საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

ქვეყნის შარშანდელმა ჩემპიონმა, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის "ტულუზმა" ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" უმასპინძლა და 24:15 მოუგო.

სტუმრები ტულუზელებს თავგანწირვით ებრძოდნენ, მაგრამ ძალა მხოლოდ 52-ე წუთამდე ეყოთ. ამ დროისთვის უპირატესობას ვერცერთი ფლობდა და ანგარიშიც საყაიმო იყო - 15:15.

მასპინძლებმა, რომლებიც ორჯერ, ათ-ათი წუთით კაცნაკლულნი იყვნენ, მატჩის დასკვნით 20 წუთში შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა.

ულელოვო თამაშში ტულუზელთა შუამარბის, ლუკ მაკალისტერის ექვს საჯარიმოს მგეზავმა ლიონელ ბუქსიმ თითო საჯარიმო და არეკნი მიუმატა, რაზეც კასტრელებმა ოთხი საჯარიმოთი და ერთი არეკნით უპასუხეს.

გიორგაძეს, ბრეგვაძესა და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ.

ოცწლიანი შესვენების შემდეგ ფინალში გააღწია დავით ქუბრიაშვილისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა", რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად სტუმრად სძლია დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" - 15:12.

ისევე, როგორც "ტულუზისა" და "კასტრის" დაპირისპირება, ეს შეხვედრაც ულელოვო გამოდგა. ტულონელთა მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ხუთ საჯარიმოს "ვულკანების" ცხრა ნომერმა მორგან პარამ ოთხით უპასუხა.

მანვე მატჩის ბოლო წუთზე 48 მეტრიდან საჯარიმო ვერ გაიტანა, რაც საბედისწერო გამოდგა.

ქუბრიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ზირაქაშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს, ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა.

ფედერალ 1 დივიზიონში ფინალში გააღწია და ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ". პარიზელებმა ნახევარფინალის ორივე მატჩში შეძლეს დავით ბოლღაშვილის "ლილის" ძლევა.

პირველ შეხვედრაში, სტუმრად მინიმალური სხვაობით - 21:10 მოგების შემდეგ, "მასი" განმეორებითი მატჩის პირველ ნახევარშიც 9:3 დაწინაურდა, თუმცა მერე თამაშის ბოლო წუთებამდე 9:13-ს აგებდა. ჩვენებურთა გუნდმა ლელოს გატანა შეძლო და გზა ელიტური, მეორე დივიზიონისკენ გაიკაფა.

ნახევარფინალის მეორე წყვილში გიორგი ნემსაძისა და დიმიტრი ბასილაიას "ვალანს დაჟენი" ორივეჯერ დამარცხდა "კოლომიესთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველ შეხვედრაში ჩვენებურთა გუნდმა შინ წააგო 15:22 და განმეორებით შეხვედრაში სტუმრად წარმატების მიღწევის მიზერული შანსიღა რჩებოდა. ვალანსელებმა ბოლომდე შეუპოვრად იბრძოლეს, პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც ოთხი ქულის სხვაობით - 13:9.

თუმცა წარმატების განსავითარებლად "ვალანს დაჟენს" ძალა აღარ ეყო. მასპინძლებმა 61-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 19:19.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში კოლომიელებმა ორი საჯარიმო გაიტანეს და 25:19 მოიგეს. შესაბამისად, ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურიც მათ დარჩათ.

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯმა ვასილ კაკოვინმა, რომელიც მომავალ სეზონს ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" გაატარებს, ახლახან ოპერაცია გაიკეთა.

კაკოვინს ამის გამო ორთვენახევარი გაუცდება და შესაბამისად, ტულუზელთა საწვრთნელ შეკრებას დააკლდება.

აქედან გამომდინარე, ის შესაძლოა, ვერც ჩემპიონატის საწყის ტურებში ვიხილოთ მოედანზე.

შერკინების კიდევ ერთი ქართველი ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი კი ელიტური, პირველი დივიზიონიდან დაქვეითებული "ბრივის" ერთგული რჩება. მისი გადაბირება "სტად ფრანსესა" და "ბაიონს" სურდათ, მაგრამ ჩვენებურმა ისევ ბრიველთა რიგებში თამაში არჩია.

ფინალი: ტულუზი-ტულონი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა