საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე უფლებები უკრაინის მეორე ლიგაში დაქვეითებულ "ლვოვს" აღარ ეკუთვნის
საფეხბურთო კლუბი "ლვოვი", რომელიც მომავალ სეზონში უკრაინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ითამაშებს, გუნდის ქართველ ლეგიონერს, ბუბა დაუშვილს დაემშვიდობება.

შეგახსენებთ, გასულ ზამთარს, "ზესტაფონთან" ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ფეხბურთელმა უკრაინის პირველი ლიგის კლუბთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა მაშინვე იჯარის წესით ლვოვის "კარპატში" გადაბარგდა.

ამ ტრანსფერს "ზესტაფონის" მხრიდან პრეტენზია უმალ მოჰყვა. ზესტაფონელები ფეხბურთელსა და მის ახალ კლუბს საკომპენსაციო თანხის გადაუხდელობის გამო შეედავნენ. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ "კარპატი" და დაუშვილი თაღლითური სქემის გამოყენებაშიც კი დაადანაშაულა.

რადგან "ლვოვი" უკრაინის პირველი ლიგიდან მეორეში დაქვეითდა, მას ლეგიონერის ყოლის უფლება აღარ აქვს და შესაბამისად, ქართველ ნახევარმცველს უნდა შეელიოს. ამის შესახებ "ლვოვის" პრეზიდენტმა იაროსლავ გრისიომ ისაუბრა:

"ზამთარში ამ ფეხბურთელს "კარპატი" აკვირდებოდა. მათ თავიდან გადაწყვიტეს, დაუშვილი არ გაეფორმებინათ, ხოლო ჩვენ მდგომარეობით ვისარგებლეთ და მასთან კონტრაქტი დავდეთ.თუმცა შემდეგ "კარპატიში" ფეხბურთელების ტრავმების გამო საკადრო პრობლემებმა იჩინა თავი. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ისევ დაბრუნებოდნენ ქართველის ვარიანტს.

საბოლოოდ ჩვენ დაუშვილი "კარპატიში" იჯარის წესით გავუშვით.

ამჟამად კი "ლვოვი" მეორე დივიზიონში დაქვეითდა. ამიტომ ჩვენ დაუშვილს უნდა დავემშვიდობოთ, რადგან მეორე დივიზიონში ლეგიონერების ყოლა არ შეიძლება".

მომზადებულია gazeta.lviv.ua-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონისა" და "კარპატი-დაუშვილის" სკანდალური საქმე - უკრაინული ვერსია

ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!

"ზესტაფონი" ლვოვის "კარპატის" არაფერს შეარჩენს - დავაში ფიფა ჩაერევა!

ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა