ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში, ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი ერგო...

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში, ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი ერგო. ქართველთა წარმატებულ გამოსვლას სათავე 55 კგ-ში მოასპარეზე გორელმა ძიუდოისტმა ოთარ კაიდარაშვილმა დაუდო. პირველი სწორედ ის დადგა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. შინ დაბრუნებულ ოთარს გუშინ გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში მწვრთნელებმა და თანაქალაქელმა ფალავნებმა შეხვედრა მოუწყვეს.

_ ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მთლად გამოუცდელი ნამდვილად არ ვიყავი, ჭაბუკთა შორის კონტინენტის პრიზიორიც ვარ, მაგრამ ახლა უწინდელზე გაცილებით უკეთ ვიყავი მომზადებული და ოქროს მედლის მოპოვების იმედიც მქონდა. პირველი მოწინააღმდეგის, უკრაინელი ვალენტინ კოპილოვის იპონით დამარცხების შემდეგ სტიმული უფრო მომემატა. მერე ფიზიკურად ძლიერ აზერბაიჯანელ ელსევარ სადიგზადეს ტექნიკური არსენალით ვაჯობე _ ერთი იუკოთი ვძლიე. ჰოლანდიელ იანიკ კლაპროტთან პაექრობაშიც გავიმარჯვე და ფინალისკენ გამეხსნა გზა.

_ ფინალში კი, როგორც ვიცით, ყველაზე მეტად გაგიჭირდა გამარჯვება.

_ ფინალში მოგება არავისთვისაა იოლი. აქ ჩემმა მეტოქემ, სომეხმა გრიგორ ივანიანმა წლეულს გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ჩეხეთში კი, სადაც მე მეორე ადგილით დავკმაყოფილდი, ისიც ასპარეზობდა, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩა. ბულგარეთში ჩვენი უშუალო დაპირისპირება მართლაც ძალიან დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითში მე ვაჯობე. ბოლომდე ბრძოლა, ფაქტობრივად, არ გამჭირვებია.

_ შენმა ოქროს მედალმა, ბუნებრივია, თანაგუნდელებიც წაახალისა...

_ ორმაგად გამიხარდა, რომ გუნდისთვის სახარბიელო სტარტი ავიღე. ბატონი სოსო ლიპარტელიანი თავიდანვე მთხოვდა, მედალი აუცილებლად უნდა მოიპოვოო. ბედნიერი ვარ, რომ გავუმართლე. აქვე აღვნიშნავ, რომ ბატონ სოსოს და ჩემს პირად მწვრთნელებს ანზორ თენაძესა და ნიკო ბიბილაშვილს ამ ოქროს მედალში ძალიან დიდი წილი უდევთ! მიხარია, რომ გაწეული შრომა მათაც დაუფასდათ და მეც!

_ წლევანდელი სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატით სრულდება, იქაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებ?

_ ცდას არ დავაკლებ, რომ ეს შედეგი მსოფლიოზეც გავიმეორო. საბრძოლო განწყობა შენარჩუნებული მაქვს, დასახვეწს ვარჯიშებზე დავხვეწ.

_ ფიზიკურ მომზადებაზე მეტი გაქვს სამუშაო თუ ტექნიკურზე...

_ მეტ-ნაკლებად ორივეზე. წლეულს ახალგაზრდებში ჩემი ბოლო სეზონია, გაისად დიდებში მომიწევს ჭიდაობა და იქ წარმატებული ასპარეზობისთვისაც საფუძველი მაქვს ჩასაყრელი. მომავალსაც იმედით ვუყურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

dachi
გორელებზე აქცენტის გადატანა ქართულ ძიუდოს არ აწყენდა. აქაური ფალავნები გორში ვარჯიშობენ და ბევრისგან განსხვავებით არ წასულან დედაქალაქში, საიდანაც რატომღაც ძალიან იოლია ნაკრებში მოხვედრა. ყველა თბილისში რომ არ გამოიქცეს, ცოტა რეგიონებსაც გაუწიეთ ანგარიში!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა