ბოსნია-ჰერცოგოვინას მწვრთნელმა ალექსანდრ პეტროვიჩმა ნაკრებში რამდენიმე ცვლილება შეიტანა
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ბოსნია-ჰერცოგოვინას მწვრთნელმა ალექსანდრ პეტროვიჩმა მოსამზადებელი ეტაპისთვის 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი (ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში) სწორედ ბოსნიაა.

ამის თქმის უფლებას მეტოქის კალათბურთელთა გვარები გვაძლევს. ფიბა-ევროპის საიტზე სავარაუდო ხუთეულიცაა ჩამოწერილი: ნემანია გორდიჩი, ნიჰად დედოვიჩი, მირზა ტელეტოვიჩი, ედინ ბავჩიჩი და ცენტრად ელმედინ კიკანოვიჩი.

ბოსნიელებს გასულ ევრობასკეტზე ნატურალიზებული ჰენრი დომერკანტი, გორან იკონიჩი და კენან ბაირამოვიჩიც ეხმარებოდნენ, მაგრამ ამჯერად მწვრთნელმა ამ გამოცდილ კალათბურთელებს აღარ უხმო.

დომერკანტს შეცვლის ზეკ რაითი (სხვათა შორის, ისიც დომერკანტისებრ 44-ნომრიანი მაისურით თამაშობს), რომელიც გასულ სეზონში ხორვატიის "ციბონას" ღირსებას იცავდა. იგი, სავარაუდოდ, ბერძნულ "პანიონიოსში" გააგრძელებს კარიერას.

- ვფიქრობ, შესარჩევი ეტაპისთვის ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება და მაღალი შედეგებისთვისაც ვიბრძოლებთ, - იმედიანადაა ესპანური "კახა ლაბორალის" ფორვარდი მირზა ტელეტოვიჩი.

ბოსნია-2012

მოთამაშე სიმაღლე ამპლუა დაბ.თარ. გუნდი

ზეკ რაითი 188 უკანახაზელი 1985 ციბონა (ხორვატია)

ნემანია გორდიჩი 193 უკანახაზელი 1988 რომა (იტალია)

მუჰამედ პასალიჩი 192 უკანახაზელი 1987 კავალა (საბერძნეთი)

ნიჰად დედოვიჩი 196 ფორვარდი 1990 გალათასარაი (თურქეთი)

ნემანია მიტროვიჩი 195 უკანახაზელი 1991 პორტლენდი (NCAA)

დალიბორ პერსიჩი 193 უკანახაზელი 1985 შიროკი (ბოსნია)

ივან ოპაჩაკი 201 ფორვარდი 1980 ცედევიტა (ხორვატია)

ანტე მასიჩი 200 ფორვარდი 1985 ზაგრები (ხორვატია)

მირზა ტელეტოვიჩი 206 ფორვარდი 1985 კახა ლაბორალი (ესპანეთი)

ედინ ბავჩიჩი 210 ცენტრი 1984 კრემონა (იტალია)

ზედზად სინანოვიჩი 221 ცენტრი 1984 უნიკახა (ესპანეთი)

ელმედინ კიკანოვიჩი 2011 ცენტრი 1988 ენისეი (რუსეთი)

ოგნენ კუზმიჩი 215 ცენტრი 1990 რინკონი (ესპანეთი)

იოზო ბრკიჩი 211 ფორვარდი 1986 კაპლინა (ბოსნია)

იუსუფ ნურკიჩი 210 ცენტრი 1994 ზლატოროგი (სლოვენია)

მწვრთნელი: ალექსანდრ პეტროვიჩი

დომერკანტის ნაცვლად რაითი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა