ოთხწლიანი შესვენების შემდეგ მარია შარაპოვამ დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიოს კლასიფიკაციაში
ოთხწლიანი შესვენების შემდეგ მარია შარაპოვამ დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიოს კლასიფიკაციაში. მას ერთხელ უკვე ჰქონდა ამის შანსი - ავსტრალიის ღია პირველობაზე ფინალში მოგება სჭირდებოდა, მაგრამ ვიქტორია აზარენკასთან წააგო.

ამჯერად აზარენკაზე არაფერი იყო დამოკიდებული - ამ უკანასკნელს რეიტინგში ლიდერობას ჩეხი პეტრა კვიტოვა თუ შეუნარჩუნებდა, რომელიც გუშინ, ნახევარფინალში ხვდებოდა მარიას.

აქამდე ეს ჩოგბურთელები "დიდი სლემის" ტურნირებზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - შარშან უიმბლდონის ფინალი ჩეხმა მოიგო, წელს ავსტრალიის ღიას ნახევარფინალი კი შარაპოვას დარჩა.

ნახევარფინალის წინ ძლიერი ქარი ამოვარდა და თავდაპირველად უკეთ რთულ პირობებს კვიტოვა შეეგუა. სწორედ ის ფლობდა სათამაშო უპირატესობას, შარაპოვა კი თავს იცავდა: ორჯერ მან ბრეიკ-პოინტიდან გადაარჩინა საკუთარი გეიმები, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შესძინა. სეტის ბოლო ნაწილი მთლიანად მარიასი იყო და მან ორი ბრეიკის წყალობით პირველი პარტიაში გაიმარჯვა.

კვიტოვა ვერაფერს ცვლიდა. ჩეხის სტიქია - შეტევაა და მან სხვა ვერაფერი შესთავაზა მეტოქეს. თამაშის ბედის შემოტრიალების ერთადერთი შანსი იერიშებზე უშეცდომო თამაში იყო.

მეორე სეტის შუაში შარაპოვა ბრეიკით გაიჭრა წინ, მაგრამ პეტრამ შემდეგ გეიმში პირველად მატჩში აიღო მეტოქის მოწოდება. თუმცა ამას შარაპოვას თამაშზე არ უმოქმედია და მან თავის სტილში გააგრძელა მოქმედება.

მალე პეტრამ მეტოქეს ძალიან კარგი შანსი მისცა - რამდენიმე შეცდომა დაუშვა და 30:0-იდან წააგო საკუთარი გეიმი. მარიამ უპრობლემოდ ჩააწოდა მატჩზე და შეხვედრა მეორე მოწოდებიდან ეისით დაასრულა - 6:3, 6:3. 9 ივნისს მარია პირველად ითამაშებს როლან გაროსის ფინალში და მოგების შემთხვევაში, "კარიერულ შლემს" გაიფორმებს.

მეორე ნახევარფინალში სამანტა სტოსური და სარა ერანი შეხვდნენ ერთმანეთს. ავსტრალიელი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია, უთამაშია როლან გაროსის ფინალში და ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს უგებდა ერანის. ამ უკანასკნელისთვის კი ეს იყო კარიერაში პირველი ნახევარფინალი "დიდ სლემზე". შესაბამისად, ნახევარფინალის მთავარ ფავორიტად სტოსური მიიჩნეოდა.

სამანტამ შესანიშნავი სტარტი აიღო, მაგრამ მალე გაანიავა უპირატესობა - ძირითადად, საკუთარი შეცდომების ხარჯზე.

სტოსური შეტევაში ძალიან კარგი იყო, მაგრამ ერანი თანაფარდობის შენარჩუნებას მეტოქის უზუსტობების ხარჯზე ახერხებდა. უფრო მეტიც, სეტის ბოლოს იტალიელმა მიღებაზე კარგი შანსი მიიღო, რომელიც გამოიყენა და შემდეგ სეტზე დამაჯერებლად ჩააწოდა.

მეორე პარტიაში ავსტრალიელმა გააძლიერა მოწოდება, მოუმატა ტემპს და ჯობდა მეტოქეს კომბინაციურ თამაშში. ერანი მზად არ აღმოჩნდა მეტოქის სტაბილური შემტევი თამაშის წინააღმდეგ და მისი ერთადერთი მიღწევა ამ სეტში 0:5-ზე აღებული გეიმი იყო.

მაგრამ გადამწყვეტ სეტში, ზედმეტი ნერვიულობის გამო, სამანტამ ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება.

სტოსურმა სამი გეიმით წინ გაუშვა მეტოქე, მაგრამ დროულად მოეგო გონს და ბრძოლაში გაათანაბრა ანგარიში. თითქოს გამოცდილი ავსტრალიელი აღარ დათმობდა ინიციატივას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში უხეში შეცდომები დაუშვა. მატჩზე ჩაწოდებისას სარამ ბრწყინვალედ ითამაშა და ნულზე მოიგო თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გეიმი - 7:5, 1:6, 6:3.

რა თქმა უნდა, ერანის ფინალში გასვლა ძალიან დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, ისევე, როგორც, ამავე კორტებზე 2010 წელს მისი თანამემამულის, ფრანჩესკა სკიავონეს გამარჯვება.

სხვათა შორის, საფრანგეთის ღიაზე უკვე ზედიზედ მესამე ფინალში ითამაშებს იტალიის წარმომადგენელი. უკვე ცნობილია, რომ რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ფინალი, ერანი ორშაბათიდან მსოფლიოს მე-10 ჩოგანი გახდება.

1/2-ფინალი (იხილეთ ვიდეო)

სარა ერანი (იტა, 21)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 6) 7:5, 1:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4) 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა