შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოში მყოფი აფრიკელი ფეხბურთელების პრობლემის შესახებ აქამდე უცნობი იყო
ცნობილმა ვებგვერდმა "ევრაზიანეტმა" ქართული ფეხბურთის, უფრო ზუსტად კი, ერთ ქართულ კლუბში დატრიალებული ამბების შესახებ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ჩამოსული აფრიკელი ფეხბურთელების თავგადასავალია აღწერილი.

ქართველ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის წავლენ აქედან, ბევრ აფრიკელს კი ჩვენი დონის ქვეყანაში თამაშიც სანატრელი აქვს. მათმა ნაწილმა ეს ოცნება აისრულა და საქართველოს ჩემპიონატი კარიერული წინსვლისთვის კარგადაც გამოიყენა, ნაწილს კი არ გაუმართლა.

თუ რა შეემთხვათ მათ, ამის შესახებ ჟურნალისტების, პოლ რიმპლისა და იუსტინა მილნიკევიჩის ნაამბობს გთავაზობთ.

20 წლის კამერუნელი მცველი ისააკ ნიენგუ ყოველნაირად ცდილობდა რომელიმე ევროპულ კლუბში მოწყობას და ამ გზით სიღარიბისგან თავის დაღწევას. მას შეჰპირდნენ, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში რეგიონული ლიგის ბინადარ კლუბ "ელიტაში" ჩაირიცხებოდა და ამ საქმისთვის ათას აშშ დოლარზე მეტი გამოართვეს.

"თბილისის აეროპორტში კლუბის მფლობელი დამხვდა და მითხრა, კეთილი იყოს შენი მობრძანება საქართველოშიო.

როგორც კი მან საცხოვრებელში მიმიყვანა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კამერუნის რომელიღაც მიყრუებულ სოფელში მოვხვდი", - იხსენებს ნიენგუ, რომელიც მიტოვებულ ველოდრომზე მიუყვანიათ, სადაც ერთ ოთახში ათი ყმაწვილი ყოველგვარი ელემენტარული პირობისა და გათბობის გარეშე ცხოვრობდა.

"ელიტის" მფლობელი ვინმე გუგა ბაბაშვილი იყო, რომლის კლუბიც ლიგაში სამონაწილეო თანხის, 2 ათასი ლარის (1 200 დოლარი) გადაუხდელობის გამო გათამაშებიდან მოიხსნა.

მთლიანობაში, გასული წლის აგვისტოში პროფესიული კარიერის აწყობის იმედად საქართველოს 11-მა კამერუნელმა ფეხბურთელმა მოაშურა, რისთვისაც მათ 2 500 დოლარი გადაიხადეს. მერე მათ დამატებით 1000-1000 დოლარის გადახდა მოსთხოვეს და აფრიკელებიც მიხვდნენ, რომ დიდ შარში იყვნენ გახვეულები.

კამერუნელებს უთხრეს, რომ მათ კონტრაქტით გარანტირებული ექნებოდათ საცხოვრებელი, საკვები, ჯიბის ფული და სამედიცინო დაზღვევა. არადა, როგორც თავად ყვებიან, ხშირად მშივრები დადიოდნენ, უმეტესად კი პურითა და წყლით უწევდათ დაკმაყოფილება.

"ხშირად მინატრია კატის ან მტრედის ადგილზე ყოფნა. მათ ის მაინც შეეძლოთ, რომ საკვები ქუჩებსა და სკვერებში მოეძებნათ", - ამბობს 21 წლის რეჯინალდ ესემი და მადლიერებით იხსენებს, როგორ აჩუქა ქართველმა ხაბაზმა პური, ქართველმა მეზობელმა კი - ლოგინის თეთრეული.

ზემოთ ნახსენები ბაბაშვილი ადასტურებს, რომ კამერუნელებმა საქართველოში ჩამოსასვლელად ფული გადაიხადეს, მაგრამ უარყოფს, რომ ისინი საცხოვრებლად ველოტრეკზე განათავსა.

თერთმეტიდან ერთმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება მოახერხა, დანარჩენი ათი კი საქართველოში ბუნდოვანი მომავლის პერსპექტივით რჩება. ქართულ კლუბებს მათი აყვანა შეუძლიათ, მაგრამ ჯერ ერთი ტრანსფერიც არ განხორციელებულა. შესაძლოა, ამას ხელს ლეგიონერის რეგისტრაციისთვის გადასახდელი 15 ათასი ლარიც უშლის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა იციან აფრიკელ ფეხბურთელთა მძიმე მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

"თუ რაიმე უკანონობა ხდება, ეს პოლიციის საქმეა და არა ფეხბურთის ფედერაციის", - აცხადებს ფედერაციის სატრანსფერო განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ნაკაიძე.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ გვითხრა, სამინისტროსთვის აქამდე კამერუნელ ფეხბურთელთა პრობლემა უცნობი იყო.

მან განაცხადა, რომ სამინისტრო საკითხს ყურადღებით შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში ბაბაშვილის წინააღმდეგ საქმესაც აღძრავს.

კამერუნელები კი გამოუვალ მდგომარეობაში არიან - მათ სასამართლოსთვის საჭირო ფული არ გააჩნიათ, სამშობლოში დაბრუნებას კი სიკვდილი ურჩევნიათ. საქართველოში წამოსასვლელი თანხის მოსაგროვებლად ხომ მათ ნათესავებისა და მეზობლებისგან ვალები აიღეს.

საქართველოში მხოლოდ აფრიკელ ფეხბურთელებს არ ატყუებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ვითომდა ტურისტულ სასწავლებელში მოსაწყობად აფრიკელი ახალგაზრდებისთვის 1 500 დოლარი გამოურთმევიათ და სინამდვილეში ისინი "კვალიფიკაციის ასამაღლებლად" ერთ ექვსმაგიდიან ოთახში გაუმწესებიათ.

მოკლედ, აფრიკელ ახალგაზრდებს საქართველოში ჩასვლამდე დაფიქრება მართებთ. მათ ტყუილად ჰგონიათ, რომ ამერიკაში მიდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა