"ბოსტონმა" "ოკლაჰომას" მიბაძა და მაიამიში მოგებით საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა
აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერია დასავლეთის ზუსტი ასლია. პირველ ოთხ მატჩში საშინაო მოგებების გაცვლის შემდეგ "ბოსტონმა" მაიამიში მეხუთე მატჩი ტრიუმფით დაასრულა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.

რონდოს, ალენისა და პირსის ტრიოს მიერ სროლების საშინელი რეალიზაციის, წაგებული ფარისა და "მაიამიში" კრის ბოშის დაბრუნების მიუხედავად, "ბოსტონმა" სტუმრად გამარჯვება გამოგლიჯა "ჰიტს", ძირითადად, დაცვაში ბრწყინვალე თამაშის წყალობით.

შესაბამისად, სტუმრებმა პატარა სასწაული ჩაიდინეს. მათ დაცვას მხოლოდ მატჩის პირველ ნაწილში გაუჭირდა, როცა "მაიამიმ" 13-ქულიან უპირატესობას მიაღწია. პირველი 31 ქულიდან 29 თავის ანგარიშზე ჩაიწერა "ჰიტის" დიდმა ტრიომ". ყველაზე საოცარი ის არის, რომ ასეთი სხვაობის მიუხედავად, "ბოსტონის" სამწვრთნელო შტაბმა ტაიმ-აუტი არ აიღო.

დოკ რივერსი მიჩვეულია, რომ ალენი მატჩის დიდი ნაწილი ჩრდილში იმყოფება; პირსს შეიძლება სროლა არ წაუვიდეს; რონდო კი ხანდახან ისეთ სიტუაციებში ცდება, როცა ბურთს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ფარში ჩავარდეს. როგორც გითხარით, ამ ტრიომ კატასტროფული მაჩვენებლით დაასრულა შეხვედრა - 43-იდან 11 ბურთი ჩააგდო.

რის ხარჯზეა შესაძლებელი ასეთ დროს მატჩის მოგება? გამოცდილების ხარჯზე. იმ დროს, როცა სხვა ლიდერებს თამაში არ მისდიოდათ, 36 წლის კევინ გარნეტმა იტვირთა შეტევების მთელი სიმძიმე და არც საკუთარ ნახევარზე ივიწყებდა "შავი" სამუშაოს შესრულებას.

დანარჩენი "ბოსტონი" მესამე მეოთხედის ბოლოსკენ გამოცოცხლდა და სტიმსმას, პიეტრუსისა და პირსის აქტიურობის წყალობით 6-ქულიანი ჩამორჩენა 5-ქულიან უპირატესობად აქცია.

საინტერესოა, რომ "მაიამიმ" 216 წამის განმავლობაში ქულა ვერ აიღო: ვერ ჩააგდო ბასის ტექნიკური პერსონალურისთვის მიღებული საჯარიმო და გააფუჭა ზედიზედ ცხრა შეტევა. რამდენიმე შეცდომის შემდეგ კრის ბოში მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

აქ კვლავ მოჰკიდა საქმეს ხელი ბოშის გარეშე დარჩენილმა "დიდმა ტრიომ". ჯეიმსმა და უეიდმა თავიანთი გუნდის 18 ქულიდან 15 საკუთარ ანგარიშზე მიითვალეს. ეს სპურტი უეიდის ბრწყინვალე სლალომით დასრულდა - 78:72 "მაიამის" სასარგებლოდ.

იქვე დუეინმა ბასის წინააღმდეგ ულამაზესი დაფარება შეასრულა, თუმცა მის ბლოკშოტს მომენტალურად მოჰყვა პიეტრუსის სამქულიანი რონდოს პასის შემდეგ. დაახლოებით სამი წუთის შემდეგ ფრანგი ისევ დატოვეს კუთხეში უმეთვალყურეოდ და მან მორიგი შორეული ტყორცნა ჩააგდო, რითაც იმ საღამოს რეი ალენის მოვალეობები აიღო თავის თავზე.

ეს მატჩის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა. მეორე ასეთი მომენტი იყო პირსის ფანტასტიკური სამქულიანი სირენამდე 52.9 წამით ადრე.

"სელტიქსის" უპირატესობა ოთხ ქულამდე გაიზარდა. ამის შემდეგ ფლორიდელებმა რამდენჯერმე შეამცირეს სხვაობა ორ ქულამდე. 8.8 წამით ადრე კი ბოლო შეტევის უფლებაც შეიძლებოდა ჰქონოდათ, მაგრამ ჩელმერსმა გარნეტის წინააღმდეგ პერსონალური მიიღო და კევინმა ორი ზუსტი საჯარიმოთი მშვიდად დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

მაიამი-ბოსტონი 90:94

24:16, 18:24, 18:25, 30:29

მ: ჯეიმსი (30+13 მოხსნა), უეიდი (27+6 მოხსნა+3 პასი), ბოში (9+7 მოხსნა), ჩელმერსი (9+3 პასი), ბატიე (5), ჯონსი (4), ჰასლემი (3+14 მოხსნა), მილერი (3).

ბ: გარნეტი (26+11 მოხსნა+2 დაფარება), პირსი (19+4 პასი), ალენი (13+7 მოხსნა), პიეტრუსი (13), ბასი (10), რონდო (7+13 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), დულინგი (3), სტიმსმა (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (39/40.7), სამქულიანები (26.9/40), საჯარიმოები (76/81.5).

სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა