან გაროსის კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი, სერბი ანა ივანოვიჩი გამოთიშა ბრძოლას.

გერმანულ ქალთა ჩოგბურთში მომრავლებულ ნიჭიერ მოთამაშეებს შორის აშკარად გამოიკვეთა ლიდერი - ანჟელიკ კერბერი, რომელმაც მორიგი ორსეტიანი მატჩი მოიგო.

ამჯერად ხორვატი პეტრა მარტიჩი დაამარცხა, რომელმაც აღიარა - პირველ სეტში გამოჩნდა, რომ შანსი არ მქონდაო. კერბერმა შარშანდელ ამერიკის ღია პირველობაზე ნახევარფინალამდე მიაღწია და ახლა აქვს ამ შედეგის გამეორების შანსი - ამისთვის მას მეოთხედფინალში სწორედ სარა ერანის ძლევა დასჭირდება.

დღის ბოლო მატჩში ლოგიკურად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა სამანტა სტოსურმა, თუმცა ავსტრალიელს გაუჭირდა 19 წლის ამერიკელი სლოუნ სტივენსის დამარცხება - 7:5, 6:4.

აღსანიშნავია, რომ სტოსურმა მეორე სეტში 5:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ორჯერ ვერ შეძლო მატჩზე ჩაწოდება. საერთო ჯამში, ავსტრალიელმა ხუთი ბრეიკი გააკეთა და სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. მას 16 "ვინერსი" და უფრო მეტი - 18 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

თამაში საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და სამანტამ კარიერაში პირველად დაამარცხა სტივენსი. მეოთხედფინალში ავსტრალიელი სლოვაკ ციბულკოვას შეხვდება.

III წრე

ნა ლი (ჩინ, 7)-კრისტინ მაკჰეილი (აშშ) 3:6, 6:2, 6:1; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:4, 7:5; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 14) 3:6, 6:3, 8:6; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ნინა ბრატჩიკოვა (რუს) 6:2, 4:6, 6:1; არანჩა რუსი (ჰოლ)-იულია გორგესი (გერ, 25) 7:6(5), 2:6, 6:2; კაია კანეპი (ესტ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 9) 6:1, 6:7(3), 6:3; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 22) 6:3, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 2)-შუაი პენგი (ჩინ, 28) 6:2, 6:1.

1/8-ფინალი

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 15)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) 6:2, 7:6(4); სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 7:5, 6:4; სარა ერანი (იტა, 21)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 26) 6:0, 7:5; ანჟელიკ კერბერი (გერ, 10)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა