ევრო 2012. A ჯგუფი. I ტური. სპეციალისტის კომენტარი
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის I ტურში გამართული შეხვედრების კომენტარი გაიოზ დარსაძეს ვთხოვეთ.

პოლონეთი-საბერძნეთი

ცალკე სასტარტო მღელვარებამ, ცალკე გაძევებებმა და ცალკე ორივე გუნდის არცთუ მაღალმა სათამაშო ოსტატობამ ნაკლებად ხარისხიანი ფეხბურთის მომსწრე გაგვხადა. ვფიქრობ, ფრე ამ მატჩის ლოგიკური და კანონზომიერი შედეგია.

მიმაჩნია, რომ ბერძენი ფეხბურთელი გაძევებას არ იმსახურებდა, რა თქმა უნდა, განსხვავებით პოლონელთა მეკარისგან, რომლის შესრულებითაც ტიპური ბოლო იმედის ჯარიმა ვნახეთ.

თითქოს მეტი იყო იმის შანსი, რომ ათკაციანი შემადგენლობით დარჩენილ პოლონელებსა და ბერძნებს შეტევაში მეტი ფხა გამოეჩინათ და რომელიმეს გამარჯვების გოლი გაეტანა, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო და არა მგონია, თითო ქულა რომელიმე მათგანს დიდად წაადგეს.

ნაკლებად მგონია, რომ ან პოლონეთმა და ან საბერძნეთმა ჯგუფური ბარიერის გადალახვა შეძლონ, თუმცა ჯგუფი აშკარად არაა ძლიერი და მათ მეოთხედფინალში გასვლის გარკვეული შანსი მაინც აქვთ.

რუსეთი-ჩეხეთი

რუსებმა კი შთამბეჭდავად გაიმარჯვეს და დაამტკიცეს, რომ ჯგუფში საუკეთესო გუნდი ჰყავთ. არ ვიცი, შეძლებს თუ არა დიკ ადვოკაატის გუნდი ოთხი წლის წინანდელი შედეგის გამეორება, მაგრამ მეოთხედფინალიდან მოყოლებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რუსეთის ნაკრები ყველა რგოლში გამართული გუნდია, თავსაც მაღალ დონეზე იცავს და კიდევ უფრო დახვეწილად უტევს. გუნდს მწვრთნელის ხელი აშკარად ეტყობა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთს მშვენიერი თაობა ჰყავს, რომელსაც თანამედროვე და შედეგიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

რაც შეეხება ჩეხეთის ნაკრებს, მან რუსეთს საერთოდ ვერაფერი დაუპირისპირა, მაგრამ ეს ჯგუფი იმდენად სუსტია, რომ მეოთხედფინალში გასვლისთვის ისიც იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

პოლონეთი-საბერძნეთი 1:1 - პოლონეთის ფალშსტარტი

რუსეთი-ჩეხეთი 4:1 - არავითარი კითხვის ნიშნები

ალექსანდრე ჩივაძე: ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მაინც ესპანეთია

ოთარ გაბელია: ჩემპიონი იტალია გახდება, ან ესპანეთი

სოსო ჭედია: გერმანიისგან ჩემპიონობა არ უნდა გაგვიკვირდეს

გია გურული: საფრანგეთი თითქოს ჩრდილშია მოქცეული...

arti
ძლიერი ნაკრები კიდე შენ დროს იკო საკარტველოსი ...D,
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა