ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა პირობა დადო ლარისა რიკელმემ

რა პირობა დადო ლარისა რიკელმემ

ფოტოზე ლარისა რიკელმეა, პარგვაის ნაკრების ნომერ პირველი ფანი მუნდიალზე და სამხრეთ აფრიკაში მყოფ მშვენიერ ქალბატონთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გულშემატკივარი, რომელიც Viva la albirroja!!!-ს შეძახილით იყოლიებს თანამემამულეებს, რიცხვმცირე, მაგრამ მეტად ხმაურიან პარაგვაულ დესანტს. არ ვიცით, რამდენად უშველის ამჯერად ლარისა "ალბიროხას", რომელმაც ისედაც ბევრს მიაღწია მუნდიალზე - მეოთხედფინალში გავიდა

ვილია რაულის რეკორდს უტევს

3 ივლისი. იოჰანესბურგი. "ელის პარკი". 22:30

პარაგვაი-ესპანეთი

სავარაუდო შემადგენლობები

პარაგვაი (4-4-2): ვილარი - ბონეტი, ალკარასი, და სილვა, მორელი - ვერა, რივეროსი, კასერესი, ბენიტესი - სანტა კრუსი, ბარიოსი.

ესპანეთი (4-3-2-1): კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - ინიესტა, ვილია - ტორესი.

არბიტრი: კარლოს ბატრესი (გვატემალა)

ფოტოზე ლარისა რიკელმეა, პარგვაის ნაკრების ნომერ პირველი ფანი მუნდიალზე და სამხრეთ აფრიკაში მყოფ მშვენიერ ქალბატონთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გულშემატკივარი, რომელიც Viva la albirroja!!!-ს შეძახილით იყოლიებს თანამემამულეებს, რიცხვმცირე, მაგრამ მეტად ხმაურიან პარაგვაულ დესანტს. არ ვიცით, რამდენად უშველის ამჯერად ლარისა "ალბიროხას", რომელმაც ისედაც ბევრს მიაღწია მუნდიალზე - მეოთხედფინალში გავიდა. პარაგვაის ნაკრები მუნდიალზე მერვედ არის და ეს გუნდის ყველაზე დიდი მიღწევაა, თუმცა 24 წლის ლარისა და კომპანია აღარ მალავს, რომ მათ მეტის მიღწევის იმედი აქვთ. მეტიც, ლარისა რიკელმემ, რომელიც სამშობლოში ცნობილი მოდელია, საჯაროდ დადო პირობა, რომ თუკი პარაგვაი მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს (?!), ის ქუჩაში დედიშობილა გაივლის (მხოლოდ ტანი ექნება მოხატული ეროვნული დროშის ფერებში). ასე რომ, მარადონა ნუდისტურ ზრახვებში მარტო არ არის...

პარაგვაის ნაკრები, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის, ეს ხერარდო მარტინოს გუნდმა უკვე შესანიშნავად დაამტკიცა, როცა იმ ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონი თამაშობდა. თუმცა ესპანელებს მაინც გაუმართლდათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ამ სტადიისთვის მათი მეტოქე საკმაოდ სუსტია იმისათვის, რომ "ესპანური არმადის" შეჩერება შეძლოს. პარაგვაი პირველად თამაშობს მეოთხედფინალში, თავის მხრივ ესპანეთსაც არასოდეს გადაულახია ეს ეტაპი მუნდიალების ისტორიაში - მართალია, "ფურია როხას" საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილია (1950 წელს), მაგრამ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონი ფინალური ჯგუფური ეტაპით გამოვლინდა. პარაგვაის ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და, როგორც ჩილეს ნაკრები, ტაქტიკურად განწავლული გუნდია. სამხრეთამერიკული გუნდი თამაშობს, მინდვრის შუაში სამი საკმაოდ ღრმად შეწეული ნახევარმცველით, რომელთაც ძალზე ეფექტურად შეუძლიათ მეტოქის შეტევის ჩაშლა. დაცვის ხაზშიც ყველაფერი მწყობრშია, გუნდმა ტურნირზე ერთადერთი გოლი გაუშვა, ისიც იტალიელთაგან. აი, შეტევასა და შექმნაში კი გუნდი დიდად ვერ ყოჩაღობს, მაგალითად, იაპონიასთან მატჩში პარაგვაელთა პასების მხოლოდ 60 პროცენტი იყო ზუსტი. თუკი ოთხი მცველი და სამი უკანდახეული ნახევარმცველი ფუნქციებს თავს კარგად ართმევს, მათი კავშირი ორ ფორვარდთან საკმაოდ დისტანციური და არაეფექტურია. ნახევარდაცვაში ართმევაზე ვერა, კასერესი და რივეროსი თამაშობენ, შექმნაზე კი - ედგარ ბენიტესი. ბენიტესიც გარკვეულ იზოლაციაშია, ხოლო ფორვარდებს, ბარიოსსა და სანტა კრუსს ლამის ყველა სახიფათო მომენტის შემქნაზე ზრუნვა თავადვე უწევთ, მათ უკნიდან სათანადოდ ვერ ეხმარებიან. პარაგვაი ამ პრობლემის გადასაჭრელად გრძელ პასებს იყენებს, რაც გუნდს კარგად კი გამოსდის, მაგრამ მაინც შეტევაში სამხრეთამერიკული ნაკრები ერთფეროვანია. ბარიოსი ძალზე ნიჭიერი ფორვარდია და მას შეუძლია პიკესა და პუიოლს პრობლემები შეუქმნას. ხერარდო მარტინოს შეტევაში რეზერვიც არ აქვს ურიგო: სკამზე ორი კარგი ფორვარდი ზის - ვალდესი და კარდოსო. როცა პარაგვაი შეტევაშია, 4-4-2 4-3-3-დ იქცევა, ამ დროს ბენიტესი მარცხენა ფლანგიდან უტევს. საერთო ჯამში პარაგვაის შეტევები მაინც ადვილად გამოსაცნობი სცენარით ვითარდება.

ესპანეთის ნაკრებს ტრავმის გამო რაულ ალბიოლი გამოაკლდა. მართალია, ალბიოლი ისედაც არ არის ძირითადის ფეხბურთელი, მაგრამ როცა ის თამაშობს ეროვნული ნაკრები მხოლოდ იგებს (თუმცა ეს უბრალო დამთხვევაა). ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო ხავი მარტინესმა. ჩაბი ალონსომ და ანდრეს ინიესტამ შეძლეს პორტუგალიასთან თამაში, ამიტომაც ვისენტე დელ ბოსკეს ტაქტიკისა და შემადგენლობის შეცვლის მიზეზი არა აქვს (მხოლოდ ერთ პოზიაციაზე საუბარი ცალკე მოგვიწევს). როცა ინიესტა თამაშობს, ესპანეთის ნაკრებს შექმნაში პრობლემები აღარ აქვს. დიდებულად ეხმარება შემტევებს სერხიო რამოსიც, რომლის სოლორეიდები და ჩაწოდებები ბევრ თავსატეხს უქმნის მეტოქე გუნდებს. თავისთავად რამოსის წინ წასვლა სივრცეებს ტოვებს დაცვაში, თუმცა ეს ისედაც მოსალოდნელი იყო.

მთავარი კითხვა იმ ფეხბურთელს შეეხება, რომელიც ევროტრიუმფის დროს "ფურია როხას" ლამის უმთავრესი იარაღი იყო - ფერნანდო ტორესს. "ელ ნინიო ფორმაში არაა, ესპანეთის ნაკრებმა მხოლოდ მას შემდეგ დაძლია პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგობა, რაც ვისენტე დელ ბოსკემ მის ნაცვლად ფერნანდო ლორენტე შემოიყვანა. თითქოსდა ლორენტეს გამოყენება უპრიანი იქნებოდა, ჯერ ერთი, მან აჩვენა, რომ კარგ ფორმაშია, მეორეც სულ სხვა სტილის ფორვარდია, ვიდრე ტორესი და პარაგვაის დაცვის ხაზისთვის ამის გამოც უფრო მეტი პრობლემის შექმნა შეუძლია. ერთი ეგ არის - დელ ბოსკემ უკვე განაცხადა, რომ "ელ ნინიოს" კვლავაც ენდობა და სასტარტოდან მის ამოგდებას არ აპირებს. არადა ლორენტეს გამოყვანის შემთხვევაში რამოსის ჩაწოდებებს მეტი აზრი მიეცემოდა, რადგან ტორესი ხშირად ინერტული იყო ჩაწოდებებისას და რამოსმა არ იცოდა რა ექნა ბურთისათვის, ვილია ძალზე შორს იყო ფლანგზე მისგან. ლორენტემ რომ ითამაშოს, ესპანეთის ნაკრების ცენტრიდან შეტევის შესანიშნავი შანსიც გაუჩნდება, რადგან ბასკი კარისკენ ზურგით მდგომი შესანიშნავად თამაშობს და "იჭერს ბურთს".

დავიდ ვილიას ესპანეთის ნაკრებში 40 გოლი აქვს გატანილი, ორით ნაკრები, ვიდრე რეკორდსმენ რაულ გონსალესს. "ელ გუახე" დღეს რაულის რეკორდის დამხობას შეეცდება. ესპანეთისა და პარაგვაის ნაკრებები აქამდე სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ერთი მატჩი "ფურია როხამ" მოიგო, ხოლო 2 ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 3:1-ია ევროპის ჩემპიონის სასარგებლოდ.

ნელსონ ვალდესი (პარაგვაი): "ესპანეთის ნაკრებს განსაკუთრებული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ მუნდიალზე დავამტკიცეთ, რომ უკეთესად ფავორიტების წინააღმდეგ ვთამაშობთ. ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ სამხრეთი აფრიკიდან წასვლას, დაე, ეს მეტოქემ გააკეთოს. ხერარდო მარტინო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია იმათთაგან, ვისთანაც მიმუშავია".

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენი მთავარი ფორვარდი ფერნანდო ტორესია. მან უკვე ბევრი ითამაშა ამ მუნდიალზე და კიდევ მეტ დროს მივცემთ თავის გამოჩენისათვის. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ფერნანდო ლორენტეს ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლია გუნდისთვის".

ფერნანდო ლორენტე (ესპანეთი): "დიდებული მომენტი იყო ჩემთვის, როცა მწვრთნელმა მოედანზე შესვლა მიბრძანა. ყველანი ძალიან დაძაბულები ვიყავით, განსაკუთრებით სათადარიგოთა სკამზე. მოედანზე გასვლისთანავე გაქრა ნერვიულობა, შევეცადე ჩემი შესაძლებლობები გამომეყენებინა გუნდის წარმატებისათვის. მას შემდეგ, რაც შვეიცარიასთან წავაგეთ, გუნდი უკეთესად ათამაშდა".

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია

"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა