ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბესო ჩიხრაძე: საქართველოში მსაჯები ძველი მილიციელებივით არიან!

ბესო ჩიხრაძე: საქართველოში მსაჯები ძველი მილიციელებივით არიან!

"გაგრას" პრეზიდენტი ბოლო სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობს, რომ კლუბიდან წასვლაზე დაფიქრდა
"გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე არასოდეს გამოირჩეოდა სკანდალური განცხადებებით, მაგრამ ბოლო სეზონში განვითარებული მოვლენების შემდეგ ამბობს, რომ კლუბიდან წასვლაზე დაფიქრდა - მიზეზს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

რუბრიკა "1001-ე სევდის" მორიგ რესპონდენტთან ინტერვიუ იმ აქტუალურმა თემამ განაპირობა, რაც კლუბების მეპატრონეებს აწუხებთ.

- სეზონი დასრულდა, "გაგრა" პირველ ლიგაში გავარდა და დაქვეითებული გუნდის დაფინანსებას ისევ აპირებთ?

- ასე ვთქვათ: "გაგრა" იმიტომ არ არის შექმნილი, რომ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ითამაშოს. დაბალ ლიგაში ასპარეზობა სამარცხვინო სულაც არ მგონია, მაგრამ ეს კლუბი უნდა არსებობდეს და იმედია, ადრე თუ გვიან, ჩვენ მშობლიურ გაგრაში ვითამაშებთ. სხვა საქმეა, რომ პირველ ლიგაში გავარდნას არ ვიმსახურებდით. ასე რომ, ჯერჯერობით კლუბში ვრჩები.

- ჯერჯერობით?

- თუ დაინტერესდებით, ამაზე ვრცლად შემდეგ ვილაპარაკოთ.

- რატომ შემდეგ, ახლა ვილაპარაკოთ, რა გადარდებთ და გაწუხებთ?

- ეს არის თემა, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება. უპირველესად, მსაჯობასა და ფეხბურთში არსებულ სხვა პრობლემებს ვგულისხმობ.

- ესეც დავაკონკრეტოთ...

- სახელმწიფო ფეხბურთს სერიოზულად ეხმარება. ამაზე ადრე ვერც ვიოცნებებდით. კარგია, როდესაც ჩემპიონატსა და თასზე წარმატებულ გუნდებს მილიონ ლარს ურიცხავენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფასდაუდებელი დახმარება იმ კანონმდებლობის მიღება იქნება, რომელიც ფეხბურთს ბიზნესისთვის საინტერესოს გახდის.

ფედერაციამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშავოს, დახმარების ფორმა და მიმართულება რომ შეიცვალოს.

ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთში ინვესტორები იმიტომ არ არიან, რომ მათთვის საინტერესო კანონები არ მიგვიღია. დარწმუნებული ვარ, ეს თავად ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი, ბიუჯეტში ფეხბურთიდან დღევანდელზე ბევრად მეტი თანხა დაბრუნდება.

- ქართული ფეხბურთი წამგებიანი რომ არის?

- ეს მხოლოდ ჩემპიონატის დონიდან არ გამომდინარეობს. ფეხბურთი თურქეთშიც არ იყო მომგებიანი, მაგრამ ახლა ბიზნესმენები რიგებს იკავებენ, ოღონდ კლუბებში აქციონერის სტატუსი მიიღონ. ეს უკვე მომგებიანი სფერო გახდა და თურქეთის ბიუჯეტი საკმაოდ სოლიდური თანხებით ივსება.

- კონკრეტულად რა კანონმდებლობის მიღებას ითხოვთ?

- შეღავათებს არ ვგულისხმობ, ეს ფეხბურთს არ სჭირდება. მისი განვითარებისთვის აუცილებელია კანონები. ესეც კარგად არის დასათვლელი, ბოროტად რომ არ გამოიყენონ.

რეცეპტი არ არსებობს. აუცილებელია, კლუბებმა ფედერაციასთან დავილაპარაკოთ და ჩვენი ინიციატივები სახელმწიფოს გავაცნოთ. იმიტომ, რომ სახელმწიფო ჩვენთვის ბევრს აკეთებს. ამის საპასუხოდ კი რაღაც აზრიანი უნდა შევთავაზოთ, სულ მათხოვრის როლში რომ არ ვიყოთ.

ახლა კონკრეტულად: გამოდის, რომ ჩვენი გადასახადებით ბიუჯეტში შედის თანხა, რომლის ნაწილსაც ისევ ფეხბურთს უბრუნებენ და ეს თანხა კვლავ გადასახადის ობიექტი ხდება. ხელმეორე გადასახადი გაუმართლებელია. ეს თუ გამოსწორდა, მერე აღარ ვიტყვით, ინვესტორები რატომ არ არიან და მხოლოდ "სოკარი" გვეხმარებაო.

ამას გარდა, სულ ისმის ლაპარაკი, რომ ჩვენს ფეხბურთში ჯანსაღი ვითარება არ არის. ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ პრობლემას ახალი სისხლის გარეშე ვერ მოვაგვარებთ. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ გულიანად და რაც უნდა კარგი კანონები მივიღოთ, ჩემი აზრით, საკვანძო საკითხის გადაუწყვეტლად პროგრესს ტყუილად ველით.

- რაზე ლაპარაკობთ?

- მსაჯებზე.

- ფედერაციის პრეზიდენტთან, ზვიად სიჭინავასთან მეგობრობთ, მაგრამ "გაგრა" მსაჯობით სულ უკმაყოფილოა...

- დიახ, ეს დიდი პრობლემაა.

- ანუ ისინი ცალკე "თამაშობენ" და ფედერაციის პრეზიდენტს არ ემორჩილებიან?

- დიახ, ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, მსაჯები "საკუთარ თამაშს თამაშობენ". მსაჯობა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მთავარია, გავრისკოთ და რადიკალური ზომები მივიღოთ. ის საზიზღრობები, რაც ამ სფეროში მოხდა და ჩვენ შეგვეხო, პრობლემების მხოლოდ ნაწილია.

"გაგრას" გავარდნა პრობლემა არაა. ცუდი თამაშით რეგიონულ ლიგაშიც დაქვეითდები, მაგრამ მომხდარს გააანალიზებ და შემდეგი სეზონისთვის უკეთ მოემზადები; მაგრამ როდესაც არ იცი, მსაჯი რას გერჩის, იქ უკვე დაფიქრდები, რა უბედურება ხდება.

დამიჯერეთ, უმაღლესი ლიგიდან სწორედ იმიტომ გავვარდით, რომ ეს საზიზღრობები მოხდა. ეს არის ყველაზე ცუდი.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- თუ გახსოვთ, ჩვენზე კორუმპირებული პოლიცია მსოფლიოში არ არსებობდა. მთელი ცხოვრება მაქინაციებში რომ იყვნენ, ის ადამიანები ვერ გადაკეთდებოდნენ, ქრთამის გარეშე ვერ ცხოვრობდნენ. ასე უნდა მოხდეს მსაჯებშიც - ძველი სისხლისგან განვიწმინდოთ, ახალი კადრები შევარჩიოთ და დარწმუნებული ვარ, ეს უმსგავსობები აღარ მოხდება.

- პროფლიგის ჩამოყალიბებაზე რას ფიქრობთ?

- ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სანამ პროფლიგა სპონსორებს არ მოიზიდავს, სახელმწიფო მანამდე ეროვნულ ჩემპიონატს კვლავ დაეხმარება იმ თანხით, რაც წლევანდელ ჩემპიონატში საპრიზო ფონდის სახით ჩადო. ეს იმიტომ, რომ არ იყოს ბიუჯეტის, მსაჯების ხელფასებისა და ა.შ. პრობლემები.

ყრილობა საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობდა, მაგრამ მე კმაყოფილი დავრჩი, რადგან, როგორც იქნა, მწვავედ და რაც მთავარია, საქმიანად ვილაპარაკეთ.

ბესო ჩიხრაძე: შესაძლოა, გაგრადან წავიდე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• roman shonia

ბესო წასვლით საქმეს ვერ უშველი... სჯობს დარჩე და ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე.

• messi

ბატონო ბესო! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი პატიოსანი, თავის ქვეყანაზე ასე შეყვარებული ხალხი.

• malxazi

შეღავათები გაუკეთოს სახელმწიფომ ბიზნესმენებს.კაცი წამგებიან სფეროში დებს ფულს ფეხბურთის სიყვარულით,შეუწყვე ხელი,როცა მომგებიანი გახდება მერე გადაახდევინე გადასახადი.არ ვიცი,ყველაფრიდან ფულის ამოღებაზე ფიქრი არასწორად მიმაჩნია.

• gia

ეს კაცია ნამდვილი პათრიოთი,მარტო გაგრა კი არა სოხუმიც და სხვა ცხინვალიც და სხვა გუნდებიც უნდა იყვნენ, როგორც აზერბაიჯანსი მაგ. ყარაბახი. ჩვენმა მილიონერებმა უნდა მიხედონ,აი ეს არის პატრიოტიზმი და არა სკამისთვის საქართველოს გაყიდვა.ივანისვილმაც ნაცებმაც თითო-თითო გუნდს რო მიხედონ მაგით უორო დიდ საქმეს გააკეთებენ საქართველოსთვის

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა