ევროთასების მატჩებს გორის "დილა" და რუსთავის "მეტალურგი" თბილისში გამართავენ, "ზესტაფონი" - თურქეთში?
როგორც ჩანს, უეფამ ლიცენზირების პირობები მართლაც გაამკაცრა. თუ შარშან ქართულ კლუბებს ევროთასების საწყის ეტაპზე საკუთარ სტადიონებზე მასპინძლობის უფლება დართო, ახლა ეს ფუფუნება ბევრს მოაკლდება.

მაგალითად, გორის "დილას" სტადიონი ჯერ კიდევ განახლების პროცესშია. კლუბის დირექტორის, ზურაბ დალაქიშვილის თქმით, ევროთასებამდე დასავლეთ ტრიბუნის აშენებაც დასრულდება და წესით, სტადიონმა უეფას მინიმალური მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.

მაგრამ უეფას მხოლოდ დაპირება არ აკმაყოფილებს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა "დილას" მოსთხოვეს, რომ ევროპის ლიგის მატჩების მასპინძლობისთვის დასრულებული სტადიონის კანდიდატურა წარედგინათ.

არადა, გვახსოვს, რუსთავის "მეტალურგს" საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება ისე დართეს, რომ "ფოლადზე" ჯერ კიდევ მშენებლობა მიმდინარეობდა.

სხვა რა გზაა, გორელები ევროპის ლიგის საშინაო მატჩ(ებ)ს მშობლიური ქალაქის ნაცვლად, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

დაუსრულებელს ვინ ჩივის, რუსთავის "მეტალურგს" კოხტა და მოწესრიგებული სტადიონი დაუწუნეს: ადრე იქ ევროპის ლიგის საწყისი ორი ეტაპის მატჩებს მაინც მასპინძლობდნენ. ახლა კი გუნდს პირველი ეტაპის მასპინძლობის უფლებაც არ დართეს და სავარაუდოდ, "მეტალურგიც" თბილისში ითამაშებს.

სამაგიეროდ, პრობლემა არ შეექმნება "ტორპედოს" და ევროპის ლიგის სამივე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებს ქუთაისში ჩაატარებს.

"ზესტაფონს" კი "დავით აბაშიძეზე" საწყისი ორი ეტაპის ჩატარების უფლება აქვს. რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, გამოდის, რომ ზესტაფონელები საყვარელი გუნდის მხოლოდ ერთ საშინაო შეხვედრას იხილავენ.

"ზესტაფონი" თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს, აქ უკვე საქმე ძალზედ რთულად იქნება.

" ჯერ კიდევ გაურკვეველია, უეფა ჯგუფური ეტაპის მატჩების მასპინძლობის უფლებას ქართულ სტადიონებს მისცემს თუ არა. იყო კიდეც ლაპარაკი, რომ წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, შესაძლოა, "ზესტაფონმა" თურქეთში ითამაშოს", - ამბობს "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

pirkusha
კი მაგრამ რა თურქეთი, დინამოს სტადიონზეც არ ათამაშებენ? თუ ეგეც აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს???
maxo
უბედური სააკოვი ენა წინ გაურბის წკუა უკან რცება .სად ფეხბურტი სად სტადიონი.ჯერ სტადიონები ააგეტ მერე ილაპარაკეტ ფეხბურტზე ტქვე უვიცებო.
odala
10 წელია გაიძახიან ნაცები ამდენი სტადიონი აშენდება, იმდენი აშენდებაო და როგორც ჩანს 1 არა გვაქვს ნორმალური. ფეხბურთელებს ემდურებიან კიდევ და გულშემატკივარს? მსაჯებს? ჩ-ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდეს გუნდი, სტადიონი არ არის წესიერი მთელ ქვეყანაში სადაც ქართული გუნდი ითამაშაებს. და ამათ უნდათ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა?!
giorgi
რა თურქეთი, რის სომხეთი?! ევროპის ჩემპიონატი გვაქვს გასამართავი! განაცხადი ხომ შევიტანეთ?
KK
რა არის კარგი ვარიანტი ერთი ნორმალური სტადიონი რომ არ გვაქვს? სირცხვილია ესეთი რაღაც არ ყოფილა არსად რა უნდათ თურქეთში რა ქვეყანაც გვაქვს იგივეა ფეხბურთიც
mana
თურქეთი კაი ვარიანტია, მაგრამ მთავარია გავიდეთ ჯგუფურზე..........
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა