ბლიცის მსოფლიო ჩემპიონატში მასპინძლები საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდნენ
აჭარის დედაქალაქში 5 ივნისს დასრულდა პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ინიციატივითა და ფიდეს ეგიდით ბლიცში (4 წუთს + 2 წამი ყოველი სვლისთვის) ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი (საპრიზო ფონდი 41 000 დოლარი), რომელშიც 17 ქვეყნის 50 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ისევე, როგორც რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი), აქაც მასპინძლები საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდნენ. არადა, ბოლო ტურის წინ მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ნანა ძაგნიძეს, მაგრამ თეთრი ფიგურებით 2000 წლის ევროპის ჩემპიონ ნატალია ჟუკოვასთან დამარცხდა.

ტურნირზე ვადამდე გაინაღდა პირველობა 2012 წლის ევროპის ჩემპიონმა და 2010 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ვალენტინა გუნინამ.

ამის მიუხედავად, ბოლო ტურშიც შემართებით ითამაშა და თეთრი ფიგურებით ბელა ხოტენაშვილს სძლია (ამ ტურნირზე ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ქართველთაგან სოფიკო ხუხაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანა მათნაძე დაამარცხა; ნინო ბაციაშვილს დაუზავდა), 15 შესაძლებლიდან 13 ქულა მოაგროვა და ბლიცში, ოქროს მედალთან, ერთად 10 000 დოლარიც დაიმსახურა.

ნანა ძაგნიძის მძლეველ ნატალია ჟუკოვას 10,5 ქულით ვერცხლი და 7 000 დოლარი ერგო. სლოვენიელი ანა მუზიჩუკი შავი ფიგურებით მაია ლომინეიშვილს დაუზავდა და მანაც 10,5 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ უარესი კოეფიციენტით ბრინჯაო და 5 000 დოლარი ხვდა.

10 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი).

რაპიდში გამარჯვებული მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 9,5 ქულით მე-5 ადგილს (3 000 დოლარი) დასჯერდა.

ამდენივე ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით, მეექვსე-მეშვიდე ადგილები ძაგნიძემ და დინ ისინიმ (ჩინეთი) გაინაწილეს.

დანარჩენ ქართველთა მონაგარი: 9. მაია ჩიბურდანიძე (9), 11. მაია ლომინეიშვილი (9), 12. სალომე მელია (9), 14. ნინო ბაციაშვილი (8,5), 16. ბელა ხოტენაშვილი (8,5), 23. მერი არაბიძე (8), 30. ნინო ხურციძე (7), 31. მაკა ფურცელაძე (7), 33. სოფიო გვეტაძე (7), 35. მირანდა მიქაძე (7), 38. სოფიო ხუხაშვილი (6,5), 42. ინგა ჭარხალაშვილი (6), 44. ლელა ჯავახიშვილი 6), 45. ნათია ჯანჯღავა (5,5), 48. ნინო გურიელი (3,5), 50. ნონა გაფრინდაშვილი (3,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა