ირლანდიელები უნგრეთს შეხვდნენ და მატჩი 0:0 დამთავრდა
უნგრეთი-ირლანდია 0:0

უნგრეთი (4-2-3-1): ბოგდანი - ვარგა, კორშმარი, მეჟაროსი, ჰალმოსი (69. კადარი) - კომანი, პინტერი (46. ვანჩაკი) - გიურჩო (86. კოლტაი), შაკალი (66. საბიჩი), ჯუჯაკი - სალაი (79. ნემეთი).

ირლანდია (4-4-2): გივენი (46. უესტვუდი) - ო’ში, დანი, ლეჯერი, უორდი - დაფი (63. ჰანტი), უელანი (84. გრინი), ენდრიუზი (65. გიბსონი), მაკგიდი - კინი (60. კოქსი), დოილი (46. უოლტერსი).

გაფრთხილება: კორშმარი - უორდი

მაყურებელი: 45 000

ირლანდიის ნაკრების იტალიელი დამრიგებლები, მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი და ასისტენტი მარკო ტარდელი ევროპის ჩემპიონატის წინ ოპტიმისტურად არიან განწყობილები და მიზნად იმ ჯგუფიდან გასვლას ისახავენ, რომელშიც მათ გარდა ესპანეთი, იტალია და ხორვატია არიან. მაგრამ ორშაბათს ირლანდიამ უკანასკნელი ტესტ-მატჩი გამართა, რომელშიც გამოჩნდა, რომ ტრაპის გუნდი არც ისე კარგ ფორმაშია, როგორშიც ჯოვანის ამასწინანდელი განცხადებების მიხედვით უნდა ყოფილიყო. ირლანდიელები უნგრეთს შეხვდნენ და მატჩი 0:0 დამთავრდა.

მართალია, მატჩს უდიდესი ავდარი დაემთხვა, რის გამოც თამაში 20-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო და ფაქტია ისიც, რომ ირლანდიელები მთელი 90 წუთის მანძილზე დიდი მონდომებით იბრძოდნენ, მაგრამ მონდომების მეტი, ფაქტობრივად, ვერაფერი გვაჩვენეს.

თავიდან ტრაპის ბიჭები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, მერე კი უნგრელები გახდნენ მთავარი ინიციატორები.

მეორე ტაიმში ირლანდიელებმა უფრო მოინდომეს, მაგრამ წინა შეტევაში მაინც არაფერი გამოუვიდათ: ვერც ხეირიანი კომბინაციები გაითამაშეს და საგოლე მომენტებიც თითქმის არ შეუქმნიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა