გორელთა გუნდს ევროთასებზე გულვერდ თომაშვილი და ირაკლი მოდებაძე დაეხმარებიან, გოჩა ხოჯავა კი დააკლდება

გორის "დილა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 5 ივლისს გამართავს. ასე რომ, გუნდს ნაადრევად მოუწევს შეკრების დაწყება და საკადრო საკითხების მოგვარება.

რა ცვლილებები მოხდა გუნდში, ამის თაობაზე "დილას" მწვრთნელი გია ცეცაძე გველაპარაკა:

"ვინ დატოვებს გუნდს, ეს მალე გახდება ცნობილი. ცხადია, ჩვენს მოთხოვნებს ყველა ვერ აკმაყოფილებს და რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობებაც მოგვიწევს, მაგრამ ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა და დაუზუსტებელ ამბავს ვერ გეტყვით".

სამაგიეროდ, "დილაში" ძალზედ სოლიდური მატებაა და აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონში გორელები ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან.

ჩვენი ინფორმაციით, გუნდთან კონტრაქტები გააფორმეს ფამაგუტსას "ანორთოსისისა" და საქართველოს ნაკრების მცველმა დავით კვირკველიამ და საბერძნეთის "ერგოტელისის" უკანახაზელმა გიორგი შაშიაშვილმა.

საქართველოშია და გუნდში ივარჯიშებს ყაზანის "რუბინის" 19 წლის ნახევარმცველი მიხეილ გორელიშვილიც.

დასახელებული სამეულის გარდა, ცნობილი იყო, რომ "დილაში" ითამაშებენ ფოთის "კოლხეთის" ნახევარმცველი ლაშა გვალია და "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი.

მაგრამ ეს სრული სია არ გახლავთ. ცეცაძის თქმით, მომდევნო სეზონში "დილაში" ვიხილავთ თბილისის "დინამოს" მცველს გულვერდ თომაშვილსა და რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელს ირაკლი მოდებაძეს.

"დილას" ახალწვეულებიდან ყველაზე ნაკლებად ქართველი გულშემატკივარი მიხეილ გორელიშვილს იცნობს. გორელიშვილი რუსეთის მოქალაქეა, წელს დუბლების ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა. არის რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაშიც ოფიციალური შესარჩევი მატჩები აქვს ჩატარებული.

ცეცაძემ სხვა სიახლეებიც გვითხრა:

"სასიხარულოა, რომ გუნდის ბირთვი შენარჩუნებულია და ყველა წამყვანი მოთამაშე, მინიმუმ, ევროპის ლიგაზე "დილაში" ითამაშებს.

გამონაკლისია გოჩა ხოჯავა, რომელიც ბოლო ტურებში ტრავმირებული თამაშობდა. გოჩას მენისკის ოპერაცია ესაჭიროება და სამწუხაროდ, რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს. ოპერაციას კი გერმანიაში გაიკეთებს.

7 და 8 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 9-იდან თბილისში მოვემზადებით, მაგრამ სად, ამას მალე შეიტყობთ. 14 ივნისს კი ავსტრიაში მეორე შეკრების გასავლელად გავემგზავრებით".

რუბინის თავდამსხმელი გორში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან

რამდენიმე თვის წინ იცოდა ყველამ, რომ თასი გორის "დილას" უნდა მოეგო!

kuntmagari qartleli
NIGHT არ მიაქციო ყურადღება jorj თუ ბალანჩივაძე, შურიანებს რა დალევს. პოლიციის დილაა თუ ბიძინისტების დილაა, მტავარია ქართულია და უნდა გიხაროდეს ჯიგარო jorj. არ გინდა თუ ძმა ხარ რა..................
NIGHT
მაგარი გუნდი გვეყოლება რა იყო ჯორჯ რა გაწუწუნებს გეშინია რამის
jorj
გორის დილაა თუ პოლიციის დილაა ეს გუნდი ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა