8 ივნისს ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: "ლიგამუსი" - "ზვიგენები", "თბილისი" - "ივერია"

საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის ბოლო ოთხი მატჩი გაიმართა, რომლებმაც ნახევარფინალისტები გამოავლინა.

ჭაბუკთა ნაკრები - "ივერია" 8:9 (1:1, 2:2, 3:2, 2:4)

ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე (3), რევია, იმნაიშვილი (1), გაბადაძე, ბითაძე (1), ჯახაია, ჩერქეზიშვილი, კახეთელიძე (1), ჩომახაშვილი, კაკულია (2), თუხარელი. მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩი.

"ივერია": შუბლაძე, ჩიქვინიძე, ქარჩილაძე (1), ცანკაშვილი (2), ქართველიშვილი (5), გელაშვილი, ბუღაძე, სულაძე, რცხილაძე (1), კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი ჩომახიძე.

ორივე გუნდი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად იბრძოდა. ამიტომ მოგებაც ჰაერივით სჭირდებოდათ, რამაც განაპირობა კიდეც მატჩის სიმწვავე და დრამატულობა.

პირველ ორ პერიოდში ლიდერი ვერ გამოიკვეთა. მესამეში იოვან პოპოვიჩის შეგირდებმა ერთი ბურთით დაწინაურება შეძლეს, თუმცა ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში "ივერიამ", რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული, მატჩის ბედი შემოაბრუნა და გაიმარჯვა კიდეც - 9:8.

"თბილისი" - "ლიგამუსი" 10:22 (3:4, 2:4, 2:5, 3:9)

"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე, კოტარია (2), ბაბუნაშვილი (1), ლაითაძე (3), ყავლაშვილი (1), ტუკვაძე (1), რაფავა, ჩერქეზიშვილი, ჩომახაშვილი, ალიბეგაშვილი (2), ლომიძე, კინწურაშვილი. მთავარი მწვრთნელი ბაქრაძე.

"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი, ბაქრაძე, ხვედელიანი (1), რუსიშვილი (3), გიორგაძე (7), გეგელაშვილი (8), ნიკოლეიშვილი (3), გაბადაძე, შენგელია. მთავარი მწვრთნელი ისელიძე.

საქართველოს ჩემპიონ "ლიგამუსსა" და ვიცე-ჩემპიონ "თბილისს" ფინალში თამაშის უფლება ჯგუფური ტურნირის დამთავრებამდე უკვე განაღდებული ჰქონდათ. ამიტომ ლაღად ითამაშეს და გულშემატკივრებმა უხვგოლიანობით იხალისეს.

ლიგამუსელთაგან განსაკუთრებით გეგელაშვილმა და გიორგაძემ იყოჩაღეს - მეტოქის კარში, შესაბამისად, 8 და 7 გოლი გაიტანეს.

"ლიგამუსი" - ჭაბუკთა ნაკრები 14:13 (3:1, 6:1, 3:3, 2:8)

"ლიგამუსი": ჭუმბურიძე, თუხარელი, მანძულაშვილი (1), ბაქრაძე (1), ხვედელიანი (4), რუსიშვილი, გიორგაძე (1), გეგელაშვილი (5), ნიკოლეიშვილი (2), შენგელია. მთავარი მწვრთნელი ისელიძე.

ჭაბუკთა ნაკრები: ინწკირველი, ჩიკვაიძე (4), რევია, გაბადაძე, ბითაძე (2), ჯახაია (1), ჩერქეზიშვილი, კახეთელიძე (2), ჩომახაშვილი, კაკულია (3), მაგრაქველიძე (1). მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსს" ამ მატჩში მოტივაცია აკლდა, მაგრამ პაექრობა მაინც არ დაუთმია, თუმცა ბოლო პერიოდში ჭაბუკი წყალბურთელები გამარჯვებისგან არც ისე შორს იყვნენ.

პირველი ორი პერიოდის შემდეგ, რაც ილიაუნელები 9:2 დაწინაურდნენ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩემპიონთა წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.

შეხვედრის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე 3-3 საჯარიმო შენიშვნის გამო მოედანი დატოვეს ბაქრაძემ და ნიკოლეიშვილმა.

აუზში 5 მოთამაშით დარჩენილმა ლიგამუსელებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და საკუთარ კარში რვა ბურთი მიიღეს, თავად კი ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით - 14:13 გაიმარჯვეს და პოპოვიჩის შეგირდებს ნახევარფინალის გზა გადაუღობეს.

"ზვიგენები" - "თბილისი" 21:17 (2:5, 7:5, 7:2, 5:5)

"ზვიგენები": ციხელაშვილი, ალავიძე (2), მოსეშვილი, ჩოდრიშვილი (3), ბერიშვილი, შერვაშიძე (2), გოგელია (5), ცაგარელი (5), ბრეგვაძე (2), დოლიძე, ალხაზოვი, ბაღათურია, ქოიავა (2), დაუშვილი. მთავარი მწვრთნელი მაისურაძე.

"თბილისი": ნამორაძე, ქენქაძე, კოტარია (7), ბაბუნაშვილი (1), ლაითაძე (3), ყავლაშვილი (1), ტუკვაძე (2), რაფავა, ჩერქეზიშვილი, ჩომახაშვილი (2), ალიბეგაშვილი (1), ლომიძე, კინწურაშვილი. მთავარი მწვრთნელი ბაქრაძე.

"ზვიგენები" მოუთმენლად ელოდნენ "ლიგამუსი"-ჭაბუკთა ნაკრების ორთაბრძოლის შედეგს. ჩემპიონატის დებიუტანტების მარცხმა ვეტერანებით დაკომპლექტებულ გუნდს ქვეყნის ვიცე-ჩემპიონებთან შეხვედრაში მოტივაცია გაუჩინა.

მართალია, "თბილისი" პირველ პერიოდში მოწოდების სიმაღლეზე იდგა, რაც ანგარიშშიც აისახა, მაგრამ მერე პაექრობის სადავეები მეტოქეს გადააბარა. თანაც, ლაითაძემ და ტუკვაძემ 3-3 პერსონალური ჯარიმის გამო მაყურებლებში გადაინაცვლეს.

ვერცხლისპრიზიორმა მატჩი 17:21 დათმო. "ზვიგენებმა" ჭაბუკთა ნაკრებს ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსის წყალობით აართვა ნახევარფინალის საგზური.

სატურნირო მდგომარეობა ორი წრის შემდეგ: "ლიგამუსი" - 20, "თბილისი" - 12, "ივერია" - 12, "ზვიგენები" - 8, ჭაბუკთა ნაკრები - 8, ბათუმი - 0 ქულა.

8 ივნისს ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: "ლიგამუსი" - "ზვიგენები" (16.00), "თბილისი" - "ივერია" (17.30).

ფინალები შაბათს, 9 ივნისს გაიმართება.

ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ