სანდრო შახოვი: "ეს არავის გაუკვირდება, რადგან მეოთხე ადგილი "დინამოსთვის" დიდი წარუმატებლობა იყო"
გასული სეზონის დასრულებამდე "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის მნიშვნელოვან განახლებაზე ალაპარაკდა, მოთამაშეთა მნიშვნელოვანი ჯგუფი დაგვტოვებსო.

პირველი სიგნალი გულვერდ თომაშვილის გორის "დილაში" გადასვლა აღმოჩნდა, რომელიც, ერთი შეხედვით, თბილისელთა შეუცვლელი მოთამაშე იყო და ცხადი გახდა - ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში ცვლილებები დაიწყო.

თბილისის "დინამოში" მოსალოდნელ სიახლეებზე გუნდის გენერალური დირექტორი სანდრო შახოვი გველაპარაკა:

- ცვლილებები ნამდვილად იგეგმება და ეს არავის გაუკვირდება, თუ დასრულებულ ჩემპიონატში გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს გავითვალისწინებთ. ცხადია, მე-4 ადგილი "დინამოსთვის" დიდი წარუმატებლობა იყო.

- როგორც ჩანს, ამას საქმისადმი ფეხბურთელების დამოკიდებულებას მიაწერთ...

- გარკვეულწილად, ასეც არის, მაგრამ წარუმატებლობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება და მხოლოდ ერთის გამოყოფა რთულია. ჩვენ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ და ალბათ, გუნდის დატოვება ფეხბურთელების გარკვეულ ნაწილსაც მოუწევს. ბუნებრივია, მოვლენ ახლებიც და გუნდი განახლდება. თუმცა, არ მინდა მოვლენებს დავასწრო, ცვლილებებს უახლოეს პერიოდში პრეზენტაციიდან შეიტყობთ.

- შეეფერება თუ არა სიმართლეს ცნობა, თითქოს "დინამოდან" გოგიტა გოგუა მიდის?

- ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ. ჩვენ ბევრი ფეხბურთელის კონტრაქტსა და ტრანსფერზე ვმუშაობთ.

- და ვის დაიმატებთ?

- მრავალი ვარიანტი განიხილება, მაგრამ ვის დავიმატებთ, უპირველესად, ახალ მთავარ მწვრთნელზე და ცხადია, ჩვენთვის საინტერესო მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული. ყველაფერი შეკრების დროს გადაწყდება. სამწუხაროდ, ევროთასებზე ვერ გავედით და ახლა მოსამზადებლად ძალიან დიდი დრო გვაქვს. ამიტომ ამ კუთხით არ ვჩქარობთ და ყველას საკითხს დეტალურად შევისწავლით.

- გიორგი ლორიამ "დინამო" უკვე დატოვა?

- ვმუშაობთ, ფეხბურთელის ინტერესიც რომ დაკმაყოფილდეს და კლუბისაც. მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება, ცხადია, მაშინვე განვაცხადებთ.

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ ამჟამად არც არავინ მოსულა და არც არავინ წასულა? მაგალითად, გორის "დილაში" დაგვიდასტურეს, რომ თომაშვილი ამ კლუბის ფეხბურთელი გახდა...

- ჯერ ვერაფერს დაგიდასტურებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი

უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა

თბილისის "დინამო" - ანტირეკორდების სეზონი და დახარჯული მილიონები

Alex
საქართველოს ჩემპიონატის ნახევარზე მეტი გუნდი უფულოდ არის და რომელი გვაჩვენებს შედეგს ქალბატონო ირინა? ბატონო გიორგი გეთანხმებით 100%
gio
ფულით საქმე არ კეთდება???? აბა უფულოდ გაკეთებული საქმე ვინმემ მაჩვენოს, შეცდომებს ყველა უშვებს... ირინა შენ სოფლელს და პროვინციელს ეძახი ფიფიას მართალი ხარ იცი შენ პროვინციელი და სოფლელი ხარ. ადამიანი მაჩვენე ვინც სოფლიდან არ მოდის. მაგრად გეშლებათ ქალბატონო. ვკითხულობ და მხოლოდ შურიანი და ბოღმა ხალხის ნაწერებია 3 ან 4 ნორმალური საღად მოაზროვნე ადამიანის კომენტარს თუ წაიკითხავ.
irina
რომან ფიფიამ იმხელა შეცდომები დაუშვა მთელი სეზონის მანძილზე რომ ეჭვი მეპარება რამე ეშველოს დინამოს სანამ ასეთი უვიცი ,პროვინციელი და თავისთავში უაზროდ შეყვარეული ხელმძღვანელი ეყოლება. დინამო 2013 წელსაც მე-4 ადგილს დაიკავებს და აღარც დამწყდება გული ისე დაშალა და გააუბედურა ფეხბურთებელი და ის ადამიანები ვისაც მართლა უნდოდა დინამოს წარმატება,მარტო ფულით საქმე არ კეთდება რომანიკო! მოთმენის კულტურა უნდა გქონდეს და სიტყვის კაცი უნდა იყო!!! რასაც შენ ვერასდროს ვერ მიაღწევ!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა