მორიგი სამსეტიანი მოგების შემდეგ რაფას როლან გაროსზე 50 გამარჯვება დაუგროვდა
როლან გაროსზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. გუშინდელ დღემდე მამაკაცთა ბადეში სამი ისეთი ჩოგბურთელი იყო შემორჩენილი, ვინც წინა ოთხი ეტაპი სეტის წაუგებლად გაიარა. სამივე ესპანელი იყო: რაფაელ ნადალი, ნიკოლას ალმაგრო და დავიდ ფერერი. პირველ ორს ერთმანეთში მოუწია ურთიერთობის გარკვევა.

გემახსოვრებათ, რომ წინა რაუნდის მატჩში ნადალმა დაუჯერებლად კარგად ითამაშა არგენტინელი ხუან მონაკოს წინააღმდეგ - სამ სეტში მხოლოდ ორი გეიმი წააგო. ალმაგროსთან ასეთი გმირობა, წესით, არ უნდა გამოსულიყო. ნიკოლასმა გასულ თვეში ასევე სეტის წაუგებლად აიღო მთავარი პრიზი ნიცაში. წელს ის თავის საუკეთესო ჩოგბურთს თამაშობს და ამიტომაც იყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ ნადალს იოლი გასეირნება არ ექნებოდა.

პირველმა სეტმა გაამყარა ეს მოსაზრება. მთელი პირველი პარტიის განმავლობაში ნადალს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საქმე მაინც ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ შეძლო რაფამ დომინირება.

მართალია, მე-13 გეიმში 5:1-იდან მინიმუმამდე შეამცირებინა სხვაობა ალმაგროს, მაგრამ მაინც მოიგო - 7:4.

მომდევნო ორ პარტიაშიც შეინიშნებოდა ბრძოლა. ალმაგრო არ ნებდებოდა, მაგრამ ნადალმაც მოუმატა თამაშს, რაც მეორე სეტში ორი ბრეიკის აღებაში გამოიხატა - მეოთხე და მერვე გეიმებში. საბოლოოდ, 2 საათისა და 46 წუთის შემდეგ ასეთი ანგარიში მივიღეთ - 7:6(4), 6:2, 6:3.

მთელი მატჩის განმავლობაში ალმაგროს მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა. ნადალმა ისევ არ წააგო სეტი. უფრო მეტიც, განვლილ ხუთ მატჩში რაფამ ერთადერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება. ჯამში კი 17-იდან 16 ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი გამარჯვება ნადალისთვის საიუბილეო იყო როლან გაროსზე. მას ამ ტურნირზე 50 მოგება და მხოლოდ ერთი წაგება აქვს. რაფას ორი მოგება აშორებს საფრანგეთის ღიას მეშვიდე ტიტულამდე, რაც მას აბსოლუტური რეკორდსმენის სტატუსს მოუტანს.

ნადალი ერთადერთია, ვინც სეტის წაუგებლად მიიწევს წინ, რადგან მეორე ნახევარფინალში ერთი პარტია დათმო დავიდ ფერერმა.

ესპანელს სამი საათი და 45 წუთი დასჭირდა ენდი მიურეის დასამარცხებლად და კარიერაში პირველად საფრანგეთის ღიას ნახევარფინალში გასასვლელად. ეს მოსალოდნელი იყო. იმიტომ არა, რომ ფერერი მიურეიზე მაღალი კლასის მოთამაშეა; უბრალოდ, ბრიტანელი მთელი ტურნირი ზურგის ტრავმით თამაშობდა და ფერერთან მატჩში ამან ყველაზე მძაფრად იჩინა თავი.

წინა მატჩებში მიურეის ერთი ტრადიცია ჩამოუყალიბდა - აგებდა პირველ სეტს და შემდეგ საბოლოოდ იღებდა ხელთ ინიციატივას. ასე დაიწყო ყველაფერი გუშინაც. ფერერმა აიღო საწყისი პარტია (6:4), მაგრამ დათმო მეორე (6:7), თუმცა ტრადიცია აღარ გაგრძელებულა.

მომდევნო ორ სეტში ბრიტანელს ბრეიკი აღარ გაუკეთებია, ფერერმა კი სამჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება - მესამეში ერთი და მეოთხეში ორი.

ტრავმის გარდა, ენდი 59-მა უნებლიე შეცდომამ დააღალატა. ამ ყველაფერმა კი ის გამოიწვია, რომ შეწყდა ბრიტანელის სერია, რომლის დროსაც ის "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ ხუთჯერ გავიდა ნახევარფინალში.

1/4-ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 6)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:4, 6:7(3), 6:3, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12) 7:6(4), 6:2, 6:3.

1/2-ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფედერერი (3); ფერერი (6)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა