საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი გრანდიოზულ სკანდალში გაეხვა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი პატრის ევრა გრანდიოზულ სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც სერბეთთან შეხვედრის მიმდინარეობისას სათადარიგოთა შორის მჯდარმა ეროვნული გუნდის მაისურა, როგორც პირსახოცი, ისე გამოიყენა და ოფლი მეტისმეტად პიკანტურ ადგილებში მოიწმინდა.

ეპიზოდი მავანმა გულშემატკივარმა ვიდეოკამერით გადაიღო და თამაშის მეორე დღეს იუთუბზე ატვირთა, რის შემდეგაც ის სოციალური ქსელების საშუალებით უსწრაფესად გავრცელდა.

ფრანგულმა გამოცემა le10sport.com-მა დაწერა: "ეს გულისამრევი იყო. ეს ჟესტი ნამდვილად იმის დადასტურება იყო, რომ ფეხბურთელს ოდნავი პატივისცემაც არ აქვს ფრანგული ფერებისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მას მხარს უჭერს.

ძალიან გვინდა ვიცოდეთ, იკადრებს თუ არა ევრა იმავეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით. მისი პოპულარობა ბოლო თვეების განმავლობაში ისედაც კლებულობს და ეს სამარცხვინო საქციელი ამ სიტუაციას უკეთესობისკენ ნამდვილად ვერ შეცვლის".

ჟურნალისტებმა ფეხბურთელთან დაკავშირებაც სცადეს, მაგრამ პატრისმა თემაზე ლაპარაკი სასტიკად იუარა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების შუახაზელმა იან მ'ვილამ იმავე სერბეთთან შეხვედრის დებიუტში ფეხი იტკინა, მაგრამ ლორან ბლანმა მის ნაცვლად შეკრებაზე სხვა ფეხბურთელის გამოძახებაზე უარი თქვა და მ'ვილას დრო მისცა ტრავმის მოსაშუშებლად.

ექიმების განცხადებით, ფეხბურთელს "კუნთი საშუალოდ აქვს დაჭიმული და რაც მთავარია, დამატებითი გართულებების გარეშე".

შესაბამისად, "რენის" 21 წლის ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ჯგუფური ეტაპის მეორე ტურშივე შეძლებს. აი, 11 ივნისს ინგლისთან მისი დაპირისპირება კი საეჭვოა, რისი დიდი იმედიც ჰქონდა ეროვნული გუნდის თავკაცს.

"სქაი სპორტსმა" ლორან ბლანს ინტერვიუ სთხოვა, სადაც "სამფეროვანთა" დამრიგებელმა თავისი შეგირდების პოტენციალზე ილაპარაკა.

აი, რას ამბობს ის: "ჩემპიონატის დაწყებამდე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სერბეთთან შეხვედრამ გვიჩვენა, რომ ფიზიკური ფორმის პიკში ჯერ არ ვართ. პირველი 60 წუთის განმავლობაში გუნდმა ძალიან მრავალფეროვნად ითამაშა, განსაკუთრებით, შეტევაში. მერე კი მოუკლო.

ბოლო 15 წუთი კი უკვე ძალიან გვიჭირდა. ინგლისთან თამაშზე უკვე ვფიქრობ. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან რთული თამაში გვექნება. ვიცი, რომ ჰოჯსონის გუნდს დიდი პრობლემები აქვს, განსაკუთრებით, ტრავმირებულთა მხრივ, მაგრამ ასეთები ჩვენც გვყავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა