სხვა გუნდებთან ერთად სუპერლიგის ახალი სეზონისთვის თსუ-ც ემზადება. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტური გუნდი შეკრებას ბათუმში გადის...

სხვა გუნდებთან ერთად სუპერლიგის ახალი სეზონისთვის თსუ-ც ემზადება. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით სტუდენტური გუნდი შეკრებას ბათუმში გადის. ვიდრე თსუ-ს თავკაცის ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, შემადგენლობას ჩამოგითვლით: რიჩარდ მათიაშვილი, გიორგი მარხვაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, შალვა კოხრეიძე, მიხეილ ფანჩულიძე, ილია ლონდარიძე, გიორგი ყველაშვილი, დავით ხიზანიშვილი, ზურაბ მაისურაძე, ვახტანგ ჩქარეული, ზვიად დეკანოიძე, გიორგი ორმოცაძე.

- როგორც ყოველთვის, წლეულსაც ნულიდან ვიწყებთ. თუმცა, საჩუქარი არავისთვის ვიქნებით. ვისაც სურს ახლა მოგვიგოს, რადგან შემდეგ ფორმაში რომ შევალთ, ჩვენი დამარცხება რთული იქნება. საერთოდ კი, საინტერესო ჩემპიონატი გველის, კალათბურთელები კლუბებში მეტ-ნაკლებადთანაბრად გადანაწილდნენ.

- მზადების პროცესზეც ვთქვათ.

- უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კალათბურთს სერიოზულად მიუდგა. დიდ ყურადღებას გვაქცევს. ამჟამად შეკრებაზე ბათუმში ვიმყოფებით. საკალათბურთო დარბაზთან ახლოს სასტუმრო "დუტაში" ვართ დაბინავებულნი, სადაც შესანიშნავ პირობებს გვიქმნიან.

- ბათუმური შეკრება როდის დაიწყეთ და რამდენ დღეს გასტანს?

- აქ 15 სექტემბერს ჩამოვედით და 26-მდე დავრჩებით. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს - დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ.

- საკონტროლო მატჩებს თუ გეგმავთ?

- ვეთამაშეთ შსს-ს, რომელიც შეკრებას აჭარაში გადის. დავმარცხდით. ამავე გუნდს პარასკევსაც გავეჯიბრებით.

- შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებებია...

- შარშანდელი გუნდიდან ბევრი წავიდა. შემადგენლობა შეძლებისდაგვარად სრულად შევავსეთ.

- ჩამონათვალში არ გვხვდება შიო ხეცურიანი.

- იგი ამერიკაშია, იქ მუშაობს. ასე რომ, თსუ-ში მხოლოდ კალათბურთელებს კი არა, დიპლომატებსაც ვზრდით.

- შემადგენლობაში ცვლილებები მოსალოდელი ხომ არ არის?

- სეზონს ამ გუნდით დავიწყებთ. ერთი კალათბურთელის დამატება გვსურს, მეორე ნომრის... ამ საკითხზე ჯერ კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა