სერია A-ს IV ტური შუა კვირაში იმართება, ცხრა შეხვედრა დღეს შედგება, ერთი კი ხვალ. განსაკუთრებულ ინტერესს ტრადიციულად გრანდთა პაექრობები იწვევს და ასეა ამ შემთხვევაშიც - "მილანი" "ლაციოს" ესტუმრება და ჩვენც სწორედ რომაული ჯახით დავიწყოთ.

სერია A-ს IV ტური შუა კვირაში იმართება, ცხრა შეხვედრა დღეს შედგება, ერთი კი ხვალ. განსაკუთრებულ ინტერესს ტრადიციულად გრანდთა პაექრობები იწვევს და ასეა ამ შემთხვევაშიც - "მილანი" "ლაციოს" ესტუმრება და ჩვენც სწორედ რომაული ჯახით დავიწყოთ.

"ლაციო" კარგ ფორმაშია, მიჯრით მოიგო თამაშები და ცხრილის ზედა ნაწილში აინაცვლა - შესაბამისად, არც თუ ოპტიმალურ ფორმაში მყოფ "როსონერის" წესით უნდა გაუჭირდეს, მაგრამ აბა "მილანს' რას გაუგებ? - შეიძლება საკუთარ მოედანზე დამარცხდეს ჩემპიონატის აუტსაიდერთან, მაგრამ მომდევნო პაექრობაში რთული გასვლითი მატჩი დამაჯერებლად მოიგო. თანაც, "ლაციოსთან" მილანელებს ძალიან კარგი ისტორია აქვთ - როგორც წესი, ამარცხებენ მეტოქეს და ხშირად, დიდი ანგარიშითაც. ვნახოთ, რა იქნება ამ შემთხვევაში. ერთი კი ცხადია, ბოლო წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, მასპინძლებს გულშემატკივრებისგან მხურვალე მხარდაჭერა ექნებათ. ამაზე იმად გავამახვილეთ ყურადღება, რომ იტალიაში გულშემატკივართა მხარდაჭერით და სავსე ტრიბუნებით, არც ერთი გუნდი არ არის განებივრებული - დიახ, არც ერთი.

მასიმილიანო ალეგრის უკვე ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ სეზონი სულ ახალი დაწყებულია. "მილანის" თავკაცი ტაქტიკის შეცვლას არ აპირებს და რომშიც სამი თავდამსხმელით შეუტევს. ფლანგებიდან რობინიო და რონალდინიო გაირჯებიან, ცენტრფორვარდის ფუნქციებს კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეასრულებს. ამჯერად, სათადარიგოთა სკამზე დარჩება ფილიპო ინძაგი და საჭიროების შემტხვევაში ჩაერთვება თამაშში. ალეშანდრე პატოს რომ ტრავმა აქვს, კარგად მოგეხსენებათ და ამ თემაზე აღარ შევჩერდებით. ნახევარდაცვაში კევინ პრინს ბოატენგი უნდა ვიხილოთ, რომელიც როგორც ჩანს ნელნელა იკედებს ფეხს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მასთან ერთად, "როსონერის" შუა ხაზი გაცილებით უფრო მოძრავი, სწრაფი და მობილურია. მასიმო ამბროზინი კვლავაც ტრავმირებულია, ჯენარო გატუზოს სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ეთმობა, ბოატენგის მხარდამხარ კი სავარაუდოდ ანდრეა პირლოს და კლარენს ზეედორფს ვიხილავთ. ამ უკანასკნელს წინა ტურში "მილანის" გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს - ძალიან ნელა მოქმედებდა, არაერთხელ შეაყოვნა წრაფი იერიში და ხშირ შემთხვევაში, ბურთს აქეთ-იქით ათრევდა. მოკლედ, ზემ ტიფოზები აღაშფოთა და სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე...

რომაელთა ბანაკში კარგი ატმოსფეროა - გუნდმა სამიდან ორი თამაშის მოგება მოახერხა და თითქოს ამბიციები მოეძალა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სწორედ საწყის ტურებში უნდა დარწმუნდე, გადარჩენისთვის იბრძოლებ თუ ევროსაგზურის მოსაპოვებლად? - ჯერ თუნდაც ასეთი დასკვნის გამოტანა ნაადრევია, მაგრამ მოპოვებულ ექვს ქულას უფრო ცხრილის ზედა ნაწილისკენ მივყავართ და ბუნებრივია, "ლაციოს" გულშემატკივრებს ეს ძალიან ახარებთ. ერთი ეგ არის, რომ ედი რეაია ვერაფრით ჩამოყალიბდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და ეს ფეხბურთელთა არასტაბილური ასპარეზობით გახლავთ განპირობებული. ერთ თამაშში რომ ტომაზო როკი გამოიჩენს თავს, მეორეში სერჯო ფლოკარი დგას მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად, რეიას არჩევანის გაკეთება უჭირს. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ამჯერად, შეტევის წინა ხაზზე სწორედ ფლოკარი გაირჯება, მის უკან კი ერნანესი და სარატე იმოქმედებენ. "ლაციოს" თავკაცი მიიჩნევს, რომ დაცვაში ჩაჯდომა მისი გუნდისთვის დამღუპველი იქნება:

"თუ მოედნის ცენტრს "მილანს" დავუთმობთ და დაცვაში ჩავჯდებით, აუცილებლად დავისჯებით. ამიტომ, თამაშს რადიკალურად განსხვავებული სტრატეგიით ვაპირებთ. ნამდვილად შეგვწევს იმის ინარი, რომ მოედნის ცენტრის მოსაპოვებლად ვიბრძოლოთ და მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მოძრავი და მობილური ნახევარდაცვა გვყავს ვიდრე "მილანს" და არ გვაქვს საიმისოდ საქმე, რომ ცენტრი განგებ დავთმოთ".

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-3-2-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ - ბროკი, ლედესმა, მაური - სარატე, ერნანესი - ფლოკარი.

მილანი (4-3-3): აბიატი - ბონერა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ბოატენგი, პირლო, ზეედორფი - რობინიო, რონალდინიო - იბრაჰიმოვიჩი.

თითქოს "ინტერს" უფრო იოლი მატჩი ელის, მაგრამ არც მთლად მასე უნდა იყოს საქმე. განვლილმა ტურებმაც დაამტკიცა, რომ სერია ა-ში იოლი გასეირნება იშვიათი ამბავია და თანაც ისეთ კერკეტ გუნდებთან, როგორიც "ბარია". "პალერმოსთან" მოგებული გასვლითი პაექრობის შემდეგ, რაფაელ ბენიტესის მიმართ კრიტიკა შენელდა. დღეს მთავარი სასაუბრო თემა დიეგო მილიტოს კრიზისია - არგენტინელი ძალიან ცუდ ფორმაშია და გოლის გატანას ვერ ახერხებს, ერთხელ კი სულაც საკუთარი კარი დალაშქრა. მოკლედ, ვისაც არ ეზარება, ყველა მილიტოს მდგომარეობაზე საუბრობს. თანაც, როგორც იტალიელებს სჩვევიათ ღვაწლმოსილი პერსონების მიმართ, კრიტიკას არ აქვს ადგილი - უბრალოდ, დაღონებული სახით საუბრობენ, რომ არგენტინელს გვერდში დგომა და გამხნევება სჭირდება.

სამაგიეროდ, სამუელ ეტოო ბრდღვნის ყველაფერს და "ინტერის" გულშემატკივრებს დღესაც მისი იმედი ექნებათ. ეტოოს თქმით, "ბარის" დამარცხება მეტად რთული ამოცანაა: "თუ ჩავთვლით, რომ "ბარის" თუნდაც საკუთარ მოედანზე დამარცხება, იოლი ამბავია, ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებთ. ასეთი მიდგომა კარგს არაფერს მოგვიტანს, ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და სამი ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლოთ. განვლილ პაექრობებში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გავატანეთ ქარს და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ - საგოლე მომენტების რეალიზაციის კუთხით, მოსამატებელი გვაქვს".

ეტოო რა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობაში იქნება, მის მხარდამხარ კი ვესლი სნეიდერი, გორან პანდევი და მილიტო გაირჯებიან. სწორედ ეს ოთხეული შეუტევს "ბარის" კარს და ვნახოთ, რით დასრულდება ეს ყველაფერი. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯებთ, "ბარი" საკუთარ ნახევარზე არ ჩაჯდება და შეეცდება, ტოლსწორად ეპაექროს მრისხანე მეტოქეს. სტუმართა ტაქტიკა 4-4-2 იქნება, შეტევის წინა ხაზზე კი ბარეტო-კუტუზოვის ტანდემს ვიხილავთ.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კივუ - ძანეტი, კამბიასო - პანდევი, სნეიდერი, ეტოო - მილიტო.

ბარი (4-4-2): ჟილე - რაჯი, ა. მაზიელო, როსი, პარიზი - ალვარესი, დონატი, ალმირონი, გეზალი - ბარეტო, კუტუზოვი.

არ არის გამორიცხული, რომ ტურინის ოლიმპიური სტადიონი გაივსოს - ჯერ ერთი, "ბიანკონერიმ" გასულ ტურში იფრინა და მეორე, სტუმარად საკმაოდ ამბიციურ "პალერმოს" ელოდებიან. ლუიჯი დელ ნერი თავის 4-4-2-ს რა თქმა უნდა ვერ შეელევა და შემადგენლობასაც ალბათ ისეთივეს დააყენებს, როგორიც "უდინეზესთან" ჰყავდა. ერთი ეგაა, რომ ალესანდრო დელ პიეროს ნაცვლად, ძირითადში შესაძლოა ვინჩენცო იაკვინტა ვიხილოთ. ასე თვლის "გაძეტა დელო სპორტი", თუმცა სხვა გამოცემები უპირატესობას დელ პიეროს ანიჭებენ. ის რომ, ფაბიო კვალიარელა ძირითადში იქნება, ამაზე ყველა თანხმდება.

ყურადღების ცენტრშია მილოშ კრასიჩი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს და უკვე გულშემატკივართა დიდი სიყვარულითაც სარგებლობს. სერბი კომენტარებსაც უხვად არიგებს და ისევე როგორც "უდინეზესთან" პაექრობის წინ, ამ შემთხვევაშიც ტიფოზებს მხოლოდ გამარჯვებას ჰპირდება. უფრო თავდაჭერილია დელ ნერი:

"პროგრესი სახეზეა და მთავარია, ტემპი არ დავაგდოთ. ვერ გეტყვით, რა შედეგი დაფიქსირდება "პალერმოსთან" შეხვედრაში, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია, რომ გუნდმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშოს. სწორი გზით მივდივართ და ჩვენი ამოსავალი წერტილი სწორედ დასახული მიზნებისკენ სრაფვა უნდა იყოს - ასეც არის".

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, გრიგერა - კრასიჩი, აკვილანი, მარკიზიო, პეპე - იაკვინტა, კვალიარელა.

პალერმო (4-3-1-2): სირიგუ - კასანი, მუნიოსი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, ლივერანი, ნოჩერინო - პასტორე - ერნანდესი, მაკარონე.

"რომა" "ბრეშას" ესტუმრება და შეეცდება პირველი გამარჯვება მოიპოვოს, თუმცა ამის გაკეთება იოლი ნამდვილად არ იქნება. მით უმეტეს, დედაქალაქელებს ორი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა - საუბარია ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსიზე. "ჯალოროსის" ექიმთა თქმით, ტოტის მიზერული შანსი აქვს მეორე ტაიმში მაინც ჩაერთოს თამაშში, აი დანიელე კი განაცხადშიც არ იქნება. საინტერესო მატჩი გაიმართება გენუაში, სადაც "ჯენოა" კრიზისში" მყოფ "ფიორენტინას" მიიღებს. "გაძეტას" ვარაუდით, კახა კალაძე სათადარიგოთა სკამზე იქნება. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ ავტორიტეტული გამოცემის პროგნოზი არ გამართლდება. ჩემპიონატის ლიდერი "ჩეზენა" კი სიცილიას სტუმრობს, სადაც ადგილობრივ "კატანიას" შეეტოქება.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეზენა 3 2 1 0 3-0 7

2. ინტერი 3 2 1 0 4-2 7

3. კიევო 3 2 0 1 5-3 6

4. ლაციო 3 2 0 1 5-4 6

5. ბრეშა 3 2 0 1 4-4 6

6. კალიარი 3 1 2 0 5-1 5

7. ნაპოლი 3 1 2 0 5-4 5

8. ბარი 3 1 2 0 3-2 5

9. იუვენტუსი 3 1 1 1 7-4 4

10. მილანი 3 1 1 1 5-3 4

11. სამპდორია 3 1 1 1 6-5 4

12. პარმა 3 1 1 1 4-3 4

13. კატანია 3 1 1 1 4-4 4

14. ჯენოა 3 1 1 1 3-4 4

15. ლეჩე 3 1 0 2 1-5 3

16. ბოლონია 3 0 2 1 3-5 2

17. რომა 3 0 2 1 3-7 2

18. პალერმო 3 0 1 2 3-5 1

19. ფიორენტინა 3 0 1 2 2-4 1

20. უდინეზე 3 0 0 3 1-7 0

დღეს

ნაპოლი-კიევო 22:45

ლეჩე-პარმა 22:45

ლაციო-მილანი 22:45

ინტერი-ბარი 22:45

ჯენოა-ფიორენტინა 22:45

კატანია-ჩეზენა 22:45

კალიარი-სამპდორია 22:45

ბრეშა-რომა 22:45

ბოლონია-უდინეზე 22:45

ხვალ

იუვენტუსი-პალერმო 22:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში - "იუვენტუსმა" "ინტერს" თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
დიდი თავგადასავალი იწყება - მიქაუტაძე "ატლეტიკოსთან" სასტარტოშია
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
დღეს მიქაუტაძის ესპანური დებიუტია, ხვალ ხვიჩა დემბელე/დუეს გარეშე ითამაშებს
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"თუ ამ მიზეზის გამო გაუშვეს, გვარდიოლა როგორ წაიყვანდა?" - "ნაპოლის" ყოფილმა მცველმა დონარუმაზე ისაუბრა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს