ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საწყისი ორი ეტაპის წილისყრა 25 ივნისს გაიმართება
ბულგარეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ლუდოგორეცმა" შინ უშუალო კონკურენტს, სოფიის ცსკა-ს 1:0 სძლია, რისი წყალობითაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ამ ამბავს კი ქართულ ფეხბურთთან ის კავშირი აქვს, რომ "ლუდოგორეცის" ჩემპიონობამ საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონს" საშუალება მისცა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილი ყოფილიყო.

ეს კი მესამე რაუნდის საგზურის მოპოვების შანსს ერთიორად ზრდის.

განუთესაობის შემთხვევაში, "ზესტაფონი", რომელიც ჩემპიონთა ლიგაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, ისეთ კლუბებს შეიძლებოდა გადაჰყროდა, როგორებიც, მაგალითად, შვეიცარიული "ბაზელი", ბელგიური "ანდერლეხტი" ან შოტლანდიური "სელტიკი" არიან.

განთესილ "ზესტაფონს" კი სამი, შედარებით უხერხული სავარაუდო მეტოქე ჰყავს: "ჰაპოელ კირიათ შმონა" (ისრაელი), "მიოლდე" (ნორვეგია) და ზემოთ ნახსენები "ლუდოგორეცი".

დანარჩენი განუთესავების სია კი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ შთამბეჭდავია: "შემროკ როვერსი" (ირლანდია), "ჟელეზნიჩარი" (ბოსნია), "რეიკიავიკი" (ისლანდია), "ნიუ საინთსი" (უელსი), "ლინფილდი" (ჩრდ. ირლანდია), "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "ვალეტა" (მალტა), "ბუდუჩნოსტი" (ჩერნოგორია), "ფლორა" (ესტონეთი), "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), "შახტიორი" (ყარაღანდა, ყაზახეთი), "შკენდერბეუ" (ალბანეთი), "ვარდარი" (მაკედონია), "ულისე" (სომხეთი), "ტრე პენე" (სან მარინო), "ლუსიტანოსი" (ანდორა), "ტორსჰავნი" (ფარერები).

ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის სავარაუდო მეტოქეებზე მოგვიანებით ვისაუბროთ და ევროპის ლიგაზე გადავინაცვლოთ, სადაც პირველი ეტაპიდან ასპარეზობას რუსთავის "მეტალურგი" და ქუთაისის "ტორპედო" დაიწყებენ, საქართველოს თასის მფლობელი გორის "დილა" კი გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება.

"მეტალურგმა" შარშანდელი ევროასპარეზობით იმდენ ქულას კი მოუყარა თავი, რომ განთესილის სტატუსი მიეღო. შესაბამისად, საქართველოს ვიცე-ჩემპიონებს, დიდი ალბათობით, იოლი მეტოქე შეხვდებათ ამ ჩამონათვალიდან:

მტკ (უნგრეთი), "მეტალურგი" (მაკედონია), "შიაულიაი" (ლიტვა), "ზიმბრუ" (მოლდოვა"), "იუვასკულა" (ფინეთი), "ფლამურტარი" (ალბანეთი), "კლიფტონვილი" (ჩრდ. ირლანდია), "სანტა კოლომა" (ანდორა), "ლანელი" (უელსი), "კრუზეიდერსი" (ჩრდ. ირლანდია), "ჟენეს ეში" (ლუქსემბურგი), "მურა" (სლოვენია), "ცელიე" (სლოვენია), "დაუგავა" (ლატვია), "ზეტა" (ჩერნოგორია), "ვესტმანაიარი" (ისლანდია), "ტრანს ნარვა" (ესტონეთი), "ჰიბერნიანსი" (მალტა), "ფლორიანა" (მალტა), "აკურეირი" (ისლანდია), "ორდაბასი" (ყაზახეთი), "ჟეტისუ" (ყაზახეთი), "კალიუ" (ესტონეთი), "რუნავიკი" (ფარერები), "პორტდაუნი" (ჩრდ. ირლანდია), "გრევენმახერი" (ლუქსემბურგი), "განძასარი" (სომხეთი), "ჩელიკი" (ჩერნოგორია), "ეშენი" (ლიხტენშტეინი), "ტეუტა" (ალბანეთი), "ვიკინგური" (ფარერები), "სანტა კოლომა" (ანდორა), "დრუიდსი" (უელსი), "შირაქი" (სომხეთი), "ლა ფიორიტა" (სან მარინო), "ლიბერტასი" (სან მარინო).

პირველ ეტაპზე განუთესავი "ტორპედო" შეიძლება შეხვდეს როგორც ძლიერ, ასევე შედარებით სუსტ მეტოქეებს:

"ტვენტე" (ჰოლანდია), "ლეხი" (პოლონეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია), "ელფსბორგი" (შვედეთი), "კალმარი" (შვედეთი), "აქტობე" (ყაზახეთი), "სენტ პატრიქსი" (ირლანდია), "სტაბეკი" (ნორვეგია), "გომელი" (ბელარუსი), "სარაევო" (ბოსნია), "ბოჰემიანსი" (ირლანდია), "სენიცა" (სლოვენია), "ოსიეკი" (ხორვატია), "ჰაფნარფიორდური" (ისლანდია), "ლევადია" (ესტონეთი), "პიუნიკი" (სომხეთი), "დაჩია" (მოლდოვა), "ბაქი" (აზერბაიჯანი), "ბორაცი" (სლოვენია), "მეტალურგსი" (ლატვია), "ბანგორ სიტი" (უელსი), "დიფერდანჟი" (ლუქსემბურგი), "ჰონვედი" (უნგრეთი), "სუდუვა" (ლიტვა), "იაგოდინა" (სერბეთი), მიუპა (ფინეთი), "ტირანა" (ალბანეთი), "ოლიმპია" (სლოვენია), "რენოვა" (მაკედონია), "ინტერი" (აზერბაიჯანი), "რუდარი" (ჩერნოგორია), "კუოპიო" (ფინეთი), "შკენდია" (მაკედონია), "ბირკირკარა" (მალტა), "სტრეიმური" (ფარერები), "ხაზარი" (აზერბაიჯანი).

ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე სამივე ქართული კლუბი განუთესავი იქნება და, შესაბამისად, მათი ამოცანაც გართულდება. ამ რაუნდში სავარაუდო მეტოქეები არიან:

"ტვენტე" (ჰოლანდია), აპოელ (კვიპროსი), პაოკ (საბერძნეთი), "სპარტა" (ჩეხეთი), "ლეხი" (პოლონეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია), "ანორთოსისი" (კვიპროსი), "იანგ ბოიზი" (შვეიცარია), "პლზენი" (ჩეხეთი), "გენტი" (ბელგია), "ლეგია" (პოლონეთი), "ლევსკი" (ბულგარეთი), "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი), "მეტალურგი"(დონეცკი, უკრაინა), ცსკა (ბულგარეთი), "ელფსბორგი" (შვედეთი), "ანჟი" (რუსეთი), "ვიტესი" (ჰოლანდია), "რაპიდი" (რუმინეთი), "სლოვანი" (სლოვაკეთი), "ჰაიდუკი" (ხორვატია), "ბნეი იეჰუდა" (ისრაელი), "კალმარი" (შვედეთი), "რიდი" (ავსტრია), აიკ (შვედეთი), "ორჰუსი" (დანია), "ალესუნდი" (ნორვეგია), "მაქაბი ნეთანია" (ისრაელი), "სერვეტი" (შვეიცარია), "ადმირა" (ავსტრია), "აქტობე" (ყაზახეთი), "რუხი" (პოლონეთი), "სენტ პატრიქსი" (ირლანდია), "სპარტაკი" (ტრნავა, სლოვაკეთი), "ტრომსო" (ნორვეგია), "სტაბეკი" (ნორვეგია), "სლავენი" (ხორვატია), "გომელი" (ბელარუსი), "ვოივოდინა" (სერბეთი).

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საწყისი ორი ეტაპის წილისყრა 25 ივნისს გაიმართება, ევროტურნირები კი ივლისის პირველ რიცხვებში იწყება.

ჩემპიონთა ლიგა

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 3-4 და 10-11 ივლისი

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 17-18 და 24-25 ივლისი

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 31 ივლისი-1 აგვისტო და 7-8 აგვისტო

პლეი ოფი: 21-22 და 28-29 აგვისტო

ევროპის ლიგა

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: 5 და 12 ივლისი

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: 19 და 26 ივლისი

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: 2 და 9 აგვისტო

პლეი ოფი: 23 და 30 აგვისტო

ზესტაფონი, მეტალურგი - განთესილები, დილა, ტორპედო - განუთესავები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

hh
არსებობს სპეციალური რუკა ჩემპ.ლიგის და ევრ.ლიგის 2 და 1 საკვალიპიკაცია ეტაპებისთვის სადაც დაყოფილია ქვეყნები.. ზესტაფონი ვერც მიოლდეს შმონას ვერ შეხვდება.. ჩვენ ზონაში სომხეთი აზერბაიჯანია ყაზახეთია აქედან შეგვხვდება რომელიმე
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა