"მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია კლუბში ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შესახებ ხმებს უარყოფს
სეზონის დასკვნით ნაწილში აქა-იქ ვრცელდებოდა ხმები, რომ "მერანის" ფინანსური მდგომარეობა გაუარესებული იყო და არც იმას გამორიცხავდნენ, მარტვილურ კლუბს მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში აღარ ეთამაშა.

მოარულ ხმებზე კომენტარი "მერანის" მთავარ მწვრთნელს, მალხაზ ჟვანიას ვთხოვეთ, რომელმაც მოვლენათა მსგავსი განვითარება გამორიცხა:

"დიდი ბიუჯეტი არც გასულ სეზონში გვქონდა, მაგრამ არსებობას ვახერხებდით. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ სეზონშიც ანალოგიური დაფინანსება გვექნება და უმაღლეს ლიგაში აუცილებლად ვიასპარეზებთ".

ჟვანიას კლუბის სატრანსფერო სიახლეებზე დავეკითხეთ. უკვე იცით, რომ "მერანის" ლიდერი ელგუჯა გრიგალაშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს, ანზორ სუხიაშვილმა კი რუსთავის "მეტალურგს" მიაშურა.

ახალი ამბავი ის არის, რომ მარტვილელთა გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი მანწკავა სომხეთში იმყოფება და სავარაუდოდ, კარიერას იქვე, "მიკაში" გააგრძელებს.

ჟვანიამ გვითხრა, რომ კლუბმა შეთანხმებას მიაღწია სხვა წამყვან ფეხბურთელებთან და ისინი "მერანში" დარჩებიან. 99-პროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტვილიდან არ წავლენ თორნიკე კაკუშაძე, გიგა ჟვანია, ვალერი იობაშვილი, გივი დიდავა და მეკარე ჯონი შეროზია.

რაც შეეხება "მერანის" უმთავრეს პრობლემას - მარტვილის სტადიონის რეაბილიტაციის საკითხი ჯერ კიდევ ღიადაა. კლუბის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის დასაძლევად რაიონის მუნიციპალიტეტთანაც გადის კონსულტაციას და თავადაც ცდილობს საამისო სახსრების გამოძებნას.

იმედია, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და მარტვილში თამაში აღარც "მერანის" მეტოქეებისთვის იქნება უსიამოვნო და აღარც - თვით "მერანისთვის".

მომავალი სეზონისთვის სამზადისზე საუბარი კი ჯერ ადრეა. უახლოეს დღეებში მხოლოდ ევროთასებზე მოასპარეზე ქართული კლუბები შეიკრიბებიან.

პრიორიტეტი სტადიონია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eeee
ესეთ სტადიონზე პირველ ლიგაშიც არ უნდა თამაშობდნენ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა