18-წლამდელთა ნაკრების თავკაცი მიიჩნევს, რომ ქართულ ფეხბურთში მთავარი პრობლემა ტაქტიკურად გამართული თამაშის მიღწევაა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა (1994 წელს დაბადებულები) მზადება უკვე დაიწყო და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ეს ის გუნდია, რომელიც მალე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების სტატუსს მიიღებს და შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ითამაშებს.

ამ ნაკრებს კახა კაჭარავა ხელმძღვანელობს, რომელიც 6 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მატჩს ესწრებოდა - პირველი ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ოთხი ნაკრები შეიქმნა და ერთმანეთში ითამაშეს.

სელექციის მხრივ, მართლაც საინტერესო ტურნირი იყო. რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გამოჩნდა, უმაღლესი ლიგის წამყვან გუნდებში თამაშზე თავისუფლად რომ განაცხადებდა პრეტენზიას.

კაჭარავასთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ, ზოგადად, რა ვითარებაა იმ ასაკის ფეხბურთელებში, მას რომ უწევს მუშაობა.

- ქართულ ფეხბურთს პრობლემები არ აკლია. როცა ეს ნაკრები ჩაიბარეთ, ალბათ, კიდევ უფრო კარგად დაინახეთ, თუ სად არის მთავარი ხარვეზი...

- ყველაზე დიდი პრობლემა ტაქტიკურად გამართული თამაშის მიღწევაა. რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ და ამ მხრივ ბევრი ხარვეზი დავინახე. პრობლემაა ფიზიკური მომზადებაც. ამ საკითხის გადაჭრას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

საქართველოს უმაღლეს ლიგაში 3-4 გუნდს თუ ჰყავს ფიზმომზადების მწვრთნელი. არადა, პირველი ლიგის ყველა გუნდშიც უნდა იყოს ასეთი სპეციალისტი.

- უახლოესი შეკრება როდის გექნებათ?

- ივლისის ბოლოს ბელარუსში წავალთ, 22 და 26 ივლისს, შესაბამისად, ბელარუსის და ისრაელის ნაკრებებს შევხვდებით.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ. შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პირველი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირი ხორვატიაში გაიმართება. მასპინძლების გარდა, ჩვენი მეტოქეები ისლანდია და აზერბაიჯანი იქნებიან.

საკმაოდ რთული ჯგუფია, ხელწამოსაკრავი არავინაა, ისლანდიამ ხომ წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა.

- საქართველოს იმ 19-წლამდელთა ნაკრებიდან თუ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას, ახლახან რომ ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდზე? არის იმის საშუალებაც, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრებიდანაც აიყვანოთ ფეხბურთელები...

- თუ რომელიმე რგოლის ასეთნაირად შევსება აუცილებელი გახდა, არ არის გამორიცხული, რომ მაისურაძის გუნდიდან დავიმატოთ ფეხბურთელები. შესაძლოა, ოთარ კორღალიძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრებიდანაც ავიყვანოთ მოთამაშეები: სანდოხაძე, სამუშია... სასიხარულოა, რომ ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა ნიჭიერმა თავდამსხმელმა არაბულმა. ერთი სიტყვით, სელექციის პროცესი მიმდინარეობს.

- შეიძლება ითქვას, რომ ნაკრების ბირთვი უკვე ჩამოყალიბებულია?

- ამ ნაკრებში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც უკვე თამაშობენ უმაღლეს ლიგაში, მაგალითად, ენდელაძე - "ბაიაში", სამუშია - "ზესტაფონში", ფანცულაია - "ტორპედოში"...

- სანამ ნაკრების მწვრთნელად დაგნიშნავდნენ, თბილისის "დინამოს" თავკაცობდით. ახლა, ალბათ, უფრო თავისუფლად შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდებოდა "დინამოში"...

- ჩემპიონობა ვერ მოვიპოვეთ. შემდეგ "დინამოში" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და თავისი სამწვრთნელო გუნდი მოიყვანა. მეც "დინამოდან" წამოსვლა მომიწია. ვფიქრობ, ამით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

- იყო თბილისის "დინამოს" მწვრთნელი - ეს, ალბათ, ისეთი თანამდებობაა, თავისი სპეციფიკა რომ აქვს - რა არის ეს სპეციფიკა?

- მწვრთნელს დრო უნდა მისცენ. ერთ-ორ დღეში გუნდი არ კეთდება, პროგრამა მინიმუმ ორი ან სამწლიანი უნდა იყოს და აქცენტი ახალგაზრდებზე უნდა კეთდებოდეს.

ფაქტია, რომ სწორედ "დინამოში" დაწინაურდნენ მათე ვაწაძე, სანდრო კობახიძე, გიორგი ლორია...

ხორვატიამდე დარჩა ხუთი თვე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Alex
მოაშორეთ გარსია ნახევარი გუნდრი ტრამვირებული ჩამოვიდა ესპანეთიდან, ტიპი რბილი იყო და შეჩვეული ბავშვებთან ურთიერთობას და 1 გუნდი სახუმარო არ არის.
დათო
ლაშა ბიზნესთან თუ გაქვთ შეხება გეცოდინებათ რომ არის მოკლე ვადიანი და გრძელ ვადიან დაგეგმარება, ასევე როდესაც აკეთებ ინვესტიციას დროის რაღაც მონაკვეთში ჩნდება ინვესტიცია სწორად განახორციელე თუ არა, ჩემი პირადი აზრით ზოგადა შეცდომა იყო გარსიას ჩამოყვანა რადგან მას სერიოზული ბექგროუნდი არ აქვს.და ბიზნესის კუთხით როდესაც შედეგი არ მოაქვს ინვესტირებას დროზე უნდა გაჩერდე რაც ჩემი გადმოსახედიდად გააკეთა ფიფიამ. და თუ სხვა სტატიებიც გაქვთ წაკითხული შეამჩნევდით რომ დინამოზე საკმაოდ დიდი ცვლილებები მოხდა როგორც ტოპ მენეჯმენტში ასევე უახლოეს მომავალში გუნდში.თქვენ ალბათ ფეხბურთში სპეციალისტი ბრძანდებით? მე ბიზნესში და ბისნესის კუთხით გეტყვით რომ ეს საქციელი უცოდინრის საქციელი არ არის, ეს სწორი გადაწყვეტილებაა!!!
lasha
რა შედეგი აჩვენა? ვინ აცადა შედეგის ჩვენება და ზუსტად იმას ვწერ რასაც იმსახურებს უვიცი უცოდინარი და პროვინციელი ფიფია! ერთ დღეს ისეთ დღეში ჩავარდნილიყოს რომ გამოსავალი ვერ ეპოვოს!!!
დათო
ისე გაგრიტიკება მაგარი ადვილია! გარსიამ რა შედეგი მოუტანა დინამოს! უშედეგობის გამო გაუშვეს და ბატონო ლაშა მონეტს 2 მხარე აქვს. და თხოვნა იქნება რომ პირად შეურაწყოფებს მოვერიდოთ არ არის ლამაზი და კულტურული!!!
lasha
ისეთი მწვრთნელი მოიყვანა ვისაც თავის ჭკუაზე ატარებ,ფუ მაგის!!!გარსია ფიფიას ჭკუაზე არ გაივლიდა უვიცები ფეხბურთთან კავშირში არ უნდა იყვნენ ასე რომ რომან შეგიძლია რამე რესტორანი გახსნა და იმას მიხედო,შენი საქმე ვაჭრობაა! ფეხბურთს კი შეეშვი და ნუ დაანგრიე დინამო,არავის არ ჭირდება შენი საფარი და გარემონტებული შენობა,უცოდინარი ხარ და არაფერში არ გამოადგები ასეთ გუნდს!!!
Walkabout
ყველა ინტერვიუში მინიმუმ ერთ სისულელეს უნდა წააწყდე რაა... რატომ უნდა კეთდებოდეს აქცენტი ახალგაზრდებზე? დუბლებია? თუ ჭაბუკთა გუნდი?
lasha
ალექ გარსიას მისცეს დრო? 6 თვეში მოთხოვეს ის რაც შეუძლებელი იყო.ხოდა ეხლა ტეხოს კაკალოი ფიფიამ !!!
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა