ლუდი, ქალები, სიგარეტი: რას უკრძალავს და რის უფლებას უტოვებს ბუნდესმწვრთნელი ფეხბურთელებს
გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას შაბათს, პორტუგალიასთან მატჩით იწყებს.

"ბილდმა" გამოარკვია, რომ ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ფეხბურთელებს კანონების სახით ჩამოუწერა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ევრო 2012-ის მიმდინარეობისას. ცხადია, "ბილდი" არ იქნებოდა "ბილდი", ეს კანონები ხელში რომ არ ჩაეგდო.

ვფიქრობთ, "ლელოს" მკითხველებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რას უკრძალავს 52 წლის იოგი თავის შეგირდებს ან რის უფლებას უტოვებს ევროპის ჩემპიონატზე.

ქალები

ლიოვი არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ევროპის ჩემპიონატის დროს ფეხბურთელები თავიანთ ცოლებს ან მეგობარ გოგონებს ხვდებოდნენ.

მეტიც, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მატჩების მეორე დღეს გერმანიის ნაკრების მოთამაშეების ქალბატონებს თავიანთი მამაკაცების მონახულება ბუნდესგუნდის სასტუმროში შეუძლიათ.

რაც შეეხება სასტუმროში ღამით დარჩენას: ბუნდესგუნდის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი ამბობს, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, მივცეთ თუ არა ქალბატონებს და ბავშვებს სასტუმროში გათენების უფლებაო.

სიყვარულის პირველი დღე გერმანელებს კვირას, პორტუგალიასთან მატჩის მეორე დღეს ექნებათ და ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, თუ ბუნდესგუნდი პორტუგალიას დაამარცხებს, ლიოვი ქალბატონებს სასტუმროში ღამის გათენების ნებასაც დართავსო...

ალკოჰოლი

ლიოვმა თავის შეგირდებს ღვინისა და ლუდის დალევის ნება დართო - ოღონდ არა დიდი დოზებით. "ბილდის" ინფორმაციით, ფეხბურთელებს დაძინების წინ ერთი კათხა ლუდის მირთმევა შეუძლიათ, რადგან ეს რაოდენობა მეორე დღეს ბახუსს არ გამოიწვევს.

იოგი ფეხბურთელებს იმდენად ენდობა, რომ სასტუმროს ნომრებში მინი-ბარებსაც კი არ შეუმოწმებს. აღსანიშნავია, რომ სხვა გუნდების მწვრთნელები ასე არ იქცევიან.

მოწევა

გერმანიის ნაკრების თავკაცი ადრე მწეველი იყო, მაგრამ წელიწადზე მეტია, ერთი ღერი სიგარეტიც კი აღარ მოუწევია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იოგი ფეხბურთელებს მოწევას არ უკრძალავს!

"ბიჭებს შეუძლიათ გააბოლონ, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ჭამის ან სხდომის დროს," - აცხადებს ბუნდესმწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებში დღესდღეობით მწეველი მხოლოდ მეორე მეკარე ტიმ ვიზეა, სხვები კი იშვიათად აბოლებენ ხოლმე.

სოციალური ქსელები

ლიოვმა ფეხბურთელებს არც სოციალური ქსელების გამოყენება აუკრძალა, თუმცა გარკვეული წესები აქაც დაამკვიდრა: მოთამაშეებს შეუძლიათ, "ფეისბუქი" ან "თვითერი" გამოიყენონ, მაგრამ არასდროს უნდა დაწერონ რაიმე ისეთი, რაც გუნდის შიდა ინფორმაციაა; არასდროს უნდა ისაუბრონ მეტოქეზე, კოლეგაზე ან მსაჯზე ნეგატიურად.

მაგალითად, სამშაბათს თომას მიულერმა "ფეისბუქზე" დაწერა: "მოგესალმებით პოლონეთიდან! ეს-ესაა, გდანსკში ჩამოვედით და ძალიან ლამაზ სასტუმროში მოგვიყვანეს. აქაურობა მომწონს," - ასეთი პოსტები მისაღებია.

სასტუმროდან გამოსვლა

ფეხბურთელებს შეუძლიათ, თავისუფალ დროს სასტუმროდან გავიდნენ და ქალაქში გაისეირნონ, მაგრამ ღამის 12 საათამდე ყველა დაბრუნებული უნდა იყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები სასტუმროდან გასვლის შემდეგ მაქსიმუმ ერთ საათში უკან უნდა დაბრუნდნენ.

ტანსაცმელი

ბუნდესგუნდის ფეხბურთელები ყოველ დილას ელექტრონული პოსტით მიიღებენ შეტყობინებას იმის შესახებ, თუ რა უნდა იქონიონ თან იმ დღეს. ლიოვი შეგირდებს ასეთ წერილებს ოფიციალური შეხვედრების დღეებშიც მისწერს.

ესეც ასე: შვაინი ფეხზე დადგა!

მესამე დღეა, ბასტიან შვაინშტაიგერი სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ტკივილები აღარ აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 27 წლის ნახევარმცველს პორტუგალიასთან მატჩის გამოტოვების საფრთხე აღარ ემუქრება.

ბუნდესგუნდის სამედიცინო შტაბმა შვაინის საბოლოოდ აუნთო მწვანე შუქი და ბასტიანიც ძალიან კარგ ხასიათზეა.

"შვაინშტაიგერი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პორტუგალიასთან სათამაშოდ მზადაა. გვიხარია, რომ 23-ივე ფეხბურთელი ჯანმრთელია. ითამაშებს თუ არა შვაინი ძირითად შემადგენლობაში, ამას ლიოვი გადაწყვეტს," - უთხრა გუშინ ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა "ბილდს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა