მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ამა წლის სექტემბრიდან დაიწყებს თეთრეულის საკუთარი ხაზის გამოშვებას
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ამა წლის სექტემბრიდან დაიწყებს თეთრეულის საკუთარი ხაზის გამოშვებას - იტყობინება დანიური ინტერნეტ-გამოცემა Ekstra Bladet.

ყოველ წელს ვოზნიაცკის ბრენდის სახელით შეიქმნება მინიმუმ ორი კოლექცია სახელწოდებით - This is me ("ეს მე ვარ").

"ეს არის ტანსაცმელი ყოველდღიური ცხოვრებისთვისა და აქტიური დასვენებისთვის. მინდოდა, მომეგონებინა უმაღლესი ხარისხის მოდური თეთრეული, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული ტანზე.

დანიური ბრენდი JBS, რომელმაც გამოთქვა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი, იდეალური პარტნიორი აღმოჩნდა", - განაცხადა ჩოგბურთელმა.

ვოზნიაცკის არ ჩამორჩება რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა. მასაც აქვს ბიზნესგეგმა: მარია ტკბილეულის საკუთარი სერიის გამოშვებას აპირებს.

"ეს რთული პროცესია, - განაცხადა შარაპოვამ. - და ძალიან ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო. ბოლომდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში - ეს ხომ ჩემი ინვესტიციები, ჩემი ბიზნესი და ჩემი ფულია.

თავი ბავშვი მგონია, რომელიც თავისი დოლარით აქეთ-იქით დარბის და ფიქრობს, როგორ დახარჯოს ფული მაქსიმალური სარგებელით. ბრენდის სახელწოდება იქნება - Sugarpova.

ამჟამად თითქმის დავასრულეთ მზადება წარმოების დასაწყებად. დარჩა მცირე კრეატიულობა - კოლოფების გაფორმება, სარეკლამო კამპანია... იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ღია პირველობის სტარტისთვის ჩემი ტკბილეული უკვე დახლებზე იქნება".

შარაპოვას ტკბილეულს პატარა საჩოგბურთო ბურთების ფორმა ექნება, ჩაწყობილი იქნება ქილებში, რომლებიც ჩოგბურთის ბურთების კონტეინერს მოგაგონებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა