"უჩვენე რასიზმს წითელი ბარათი"-ს აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ ფერდინანდი ევრო 2012-ის მიღმა მხოლოდ სპორტული მიზეზებით არ აღმოჩენილა
ინგლისში არსებობს ფეხბურთის გულშემატკივართა მიერ დაარსებული ორგანიზაცია "უჩვენე რასიზმს წითელი ბარათი", რომლის აღმასრულებელ დირექტორ გერ გრების მიაჩნია, რომ რიო ფერდინანდი ევროპის ჩემპიონატს მიღმა მხოლოდ სპორტული მიზეზებით არ აღმოჩენილა.

"ჩვენ რიოს ბოლომდე დავუდგებით მხარში. თუკი სპორტულ პრინციპზე მიდგება საქმე, ის ნამდვილად უნდა იყოს ეროვნულ გუნდში და ვფიქრობთ, რომ ჰოჯსონმა ძალიან უცნაური გადაწყვეტილება მიიღო," - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ გრებიმდე ჰოჯსონის ნაბიჯი სასტიკად გააკრიტიკა რობი ფაულერმაც. ექსლივერპულელმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ჯონ ტერისა და ფერდინანდს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო გადაიდგა.

ნაკრების თავკაცი კი ამ საკითხის კომენტარზე დიდი ხანია, პრინციპულად ამბობს უარს. მეტიც, ბოლო დღეებია, ის უარზეა და ჟურნალისტებთან შეხვედრას საერთოდ გაურბის, აცხადებს რა, რომ საფრანგეთთან შეხვედრის წინ დანიშნულ პრესკონფერენციამდე დუმილის უფლებით ისარგებლებს.

რაკი კონტინენტის პირველობის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, ნაკრების გარშემო სიტუაციის დაძაბვას უფრთხის ასოციაციის ხელმძღვანელი დევიდ ბენშტეინი, ვინც თავად გადაწყვიტა, პრესასთან ურთიერთობა თავის თავზე აეღო:

"მე და ჰოჯსონი ერთმანეთს უკვე შევხვდით და გუნდში არსებულ ვითარებაზე ვილაპარაკეთ. აქედანვე ვაცხადებ, იმ ფეხბურთელებზე ლაპარაკს, რომლებიც ნაკრებში ვერ მოხვდნენ, არ ვაპირებ.

შეიძლება არსებობს კონკრეტული პრობლება, მაგრამ, მოდი, ამაზე ტურნირის დასრულების შემდეგ ვიმსჯელოთ. იქამდე კი მხოლოდ ჩემპიონატზე ვილაპარაკებთ. სულ ეს არის.

ძალიან გვინდა, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რაც წინ გველის და არა იმაზე, რაც უკან მოგვრჩა. იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრები ბოლომდე მხარში დაგვიდგებიან და არ ჩაიციკლებიან ძველ თემებზე".

7 ივნისს, დილას, ნაკრების თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო რამდენიმე დღით ინგლისში დაბრუნდა. მიზეზი ჯერმეინის მამის გარდაცვალება გახდა. ფეხბურთელი დაკრძალვის მეორე დღესვე აპირებს შეკრებაზე დაბრუნებას, - იუწყება "ტოტენჰემის" ოფიციალური ვებგვერდი. რამდენად მზად იქნება დეფო სათამაშოდ, ვერ გეტყვით.

როი ჰოჯსონს სანერვიულო არა და არ ელევა, რადგან დისკვალიფიცირებული უეინ რუნის არყოფნაში მის განკარგულებაში ორადორი თავდამსხმელიღა რჩება - ენდი კეროლი და დენი უელბეკი.

დაბოლოს, "დეილი სტარის" ცნობით, ბელგიელებთან მიღებული ტრავმის გამო საფრანგეთთან ჯონ ტერის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ორშაბათს ფეხბურთელს საერთოდ არ უთამაშია, მას მერე კი მხოლოდ ინდივიდუალურად იტვირთება.

ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება, რომ "მამლებთან" თამაშამდე მომჯობინდება, თუმცა ექიმების თქმით, მოედანზე გასვლის შემთხვევაში ის სერიოზულად გარისკავს საკუთარ ჯანმრთელობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა