"ბრილიანტის ლიგის" რომის ეტაპიდან ორი დღის თავზე კომერციული სერია ამერიკის ქალაქ იუჯინში გაგრძელდა
"ბრილიანტის ლიგის" რომის ეტაპიდან ორი დღის თავზე კომერციული სერია ამერიკის ქალაქ იუჯინში გაგრძელდა.

აქ ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. ნაჩვენები იქნა ბევრი მაღალი შედეგი, 110 მეტრზე თარჯრბენში კი კინაღამ მსოფლიოს რეკორდი დამყარდა.

ბარიერულ სპრინტში ყველა უძლიერესი უნდა შეკრებილიყო, მაგრამ მსოფლიოს რეკორდსმენმა დაირონ რობლესმა ვიზის გაფორმება ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, სასტარტო ოქმში ვიხილეთ ჯეისონ რიჩარდსონი და ლიუ სიანი.

ჩინელმა ცოტა ხნის წინ კარგი დრო აჩვენა შანხაიში, იუჯინში კი კიდევ უფრო უკეთ გამოვიდა. ჩინელმა კარგი სტარტი აიღო, იდეალური ტექნიკა აჩვენა და უძლიერესი ფინიშიც ჰქონდა. თავიდან ტაბლოზე 12.89 დაწერეს, შემდეგ კი ორი მეასედი ჩამოაკლეს - 12.87, რაც რობლემის რეკორდის გამეორებაა.

თუმცა ლიუ ვერ გახდება რეკორდის თანამფლობელი, რადგან ზურგის ქარის სიჩქარე წამში 2.4 მეტრს უდრიდა.

მამაკაცებს შორის 100 მეტრზე სპრინტში მაღალი შედეგი არ დაფიქსირებულა. ჯასტინ გეტლინმა მოიგო შედეგით - 9.90 წამი, თუმცა ზურგის ქარი იყო მაღალი (+1.3 მ/წმ). ორი დღით ადრე ბოლტმა 14 მეასედი წამით უკეთესი დრო აჩვენა.

ორჯერ უფრო გრძელ დისტანციაზე მოიგო უოლეს სპირმონმა, ოღონდ ძლიერი კონკურენტები არ ჰყოლია. სამაგიეროდ, წარმომადგენლობითი იყო 200 მეტრი ქალებს შორის, სადაც მოიგო ელისონ ფელიქსმა. მსოფლიოს ჩემპიონმა კარმელიტა ჯეტერმა კი მხოლოდ მეხუთე დრო აჩვენა.

მცირე დრამა გათამაშდა მამაკაცებს შორის 400 მეტრზე. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კირანი ჯეიმსმა სტარტი ადრე დაიწყო და მას წითელი ბარათი უჩვენეს. ბოლო მომენტში ორგანიზატორებმა შეამჩნიეს, რომ კირანის სტარტის ადგილას რაღაც წესრიგში არ იყო და ჩემპიონი სარბენ ბილიკზე დააბრუნეს.

ძირითადი ბრძოლა მასსა და ლაშოუნ მერიტის შორის შედგა, ჯერემი უორინერი კი ჯერ მზად არ არის მათთან საბრძოლველად. ბოლო მეტრებზე ლაშოუნმა მოუგო კირანის, რომელსაც მოგვიანებით მაინც მისცეს დისკვალიფიკაცია.

იმავე 400 მეტრზე შესანიშნავი შედეგი იქნა ნაჩვენები ქალებს შორის: ერთბაშად შვიდმა სპორტსმენმა დააფიქსირა სეზონში საუკეთესო დრო. პირველზე კი სანია რიჩარდსი გავიდა შედეგით - 49.39 წამი. სამეულში მოხვდნენ ამანტლ მონტშო და ნოვლენ უილიამს-მილსი.

საერთო ჯამში, იუჯინში ცხრა დისციპლინაში დაფიქსირდა სეზონის საუკეთესო შედეგი. სეზონი შვიდ ივნისს ოსლოში გაგრძელდება, ორი დღის შემდეგ კი გაიმართება "ბრილიანტის ლიგის" ეტაპი ნიუ იორკში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა