თელავის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) მეორე დღემ კიდევ ერთი განთესილი შეიწირა - შეჯიბრების მე-5 ჩოგანი სოფიო შაფათავა (279) პირველივე წრეში დამარცხდა. მას სოფიო ქვაცაბაიამ (398) მოუგო - 6:3, 6:1. თელავში პირველ ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამ (189) მძიმე ბრძოლაში მოუგო ისრაელის წარმომადგენელ იულია გლუშკოს

თელავის საერთაშორისო ტურნირის (25 ათასი დოლარი) მეორე დღემ კიდევ ერთი განთესილი შეიწირა - შეჯიბრების მე-5 ჩოგანი სოფიო შაფათავა (279) პირველივე წრეში დამარცხდა. მას სოფიო ქვაცაბაიამ (398) მოუგო - 6:3, 6:1. თელავში პირველ ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამ (189) მძიმე ბრძოლაში მოუგო ისრაელის წარმომადგენელ იულია გლუშკოს (350) - 6:1, 4:6, 6:4. მართალია, ორ სეტში მოამთავრა საქმე, მაგრამ მე-2 ნომრად განთესილ მაკა ჩახნაშვილსაც (228) გვარიანად გაუჭირდა რუმინელი აგნეშ სატმარის (502) დამარცხება - 6:4, 6:7 (4). სულ ეს არის - ძირითადი ბადის მონაწილე 9 ქართველიდან მეორე ეტაპზე მხოლოდ სამი გავიდა: კალაშნიკოვა, ჩახნაშვილი და ქვაცაბაია.

მანანა შაფაქიძემ (471) ორ სეტში დათმო უკრაინელ ალიონა სოტნიკოვასთან (480) - 6:7 (4), 4:6. "უაილდ ქარდით" მიწვეულმა ქართველებმაც ვერ გაამართლეს: ეკა გორგოძემ (570) რუს ანა რაპოპორტთან (718) წააგო - 4:6, 6:2, 3:6, ანა ჯიქია (1063) მე-4 ნორმად განთესილ ავსტრიელ მელანი კლაფნერთან (248) დათმო - 1:6, 1:6, ხოლო დიანა დავითაია ვერას გახდა ბელარუს ვიქტორია იემიალანავასთან (597) - 2:6, 6:7 (4).

გაგაცნობთ "თელავი ოუფენის" მერვედფინალურ წყვილებს:

ოქსანა კალაშნიკოვა (საქართველო, 1)-პაულა კანია (პოლონეთი)

ვერონიკა კაპშაი (უკრაინა)-ანგელიკ ვან დერ მეეტი (ჰოლანდია)

მელანი კლაფნერი (ავსტრია, 4)-ანა რაპოპორტი (რუსეთი)

რეკა-ლუკა იანი (უნგრეთი, 7)-დანიელ ჰარმსენი (ჰოლანდია)

სოფიო ქვაცაბაია (საქართველო)-ვიქტორია იემიალანავა (ბელარუსი)

ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა, 3)-ნათელა ძალამიძე (რუსეთი)

ალიონა სოტნიკოვა (უკრაინა)-ვლადისლავა კუზმენკოვა (ბელარუსი)

მაკა ჩახნაშვილი (საქართველო, 2)-კაროლინა კოშინსკა (პოლონეთი)

ამასობაში ჩვენი პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (152) ამერიკულ ალბუკერკში 75-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ალექსანდრა სტივენსონია.

იტალიურ ბრუზაპორტოში 10-ათასიან ტურნირში ჩაება ლადო ჩიხლაძე (890), რომელმაც პირველ წრეში მასპინძელი დავიდე დელა ტომაზინა (1226) დაამარცხა - 6:3, 6:2. ამერიკულ კოსტა მესაში ნიკოლოზ ბასილაშვილი (865) მე-7 ნომრად განთესილ ყუვეითელ აბდულა მაგდასს (676) ეთამაშება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა