2012 წლის სეზონი ბოლო იქნება, როცა ესპანეთი ფორმულა 1-ის ორ ეტაპს უმასპინძლებს
2012 წლის სეზონი ბოლო იქნება, როცა ესპანეთი ფორმულა 1-ის ორ ეტაპს უმასპინძლებს. კატალონიის პრეზიდენტმა არტურ მასმა და ვალენსიას მთავრობის თავმჯდომარემ ალბერტო ფაბრამ მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ბარსელონასა და ვალენსიას ტრასები მონაცვლეობით უმასპინძლებენ ესპანეთის გრანპრის.

ბარსელონაში ფორმულა 1-ის რბოლები 2013, 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდება, ვალენსიაში - 2014, 2016 და 2018 წლებში.

საფრანგეთის ახალი მთავრობა დარწმუნებული არ არის იმაში, რომ ღირს მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარში საფრანგეთის გრანპრის დაბრუნება.

თუ წინა მთავრობა ნიკოლა სარკოზის ხელმძღვანელობით მთლიანად უჭერდა მხარს ქვეყანაში "სამეფო რბოლების" დაბრუნებას, ახალი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის გუნდს ჯერ არ დაუდასტურებია ამგვარი ინტერესი.

ჩინოვნიკებს სურთ გადაამოწმონ ფინანსური გათვლები და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ავტოდრომის ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტების მაცხოვრებლებს ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობასთან მიღწეული შეთანხმების დეტალებზე.

უახლოეს დღეებში საფრანგეთის სპორტის სამინისტროს დელეგაცია პოლ რიკარის სახელობის ავტოდრომს ეწვევა მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს საფრანგეთისა და ბელგიის ეტაპების მონაცვლეობით ჩატარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა