ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევრო 2012. საფრანგეთის ნაკრები: თამაშით ნეტარებამოგვრილი

ევრო 2012. საფრანგეთის ნაკრები: თამაშით ნეტარებამოგვრილი

საფრანგეთის ნაკრები 6 ივნისს, გვიან საღამოს, დონეცკში ჩავიდა თუ არა, ფეხბურთელები ჟურნალისტების ტყვეობაში მოექცნენ
საფრანგეთის ნაკრები 6 ივნისს, გვიან საღამოს, დონეცკში ჩავიდა თუ არა, ფეხბურთელები ჟურნალისტების ტყვეობაში მოექცნენ.

ყველაზე მეტად, ამ მხრივ, სამფეროვანთა ლიდერ ფრანკ რიბერის გაუმართლა.

"ნაკრებში თამაში წარმოუდგენლად მსიამოვნებს. თანაც, ბოლო სამ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე, რაც პირადად ჩემთვის ცოტა უჩვეულო მოვლენაა.

საფრანგეთის ნაკრებისთვის კარგი დროება დგას, თუმცა ჯობია, ინგლისთან თამაშს დაველოდოთ. ვგრძნობ, რომ დარჩენილ დღეებში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. მთავარს უკვე მივაღწიეთ, გუნდში სრული ჰარმონია სუფევს.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქარიმ ბენზემასთან მშვენივრად შევთამაშდი," - განუცხადა რიბერიმ "ფრანს ფუტბოლის" ჟურნალისტს.

დონეცკში ჩასვლისთანავე ბლანმა პრესის წარმომადგენელთათვის პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას უამრავ შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.

"აღფრთოვანებულნი დავრჩით დახვედრით და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი მთავარი უპირატესობა ამ წუთას "შახტარის" ბაზაზე შექმნილი იდეალური პირობებია.

ვგულისხმობ როგორც ცენტრის აღჭურვილობას, ისე მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმს. რაც კი გვჭირდება, ამ ხალხს ყველაფერი უსიტყვოდ ესმის.

კარგია, რომ სავარჯიშოდ გადაადგილება, პრაქტიკულად, არ დაგვჭირდება. ბოლო დღეებში ყველანი სადებიუტო მატჩზე ვფიქრობთ.

მართალია, ზუსტად ვიცი, რანაირად ითამაშებს ინგლისი, მაგრამ მეტოქეს მაინც ვუფრთხით. არ ვამბობ, რომ მისი გვეშინია.

ინგლისელები სერიოზული მებრძოლები არიან და შესაბამისად, ურთულეს თამაშს ველით. უკვე ვთქვი, რომ ესტონელებთან დაცვაში პრობლემები გვქონდა. ბიჭებმა რატომღაც შოუს დადგმა მოინდომეს. მათ დაავიწყდათ, რომ ჩვეულებრივ შეხვედრაში ჩვეულებრივ უნდა ითამაშო.

სწორედ ამიტომ იყო, რომ ისინი პრობლემებს თავად უქმნიდნენ თავიანთ თავს. ჩემპიონატზე ჩვენს მთავარ კონკურენტებად გერმანიასა და ესპანეთს მივიჩნევ," - თქვა ლორან ბლანმა.

იმედიანად არის განწყობილი ნაკრების ყოფილი კაპიტანი პატრის ევრაც.

"ძალიან გამიკვირდა ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება, როცა მან რიო ფერდინანდზე თქვა უარი. დარწმუნებული ვარ, რომ რიო იმედგაცრუებულია, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

საფრანგეთის ნაკრებისთვის კი მისი არყოფნა დამატებითი უპირატესობაა," - ამბობს "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი მცველი.

ესტონეთთან შეხვედრის (4:0) შემდეგ ბლანის გუნდით აღფრთოვანებულია ზინედინ ზიდანი.

"ბოლო მატჩის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების წარმატების კიდევ უფრო მეტად მჯერა. მით უფრო, რომ გუნდს შეტევაში ბენზემასა და რიბერის დუეტი ჰყავს.

ჯგუფიდან გასვლის მშვენიერი შანსი გვაქვს, თუმცა იქამდე პირველ ტურში ინგლისთან რთულ თამაშს ველოდები," - აცხადებს ზიზუ.

სულ ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ "მამლებმა" ბალტიისპირელებთან ამხანაგურ შეხვედრაში სარეკორდოდ დიდი აუდიტორია მიიზიდეს ტელეეკრანებთან.

TF1-ის პირდაპირ ეთერში თამაშს 6,7 მილიონმა მაყურებელმა მიადევნა თვალი, რაც საფრანგეთის უმსხვილესი მაუწყებლის მაყურებელთა 27%-ია. ძველი რეკორდი 2011 წელს ხორვატიასთან მატჩისას იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს