"კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, რამდენიმე საინტერესო წინადადებიდან კი უპირატესობა "ბოხუმის" ვარიანტს მივანიჭე"
ალექსანდრე იაშვილის "ბოხუმში" ტრანსფერის შესახებ უკვე გაცნობეთ. 6 ივნისს კი გერმანულმა მედიამ და კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ვეტერანი ქართველი ფორვარდის პრეზენტაციის ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

იაშვილმა "ბოხუმთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც იაშვილის მსგავსი გამოცდილი ფეხბურთელი ძალიან სჭირდებოდა და მოხარულები ვართ, იგი კარიერას ჩვენთან რომ გააგრძელებს.

იაშვილს საგოლე თვისებები ჯერაც არ დაუკარგავს და შედეგიანი გადაცემების შესრულებაც ძველებურად შეუძლია", - განაცხადა "ბოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას ბერგმანმა.

"ბოხუმი" ერთ-ერთი უძველესი გერმანული კლუბია და მის შემადგენლობაში თამაში ჩემთვის დიდი პატივია.

კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, რამდენიმე საინტერესო წინადადებიდან კი უპირატესობა "ბოხუმის" ვარიანტს მივანიჭე.

საკმაოდ მზარდი კლუბია და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში უკეთეს შედეგს აჩვენებს", - ეს თავად იაშვილის კომენტარია.

მის კარიერაში "ბოხუმი" მეოთხე გერმანული კლუბი იქნება "ლიუბეკის", "ფრაიბურგისა" და "კარლსრუეს" შემდეგ. იაშვილი გერმანიაში 1997 წელს გადავიდა და პირველ ბუნდესლიგაში 198 მატჩი და 33 გოლი, ხოლო მეორე ბუნდესლიგაში - 213 მატჩი და 46 გოლი მოუგროვდა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ იგი "ბოხუმის" ღირსებას ნიკოლოზ გელაშვილთან ერთად დაიცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

ალექსანდრე იაშვილი და "ბოხუმი" შეთანხმდნენ

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა