საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ევრო 2012-ის დღეებში ფეხბურთელებს კონფიდენციალურობის დაცვისკენ მოუწოდა
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეებს ევროპის ჩემპიონატის დროს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალა.

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ფეხბურთელებს ეს გადაწყვეტილება უკვე აცნობა და კონფიდენციალურობის დაცვისკენ მოუწოდა.

"ვალდებულნი ხართ, კონფიდენციალურობა შეინარჩუნოთ. ეს პირდაპირ ეხება სოციალურ ქსელებს - ტვიტერს, ფეისბუქს, ბლოგებს. ევროპის ჩემპიონატის ჩატარების დროს უკიდურესად თავშეკავებულნი უნდა იყოთ. პირადი ჩანაწერები შესაძლოა ამა თუ იმ განწყობას ასახავდეს, რომელსაც მასმედიის საშუალებები უმალ მოეჭიდებიან", - ახსნა ბლანმა.

მოთამაშეებს ინტერნეტში საკუთარ პერსონალურ გვერდებზე რაიმე ფოტოსურათის გამოქვეყნებაც აეკრძალათ.

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჰატემ ბენ არფამ თქვა, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა, "სამფეროვანთა" თავკაცმა ფეხბურთელებს ბუნებრივობა მოსთხოვა.

"მწვრთნელმა გვთხოვა, გუნდის ცხოვრებიდან არაფერი გავახმაუროთ, მაგრამ ამავე დროს, ბუნებრივობა შევინარჩუნოთ", - თქვა ბენ არფამ.

ევრო 2012-ის დროს სოციალური ქსელებით სარგებლობა დანიის და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებსაც აუკრძალეს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა