"ვალენსიასა" და სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკის" ხელმძღვანელობას ძალიან სურს სანიკიძის საკუთარ გუნდში ხილვა
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალის დასრულების შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ სიენის "მონტეპასკიდან" საინტერესო წინადადება მიიღო.

თუმცა, როგორც აპენინური პრესა იტყობინება, 27 წლის ქართველმა კონტრაქტის დაუფიქრებლად გაფორმებისგან თავი შეიკავა და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

როგორც შევიტყვეთ, დიდი შანსია, "მონტეპასკის" ვარიანტი სხვა, უფრო უკეთესით შეიცვალოს, თუმცა ჯერჯერობით ერთი ფავორიტი კლუბი არ გამოკვეთილა.

სხვებთან ერთად, რუსებიც აქტიურობენ და ესპანელებიც. იტალიურ გამოცემა "სპორტანდოში" ორი გუნდიც სახელდება: "ვალენსია" და სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკი", რომელთა ხელმძღვანელობას ძალიან სურს სანიკიძის საკუთარ გუნდში ხილვა.

ვალენსიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში "ბარსელონასთან" 1:3 წააგეს და იმის გათვალისწინებით, რომ ევროლიგაზე ყოველწლიურად ხუთი პირენეული გუნდია, გაისად სწორედ ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. იმასაც შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ "ვალენსიაში" თორნიკე შენგელია თამაშობდა.

რაც შეეხება პეტერბურგის "სპარტაკს", ამ გუნდმა ახლად დასრულებულ რუსეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში, სავარაუდოდ, ევროჩელენჯზე მოუწევს გამოსვლა.

ეს შეჯიბრება სანიკიძისთვის ევროლიგასთან შედარებით ნაკლებად მიმზიდველი უნდა იყოს. მას ხომ კონკრეტული ამოცანა აქვს: მიიქციოს ამერიკული "სან ანტონიო სპურსის" ყურადღება, რომლის სკაუტები ქართველს 2004 წლიდან ადევნებენ თვალს (ამა წლის დრაფტის შემდეგ ვიქტორი სწორედ ტეხასელებს დარჩათ).

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "სპურსის" შემადგენლობაში განსახორციელებელ სერიოზულ ცვლილებებზე ოკეანისგაღმელი ჟურნალისტები დიდი ხანია ლაპარაკობენ, გამორიცხული არ არის, მომავალი სეზონის გეგმების შედგენისას მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ვიქტორ სანიკიძეზეც დაფიქრდეს.

ახლა ვალენსია და სპარტაკი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა