ქალთა მერვედფინალური ეტაპი კი მორიგი სენსაციით დასრულდა - ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი ნა ლი
ქალთა მერვედფინალური ეტაპი კი მორიგი სენსაციით დასრულდა - ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი ნა ლი.

ჩინელი რუსული წარმოშობის ყაზახს, კლასიფიკაციის 142-ე ნომერს იაროსლავა შვედოვას ხვდებოდა.

პირველ პარტიაში ლი კარგად აწვდიდა და უკანა ხაზზეც შესანიშნავად თამაშობდა, რამაც ლოგიკური შედეგი მოიტანა - 6:3, მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული, თანდათან ყველაფერი შეიცვალა - იაროსლავა უფრო თამამად ათამაშდა, შეტევას უმატა, ნა ლი ძველ დონეზე დარჩა.

ამ ყველაფერმა კი ის გამოიწვია, რომ მეორე პარტიაში 2:2-იდან მოყოლებული, შვედოვამ ზედიზედ 10 გეიმი აიღო და 3:6, 6:2, 6:0 მოიგო. ნა ლიმ 41 უნებლიე შეცდომით დაასრულა შეხვედრა.

აქამდე შვედოვა წყვილთა თამაშის სპეციალისტად მიიჩნეოდა - მან ამერიკელ ვანია კინგთან ერთად 2010 წელს უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის წყვილთა თანრიგი მოიგო. შემდეგ იყო ტრავმა, რომელმაც შვედოვას 2011 წელი თითქმის მთლიანად გამოატოვებინა და ჩოგბურთელი რეიტინგის TOP200-იდან გავარდა.

ამ როლან გაროსზე შვედოვა ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა და მეოთხედფინალს მიაღწია.

ასეთი რამ "დიდი სლემის" ტურნირების ისტორიაში მეცხრედ მოხდა. ყაზახის შემდეგი მეტოქე პეტრა კვიტოვა იქნება, რომელმაც ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო გაანადგურა - 6:2, 6:1.

რაც შეეხება ნა ლის, მას გაუჭირდა "დიდი სლემის" ტურნირის გამარჯვებულის მძიმე ტვირთის ტარება.

შარშანდელ როლან გაროსზე გამარჯვების შემდეგ ჩინელს დღემდე ტურნირი არ მოუგია და მხოლოდ ორ ფინალში ითამაშა.

წინა მიმოხილვაში დავწერეთ, რომ მარია შარაპოვა ქალთა ტურნირის მთავარი ფავორიტია, მაგრამ გუშინდელი თამაშით, რომელიც რუსმა ჩეხ კლარა ზაკოპალოვას წინააღმდეგ აჩვენა, უფრო დიდ მიზნებზე ფიქრი გაუჭირდება.

მარიამ 3 საათსა და 11 წუთში 6:4, 6:7(5), 6:2 მოიგო. მას დასჭირდა 16 წუთით მეტი დრო, ვიდრე წინა სამ შეხვედრაში და 8 გეიმით მეტი წააგო, ვიდრე იმავე სამ განვლილ მატჩში.

ბევრ სათამაშო კომპონენტში ზაკოპალოვამ აჯობა რუსს: ხუთით ნაკლები ორმაგი შეცდომა დაუშვა (7-12), ექვსით მეტი "ვინერსი" ჰქონდა (44-38) და ბადესთან მეტი ქულა აიღო. მაგრამ შარაპოვას ოდნავ უკეთესი ჰქონდა პირველი მოწოდება. გარდა ამისა, მეტი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და უფრო მეტი გეიმი მოიგო მეტოქის მოწოდებაზე.

საერთო ჯამში კი ორივე საშინლად თამაშობდა საკუთარ გეიმებში: ზაკოპალოვამ 9 ბრეიკი გააკეთა, შარაპოვამ - 12. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჯამში გათამაშებული 31 გეიმიდან 21-ში ბრეიკი დაფიქსირდა.

დაბოლოს, ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ქალთა ბადეს ეხება. ნა ლის გამოვარდნა იმას ნიშნავს, რომ როლან გაროსს ახალი ჩემპიონი ეყოლება - დარჩენილი 8 ჩოგბურთელიდან აქამდე საფრანგეთის ღია პირველობა არავის მოუგია.

1/8-ფინალი

იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-ნა ლი (ჩინ, 7) 3:6, 6:2, 6:0; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:2, 6:1; კაია კანეპი (ესტ)-არანჩა რუსი (ჰოლ) 6:1, 4:6, 6:0; მარია შარაპოვა (რუს, 2)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:4, 6:7(5), 6:2.

1/4-ფინალი

ციბულკოვა (15)-სტოსური (6); ერანი (21)-კერბერი (10); შვედოვა (ყაზ)-კვიტოვა (4); კანეპი-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა